მიანმარის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლეთანაც მიანმარს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

წლების მანძილზე მიანმარს დასავლეთის ქვეყნებთან დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ საგარეო პოლიტიკა გაუმჯობესდა. ურთიერთობები კიდევ ერთხელ დაიძაბა 2017 წელს როჰინჯების კრიზისის შემდეგ. მიანმარს (წარსულში ბირმა) ახლო ურთიერთობები აქვს მახლობელ სახელმწიფოებთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია.[1][2]

ორმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიანმარის დელეგაციოა სამხედრო გამოფენაზე მინსკში

რუსეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტწილად იზოლირებულ ბირმას ახლო ორმხრივი ურთიერთობები აქვს რუსეთთან. რუსეთმა მიანმართან დიპლომატიური ურთიერთობები 1948 წელს დაამყარა და ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გაგრძელდა. ჩინეთთნ ერთად რუსეთი გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოზე მიანმარს იცავს. ორმა სახელმწიფომ ერთხელ ვეტო დაადო გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც მიანმარის დასჯას გულისხმობდა.[3][4] რუსეთი ჩინეთთან ერთად ეწინააღმდეგება მიანმარის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას და დიალოგის პოლიტიკას უჭერს მხარს.

2016 წელს საახემწიფოებმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.[5]

რუსეთის საელჩო იანგონში მდებარეობს, ხოლო მიანმარის საელჩო მოსკოვშია განლაგებული.

ასეანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია. შედის ASEAN+3-სა და აღმოსავლეთ აზიის სამიტშიც. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციამ განაცხადა, რომ იგი მიანმარის თავდაცვას არ უზრუნველყოფს არცერთ საერთაშორისო ფორუმზე, რამდენადაც ავტორიტარულმა ხუნტამ დემოკრატიის აღდგენაზე უარი განაცხადა. 2007 წლის აპრილში აჰმად შაბერი ჩიკმა განაცხადა, რომ მალაიზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრი სახელმიწფოების გადაწყვეტილებით, თუკი მიანმარის შესახებ საერთაშორისო შეხვედრებზე დისკუსია წარიმართება, ისინი მას არ დაიცავენ.

ბრუნეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრუნეისა და მიანმარს შორის ურთიერთობები 1993 წლის 21 სექტემბერს დამყარდა.[6] ბრუნეის საელჩო იანგონში მდებარეობს, ხოლო მიანმარის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანშია განლაგებული.[6] სახელმწიფოებს მეგობრული ორმხრივი ურთიერთობები აქვთ განათლების, ჯანდაცვისა და შრომის სფეროში.[7]

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტი მიანმარში

მალაიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაიზიასა და მიანმარს შორის დიპალომატიური ურთიერთობები 1957 წლის 1-ელ მარტს დამყარდა. მიანმარის საელჩო კუალა-ლუმპურში მდებარეობს,[8] ხოლო მალაიზიის საელჩო იანგონშია განლაგებული.[9][10][11] ორივე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია და საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2016 წლის ბოლოს როჰინჯების გენოციდის გამო დაიძაბა, მაგრამ დასტაბილურდა ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ.[12]

ტაილანდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიანმარის საელჩო ბანგკოკში მდებარეობს, ხოლო ტაილანდის საელჩო იანგონშია განლაგებული. მიანმარსა და ტაილანდს შორის ურთიერთობები მეტწილად ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე ფოკუსირდება.[13][14]

სადავო ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამ სადავო კუნძულთან დაკავშირებით ზოგჯერ ტაილანდსა და მიანმარს შორის კონფლიქტი წარმოიშობა.[15] სადავო ტერიტორიები ანდამანის ზღვაში მდებარეოობს. მოლაპარაკებები 1982 წლს თებერვალში დაიწყო და კუნძულ გინგის (კო-ლამი), კო-ქჰამისა და კო-კი-ნოკის სტატუსი განუსაზღვრელი დარჩა. შემდგომი მოლაპარაკებები 1985, 1989 და 1990 წლებში გაიმართა. მხარეებმა კუნძულები „არავის მიწად“ გამოაცხადეს. 1998, 2003 და 2013 წლებში ვითარების დაძაბვას მცირე შეტაკებები მოჰყვა.[15]

კამბოჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიანმარმა კამბოჯის დამოუკიდებლობა 1954 წლის 16 აგვისტოს აღიარა. მომდევნო წლის 10 იანვარს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

სინგაპური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგაპურსა და მიანმარს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1966 წელს დამყარდა, თუმცა სინგაპურის საელჩო იანგონში მხოლოდ 1984 წელს გაიხსნა.[16]

ფილიპინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიანმარის საელჩო ვაშინგტონში

ფილიპინებსა და მიანმარს შორის ურთიერთობები 1956 წელს დამყარდა. ფილიპინებმა ქვეყნის პოლიტიკური სახელწოდება მიანმარი აღიარა. 2012 წელს მიანმარი ფილიპინების სავაჭრო პარნიორებს შორის ბოლოდან მე-3 ადგილზე იყო და მხოლოდ კამბოჯასა და ლაოსს უსწრებდა. 2012 წელს ფილიპინებსა და მიანამრს შორის ვაჭრობის მოცულობამ მხოლოდ 47.07 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მიანმარის მოქალაქეებს ფილიპინებში 30 დღიანი უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ. 2013 წლის 5 დეკემბერს მიანმარმა ხელი მოაწერა სავიზო შეთანხმებას, რომელიც ფილიპინელებს მიანამრში უვიზოდ 14 დღით დარჩენის უფებას აძლევს.[17]

ინდონეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირმამ ინდონეზია დე-იურე სუვერენულ არქიპელაგად 1949 წლის 27 დეკემბერს აღიარა. 1951 წლის 31 მარტს იანგონში ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხუთწლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ინდონეზიიდან მიანმარში ექსპორტზე ქაღალდი და ქაღალდის პროდუქტები, პალმის ზეთი, რკინა და ლითონი, თამბაქო და რეზინი გადის, ხოლო მიანმარიდან ინდონეზიაში ხე-ტყე, სიმინდის სახამებელი, თხილი, თევზი და ბოსტნეული შეაქვთ. 2008 წელს ინდონეზიასა და მიანმარს შორის ვაჭრობის ჯამურმა ღირებულებამ 159 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.[18]

ინდონეზიის საელჩო იანგონში მდებარეობს, ხოლო მიანმარის საელჩო ჯაკარტაშია განლაგებული.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bhuyan, Suryya Kumar. (1974). Anglo-Assamese relations, 1771–1826: a history of the relations of Assam with the East India Company from 1771 to 1826, based on original English and Assamese sources. Lawyer's Book Stall.
  • Bingham, June. (1966). U Thant; the Search for Peace. Gollancz.
  • Byman, Daniel L., and Roger Clift. (1999) China's Arms Sales Motivations and Implications (RAND, 1999) online დაარქივებული 22 August 2021 საიტზე Wayback Machine. .
  • Kipgen, Nehginpao. (2014). Democracy Movement in Myanmar: Problems and Challenges. Ruby Press & Co.. ISBN 978-93-82395-62-1
  • Laqueur, Walter. (1974). A dictionary of politics. Free Press.
  • Liang, Chi Shad. (1990). Burma's foreign relations: neutralism in theory and practice. Praeger. ISBN 978-0-275-93455-2
  • Lintner, Bertil. (1990). The rise and fall of the Communist Party of Burma (CPB). SEAP Publications. ISBN 978-0-87727-123-9
  • Nanda, Prakesh. (2003). Rediscovering Asia: evolution of India's look-east policy. Lancer Publishers & Distributors. ISBN 978-81-7062-297-0
  • Narayanan, Raviprasad. "China and Myanmar: Alternating between ‘Brothers’ and ‘Cousins’." China Report 46.3 (2010): 253-265 online.
  • Seekins, Donald M. (2006). Historical dictionary of Burma (Myanmar). Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-5476-5
  • Selth, Andrew (2004). Burma's North Korean Gambit: A Challenge to Regional Security?. Canberra: Strategic and Defence Studies Centre, Australian National University. ISBN 0-7315-5441-8. 
  • Singh, N. K. (2003). Encyclopaedia of Bangladesh. Anmol Publications PVT. LTD. ISBN 978-81-261-1390-3
  • Silverstein, Josef. (1980). Burmese politics: the dilemma of national unity. Rutgers University Press. ISBN 978-0-8135-0900-6
  • South, Ashley. (2003). Mon Nationalism and Civil War in Burma: The Golden Sheldrake. Routledge. ISBN 978-0-7007-1609-8
  • Swanström, Niklas. Sino-Myanmar relations: Security and beyond (Institute for Security and Development Policy, 2012) online

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wong, Edward (17 August 2018). „U.S. Imposes Sanctions on Myanmar Military over Rohingya Atrocities“. The New York Times.
  2. Canada imposes targeted sanctions in response to human rights violations in Myanmar (16 February 2018).
  3. Chinese dilemma over Burma (25 September 2007). BBC. Retrieved 30 May 2008.
  4. Russia, China veto resolution criticizing Burma (13 January 2007). The Washington Post. Retrieved 30 May 2008.
  5. Russia, Myanmar Sign Military Cooperation Agreement. ციტირების თარიღი: 22 April 2018
  6. 6.0 6.1 Brunei-Burma Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 4 February 2014
  7. Danial Norjidi. (11 October 2013) BRUNEI, MYANMAR DISCUSS REGIONAL ISSUES. BruDirect. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 4 February 2014.
  8. Bilateral Relations between Myanmar and Malaysia. Embassy of The Republic of The Union of Myanmar, Kuala Lumpur, Malaysia (5 August 2013). ციტირების თარიღი: 21 November 2013
  9. Official Website of Malaysian Embassy in Yangon. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 6 December 2016
  10. Bilateral Relations between Myanmar and Malaysia. Embassy of The Republic of The Union of Myanmar, Kuala Lumpur, Malaysia (5 August 2013). ციტირების თარიღი: 21 November 2013
  11. Official Website of Malaysian Embassy in Yangon. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 6 December 2016
  12. Aung Kyaw Min. President, military chiefs meet to smooth Myanmar-Malaysia ties. Myanmar Times (6 December 2016). ციტირების თარიღი: 6 December 2016
  13. Burmese embassy in Bangkok დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine.
  14. Thai embassy in Burma დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine.
  15. 15.0 15.1 Sophal, Sek (13 January 2020). „New subs sign of troubles to come?“ (Opinion). Bangkok Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 June 2020. ციტირების თარიღი: 13 January 2020.
  16. Chi-shad, Liang (1990). Burma's Foreign Relations: Neutralism in Theory and Practice (English). United States of America: Praeger Publishers, გვ. 111–114. ISBN 0-275-93455-1. 
  17. PHL-Myanmar Agreement on Visa Exemption Takes Effect on January 4, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-02. ციტირების თარიღი: 1 January 2014
  18. Indonesia – Myanmar Economic Relations. Embassy of Indonesia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 25 May 2013