შინაარსზე გადასვლა

ფილიპინების საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახელმწიფოები, რომლებთანაც ფილიპინებს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

ფილიპინების საგარეო ურთიერთობებს ფილიპინების პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა დეპარტამენტი განსაზღვრავს. ფილიპინების საერთაშორისო პოლიტიკაზე გავლენას ახდენს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან, ჩინეთთან, აშშ-თან და ახლო აღმოსავლეთთან კავშირები.

ფილიპინები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. არის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, იუნესკოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. ფილიპინები ინტერპოლის ხელმომწერი სახელმწიფოა. გაწევრიანებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში, აღმოსავლეთ აზიის სამიტში და კარიბის ქვეყნების ასოციაციის დამკვირვებელი წევრია. წარსულში ფილიპინები შედიოდა ლათინურ კავშირში. გაწევრიანებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაციაში. ფილიპინები ძლიერი ქვეყნების ბლოკებისაგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აცხადებს თავს და მიუმხრობლობის მოძრაობაშია გაწევრიანებული.

ფილიპინები შემდეგ ეკონომიკურ ორგანიზაციებშია გაწევრიანებული: აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა, აზიის განვითარების ბანკი, კოლომბოს გეგმა, ჯგუფი 24, დიდი ოცეული, ჯგუფი 77, მსოფლიო ბანკი, შემდეგი თერთმეტი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

ორმხრივი ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფილიპინების დიპლომატიური მისიების რუკა

აღმოსავლეთი ტიმორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინები აქტიურად იყო ჩართული გაეროს სამშვიდობო მისიაში აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში. სახელმწიფოების მიერ აღმოსავლეთ ტიმორის სუვერენიტეტის ცნობის შემდეგ, ფილიპინებსა და აღმოსავლეთ შორისაც დაიწყო დიპლომატიური ურთიერთობები და დილიში ფილიპინების საელჩო, ხოლო პასიგში აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო დაარსდა.

ორივე სახელმწიფო აზიის კათოლიკური ქვეყნებია, რამაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ ფილიპინებსა და აღმოსავლეთ ტიმორს შორის დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სახელმწიფოებს შორის კომერციული ურთიერთობების, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მასშტაბები იზრდება. ფილიპინები მხარს უჭერს აღმოსავლეთ ტიმორის გაწევრიანებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში.

2013 წლის 6 ივნისს სახელმწიფოებმა მანილაში ხელი მოაწერეს სამ შეთანხმებას ინფრასტრუქტურის განვითარების, თავდაცვისა და განათლების შესახებ.[1]

ფილიპინებსა და ერაყს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1975 წლის 12 იანვარს დამყარდა, როდესაც ერაყის საელჩო მანილაში გაიხსნა. ამას 1980 წლის 9 სექტემბერს ბაღდადში ფილიპინების საელჩოს გახსნა მოჰყვა. 2004 წელს უსაფრთხოების გამო ფილიპინებმა საელჩო ამანში გადაიტანა, ხოლო ერაყმა მანილაში საელჩო 2003 წლის სექტემბერში დახურა. ფილიპინებმა საელჩო ბაღდადში 2011 წლის ნოემბერში დააბრუნა.[2]

ყაზახეთსა და ფილიპინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 19 მარტს დამყარდა. ფილიპინები ყაზახეთთან ურთიერთობებს მოსკოვში მდებარე საელჩოთი ამყარებს. ყაზახეთის საპატიო საკონსულო მანილაში მდებარეობს.[3][4] 2010 წლის იანვარ-ნოემბერში ყაზახეთსა და ფილიპინებს შორის სავაჭრო ურთიერთობებმა 7.3 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია.

სამხრეთ კორეისა და ფილიპინების პრეზიდენტები ლურჯ სახლში

ფილიპინებსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1949 წლის 3 მარტს დამყარდა.[5] სამხრეთ კორეის საელჩო მანილაში მდებარეობს, ხოლო ფილიპინების ― სეულში.

ფილიპინებსა და თურქეთს შორის ურთიერთობები 1949 წლის 13 ივნისს დამყარდა.[6] ფილიპინების საელჩო ანკარაში მდებარეობს, ხოლო თურქეთის ― მანილაში.[6] 2015 წელს ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობა 219.7 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (თურქული ექსპორტი/იმპორტი:104/115.7 მილიონი ამერიკული დოლარი).[7] 2019 წელს თურქეთს 139 126 ფილიპინელი ტურისტი ეწვია. 2015 წლის მარტიდან სტამბოლსა და მანილას შორის პირდაპირი ფრენებია.

ფილიპინებისა და ვიეტნამის პრეზიდენტების შეხვედრა 2010 წელს

ცივი ომის დასრულების შემდეგ ფილიპინებსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობები დათბა. ვიეტნამს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ფილიპინების ერთად კომუნისტურ სამხედრო მოკავშირედ. სახელმწიფოები თანამშრომლობენ განათლების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, აკვაკულტურის, ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროებში. ორივე სახელმწიფოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მსგავსი პოზიცია უკავია და ვიეტნამი მხარს უჭერს ფილიპინებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩინეთის წინააღმდეგ, ხოლო ფილიპინები ვიეტნამს პარასელის კუნძულების დავაში უჭერს მხარს. სპრატლის კუნძულებზე ორივე სახელმწიფო აცხადებს პრეტენზიაც, თუმცა სამხედრო კონფრონტაციამდე საქმე არ მისულა, რამდენადაც ორივე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოცაციის წევრი და დიპლომატიური მოკავშირეა.

არაბთა გაერთიანებული საამიროები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების საელჩო აბუ-დაბიში ფორმალურად 1980 წლის 17 ივნისს გაიხსნა.[8] არაბთა გაერთიანებული საამიროები ექსპატრიატ მუშებზე დიდადაა დამოკიდებულები, რომელთა მნიშვნელოვან წილს ფილიპინელები შეადგენენ. ზღვისიქით დასაქმებული ფილიპინელების რაოდენობით არაბთა გაერთიანებული საამიროები მეორე ადგილზეა (საუდის არაბეთის შემდეგ). არაბთა გაერთიანებული საამიროები მხარს უჭერდა სამშიდობო მოლაპარაკებებს ფილიპინების მთავრობასა და მოროს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტს შორის მოლაპარაკებებს, რომელიც 1996 წლის 2 სექტემბერს სამიდობო შეთანხმების დადებით დასრულდა. არაბთა გაერთიანებული საამიროები მხარს უჭერს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში ფილიპინებისთვის დამკვირვებლის სტატუსს მინიჭებას.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Maierbrugger, Arno. (6 June 2013) Philippines, East Timor move closer. Inside Investor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 7 June 2013
  2. The history of the relations between Iraq and the Philippines started in 1975 when the Iraqi embassy in Manila opened on 12/1/1975 , and the Philippine Mission began its work in Baghdad on 19/9/1980. Embassy of The Republic of Iraq in Manila (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-27. ციტირების თარიღი: 2013-11-12
  3. Kazakh leader arrives for state visit.
  4. The Honorary Consulate of the Republic of Kazakhstan to the Republic of the Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 26, 2012. ციტირების თარიღი: February 20, 2015
  5. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Asia Pacific ko. Mofa.go.kr. ციტირების თარიღი: 2015-08-12
  6. 6.0 6.1 Relations between Turkey and the Philippines. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
  7. Commercial and Economic Relations between Turkey and the Philippines. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
  8. Embassy of the Republic of the Philippines, Abu Dhabi, United Arab Emirates. Philembassy.ae (1980-06-17). ციტირების თარიღი: 2013-06-10
  9. Embassy of the UAE in Manila » Philippines–UAE Relations-Bilateral Relations. Uae-embassy.ae. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-10. ციტირების თარიღი: 2013-06-10