ომანის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც ომანს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

სულთან ქაბუს ბინ საიდ ალ საიდის მმართველობის დაწყების დროს ომანს მსოფლიოსთან შეზღუდული კონტაქტები ჰქონდა, მათ შორის მეზობელ არაბულ ქვეყნებთანაც. სპეციალური საზავო ურთიერთობები გაერთიანებულ სამეფოს ომანის სამოქალაქო და სამხედრო საქმეებში ჩართვის უფლებას აძლევდა. სულთან ქაბუს ბინ საიდ ალ საიდის მმართველობის დროს გაერთიანებულ სამეფოსთან ახლო კავშირები შენარჩუნდა აშშ-თან ურთიერთობებთან ერთად.

ომანის სასულთნო უძველესი არაბული სახელმწიფოა არაბულს სამყაროში. მას დასავლეთით საუდის არაბეთი, ჩრდილო-დასავლეტით არაბთა გაერთიანებული საამიროები, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით იემენი ესაზღვრება. ომანს ორი ანკლავი აქვს (მადჰა და მუსანდამის ნახევარკუნძული). ქვეყანას საზღვაო საზღვარი აქვს ირანთან და პაკისტანთან. ომანის სამხრეთ-აღმოსავლეთით არაბეთის ზღვა მდებარეობს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით ― ომანის ყურე. მართალია XVI-XVII საუკუნეებში ომანის ნაწილი პორტუგალიელთა მიერ იყო ოკუპირებული, მაგრამ XVIII-XIX საუკუნეში ომანს საკუთარი იმპერია ჰქონდა აღმოსავეთ აფრიკაში. ომანის მოსახლეობა 4.2 მილიონ ადამიანს უტოლდება, ხოლო უცხოელი ექსპატრიატების რიცხვი მოსახლეობის 45%-ს შეადგენს.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წლიდან ომანი ზომიერ საგარეო პოლიტიკას მიჰყვება და მნიშვნელოვნად გააფართოვა დიპლომატიური ურთიერთობები. მხარს უჭერდა 1979 წლის კემპ-დევიდის შეთანხმებას და არაბული ქვეყნების ლიგის სამი სახელმიწფოდან ერთ-ერთი იყო (სომალთან და სუდანთან ერთად), რომელმაც 1979 წელს ეგვიპტე-ისრაელის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ ეგვიპტესთან ურთიერთობები არ გაწყვიტა. სპარსეთის ყურის კრიზისის დროს ომანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კოალიციას ეხმარებოდა. სასულთნომ მეზობელ სახელმწიფოებთან ახლო ურთიერთობები დაამყარა. 1980 წელს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შეუერთდა.

ტრადიციულად, ომანი მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო ინიციატივეს. 1994 წლის აპრილში ომანმა, საპრსეთის ყურის ქვეყნებს შორის პირველმა, Water Working Group-ის პლენარულ სხდომას უმასპინძლა.

ცივი ომის დროს ომანი კომუნისტურ ქვეყნებთან ურთიერთობებს თავს არიდებდა, რადგანაც კომუნისტური ქვეყნები დოჰარის აჯანყებას უჭერდნენ მხარს. ბოლო წლებში ომანმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ყაზახეთთან დაახლოება დაიწყო. ომანს კარგი ურთიერთობები აქვს ირანთან და ორ სახელმწიფოს შორის რეგულარულად მიმოიცვლება დელეგაციები. ომანი არაერთი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციის აქტიური წევრია, მათ შორის: არაბული ქვეყნების ლიგისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს. ომანის საგარეო პოლიტიკას საგარეო საქმეთა სამინსიტრო ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო დავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომანის ჩრდილოეთი საზღვარი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ორმხრივად არ არის დადგენილი. მუსანდამის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი ადმინისტრაციული საზღვარია.

ომხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის საელჩო მასკატში მდებარეობს, ხოლო ომანის საელჩო ― პარიზში.

ესპანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთსა და ომანის სასულთნოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1972 წელს დამყარდა. ესპანეთის საელჩო მასკატში 2004 წელს გაიხსნა.[1] ომანის პირველი ელჩი ესპანეთში 2006 წელს დაინიჭნა. ომანის საელჩოც და საკონსულოც მადრიდში მდებარეობს.[2][3]

გაერთიანებული სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომანსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობები ძლიერი და სტრატეგიულია.[4] გაერთიანებული სამეფოს საელჩო მასკატში მდებარეობს,[5] ხოლო ომანის საელჩო ― ლონდონში.[6]

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრუნეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრუნეისა და ომანს შორის ურთიერთობები 1984 წლის 24 მარტს დამყარდა. წარსულში ორივე სახელმწიფო ევროპული ქვეყნების პროტექტორატები იყვნენ (ბრუნეი ბრიტანეთის, ხოლო ომანი პორტუალიის და შემდეგ ბრიტანეთის) და ამჟამად ორივე ისლამური აბსოლუტური მონარქიულიაა.[7][8][9] ბრუნეის საელჩო მასკატში მდებარეობს, ხოლო ომანის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში.[7]

კვიპროსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომანის საელჩო ნიქოზიაში მდებარეობს, ხოლო კვიპროსი ომანში კაიროში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო საპატიო საკონსულო მასკატში მდებარეობს.

ერაყი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერაყსა და ომანს შოირს ურთიერთობები შუმერებიდან იწყება, რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ბოლოს მაგანს უწოდებდნენ.[10] 1990 წელს სადამ ჰუსეინის ქუვეითში შეჭრის შემდეგ ომანმა ერაყში საელჩო დახურა. 2019 წლის 12 მაისს ომანმა გამოაცხადა, რომ ბაღდადში საელჩოს ხელახლა გახსნა აპირებს.[11]

მალაიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაიზიასა და ომანს შორის ურთიერთობები ოფიციალურად 1983 წელს დამყარდა.[12] იმავე წელს მალაიზიის საელჩო მასკატში გაიხსნა.[13] ომანის საელჩო კუალა-ლუმპურში 2011 წელს გაიხსნა.[14] 2009 წელს მალაიზიასა და ომანს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ვაჭრობისა და მცირე და საშუალო ზომის საწარომოების კოორდინაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.[15]

კატარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორივე სახელმწიფო სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრია. ომანის საელჩო დოჰაში, ხოლო კატარის საელჩო მასკატში მდებარეობს. 2016 წელს კატარსა და ომანს შორის ვაჭრობის მოცულობა 814 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[16] 2017 წლის სექტემბერში ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობა ივნისის შემდეგ, როდესაც კატარის დიპლომატიური კრიზისი დაიწყო, 2 000%-ით გაიზარდა. 2017 წლის დიპლომატიური კრიზისის დროს ომანი კატარისთვის მთავარი სატრანზიტო გასასვლელი იყო. კრიზისის დაწყების შემდეგ კატარში საქონელი სალალაჰისსა და სოჰარის პორტებიდან შედიოდა.[17] ივნისშივე ამ ორ პორტსა და კატარის ჰამადის პორტს შორის პირდაპირი მარშრუტები შემუშავდა.[18]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ficha de Omán Office of Diplomatic Information. Ministry of Foreign Affairs and Cooperation. Section: Representation Data.
  2. List of embassies in Spain დაარქივებული 2014-10-06 საიტზე Wayback Machine. Ministry of Foreign Affairs and Cooperation.
  3. List of consulates in Spain დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine. Ministry of Foreign Affairs and Cooperation.
  4. BBC News - 'Oman 'wants to buy' Eurofighter planes from the UK '
  5. UK in Oman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-16. ციტირების თარიღი: 2022-11-11.
  6. Oman Embassy in the UK დაარქივებული 2010-03-25 საიტზე Wayback Machine.
  7. 7.0 7.1 Brunei-Oman Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 22 February 2014.
  8. BRUNEI AND OMAN: STRENGTHENING BILATERAL RELATIONS. Asia Economic Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 February 2014.
  9. Oxford Business Group (2009). The Report: Brunei Darussalam 2009. Oxford Business Group, გვ. 36–. ISBN 978-1-907065-09-5. 
  10. „Envoy speak: Oman-Iraq relations flourish in new era“. Times of Oman. 13 April 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 May 2019. ციტირების თარიღი: 13 May 2019.
  11. „Oman Says It Will Reopen Its Embassy in Iraq“. The New York Times. 12 May 2019.
  12. Muin Abdul Majid. (15 January 2011) Rosmah's visit to boost Oman-Malaysia ties, says diplomat. Bernama. New Straits Times. ციტირების თარიღი: 13 January 2014
  13. History. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 1 March 2017
  14. History. Embassy of the Sultanate of Oman, Kuala Lumpur. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 1 March 2017
  15. The Report: Oman 2010. Oxford Business Group, გვ. 18–. ISBN 978-1-907065-13-2. 
  16. Greater investment in Qatar from Oman. Middle East Monitor (17 July 2017). ციტირების თარიღი: 3 September 2017
  17. Qatar begins shipping cargo through Oman to bypass Gulf rift. Times Colonist (12 June 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 3 September 2017
  18. More ships dock at Hamad Port. Gulf Times (24 June 2017). ციტირების თარიღი: 3 September 2017