იემენის საგარეო ურთიერთობები
იემენი |
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: |
|
|
სხვა ქვეყნები · ატლასი პოლიტიკის პორტალი |
იემენის საგარეო ურთიერთობები — ურთიერთობები და პოლიტიკა, რომელსაც იემენი ატარებს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ის არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, არაბული ქვეყნების ლიგისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი. იემენი მონაწილეობდა მიუმხრობლობის მოძრაობაში. იემენის რესპუბლიკამ აიღო პასუხიმგებლობა მისი წინამორბედი რესპუბლიკების - იემენის არაბთა რესპუბლიკისა და იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხელშეკრულებებსა და ვალდებულებებზე. გარდა ამის, იემენი შეუერთდა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას და ამით ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ახლო აღმოსავლეთის რეგიონი იყოს თავისუფალი ბირთვული და სხვა მასიური განადგურების იარაღისაგან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთ იემენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოგრაფიამ და იმამების მმართველობამ ჩრდილოეთ იემენი იზოლირებული გახადა 1962 წლამდე უცხოური გავლენებისაგან[1]. 1920-იან წლებში იემენის მთავრობამ დაიწყო ურთიერთობები იტალიის მთავრობასთან, რომესლაც სათავეში ედგა მუსოლინი. ამ უერთიერთობამ კი ეს ორი სახელმწიფო მიიყვანა იტალიურ-იემენური მეგობრობის ხელშეკრულებამდე 1926 წლის 2 სექტემბერს[2]. ამან სანას მთავრობას მისცა დიპლომატიური მხარდაჭერა საუდის მთავრობის პირისპირ, რომელსაც ჰქონდა აგრესიული ხედვები იემენის ტეროტორიისა. ამ ქვეყნის ურთიერთობა საუდის არაბეთთან განისაზღვრა ტარიფის ხელშეკრულებით[3] 1934 წელს, რამაც გაავლო უკიდეურესი ჩრდილოეთ საზღვარი ამ ორ სამეფოს შორის და ასევე, დაადგინა ვაჭრობისა და სხვა ტრანზაქციების სისტემები. ტარიფის შეთანხმება ახლდება პერიოდულად 20 წელიწადში ერთხელ და მისი ვალიდურობა ახლიდან დადასტურდა 1995 წელს. ურთიერთობები ბრიტანეთის კოლონიურ ძალებთან ადენსა და სამხრეთში ჩვეულებრივ იყო დაძაბული.
საბჭოთა და კომუნისტური ჩინეთის იემენის დახმარების მისიები დაინერგა 1958 და 1959 წელს და იყო პირველი მნიშვნელოვანი არა-მუსლიმური ჩარევა ჩრდილოეთ იემენში. 1962 წლის სექტემბრის რევოლუციის შემდეგ, იემენის არაბთა რესპუბლიკა გახდა ახლო მოკავშირე და ძლიერად დამოკიდებული ეგვიპტეზე[4]. საუდის არაბეთი მფარველობდა მონარქისტების მცდელობებს რესპუბლიკელების დამარცხებისა და არ აღიარებდა იემენის არაბულ რესპუბლიკას 1970 წლამდე. შემდეგში საუდის არაბეთმა იემენს გაუწია საბიუჯეტო და საპროექტო დახმარება. ამავდროეულად, საუდის არაბეთი ინარჩუნებდა პირდაპირ კონტაქტს იემენის ტომებთან, რაც ხშირად ხდებოდა იემენის მთავრობასთან მისი ოფიციალური ურთოერთობების დაძაბვის მიზეზი. ასობით ათასი იემენელი დასაქმდა საუდის არაბეთში გვიანი 1970-იანი და 1980-იანი წლების განმავლობაში.
სალეჰის, როგორც ჩრდილოეთი იემენის ლიდერის, საგარეო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი იყო „პოზიტიური ნეიტრალიტეტის“ პრინციპები და არაბული ერთობა. სალეჰის მმართველობის შემდეგ, იემენი ცდილობდა საუდის არაბეთთან და რეგიონის სხვა პრო-დასავლურ სახელმწიფოებთან დაახლოებას. მან ასევე შეიძინა სამხედრო აღჭურვილობა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და გააფართოვა ეკონომიკური ურთიერთობები დასავლეთთან. ამავე დროს, სალეჰი ცდილობდა შეენარჩუნებინა მეგობრული ურთიერთობები მაშინდელ საბჭოთა კავშირთან (რომელიც დაიშალა 1991 წელს). 1984 წლის ოქტომბერში მან განაახლა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც თავდაპირველად ხელი მოეწერა 1964 წელს სანასა და მოსკოვს შორის[5].
1989 წლის თებერვალში ჩრდილოეთ იემენი შეუერთდა ერაყს, იორდანიასა და ეგვიპტეს არაბული თანამშრომლობის საბჭოს ჩამოყალიბებაში. ეს ორგანიზაცია ნაწილობრივ შეიქმნა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დაარსების საპასუხოდ და მიზნად ისახავდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინტეგრაციის გაღრმავებას მის წევრებს შორის[6]. გაერთიანების შემდეგ, იემენის რესპუბლიკა გახდა წევრი არაბული თანამშრომლობის საბჭოსი მისი წინამორბედის, იემენის არაბული რესპუბლიკის მაგივრად. სპარსეთის ყურის კრიზისის დაწყებისას არაბული თანამშრომლობის საბჭომ შეინარჩუნა უმოქმედობის მდგომარეობა.
სამხრეთ იემენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიტანეთის ძალებმა სამხრეთ იემენი დატოვეს 1957 წელს ინტენსიური ტერორისტული კამპანიის დაწყებისას. იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას, როგორც ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის შთამომავალს, ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები ბევრ ქვეყანასთან, მაგრამ მას მთავარი კავშირები ჰქონდა საბჭოთა კავშირთან და სხვა კომუნისტურ ქვეყნებთან. უერთიერთობები სამხრეთ იემენსა და არაბეთის ნახევარკუნძულის არაბულ სახელმწიფოებს შორის იყო დაძაბული. მას ჰქონდა სამხედრო შეტაკებები საუდის არაბეთთან 1969-სა 1973 წელს. ასევე, იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა აქტიურ მხარდაჭერას უწევდა დოფარის აჯანყებას ომანის სასულთნოს წინააღმდეგ. სახმრეთ იემენი იყო ერთადერთი არაბული სახელმწიფო, რომელმაც ხმა მისცა სპარსეთის ყურის ახალი არაბული სახელმწიფოების აღიარების წინააღმდეგ გაეროსა და არაბთა ლიგაში. იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა უწევდა მატერიალურ დახმარებას სხვადასხვა საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებს.
გაერთიანებული იემენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპარსეთის ყურის კრიზისმა უარყოფითი ეფექტი იქონია იემენის საგარეო პოლიტიკაზე. როგორც წევრი გაეროს უშიშროების საბჭოსი 1990 და 1991 წლებში, იემენი თავს იკავებდა ამ საბჭოს ზოგიეირთ იმ რეზოლუციაზე, რომლებიც ეხებოდა ერაყსა და ქუვეითს, ხოლო ხმა მისცა „ძალის გამოყენების რეზოლუციის“ წინააღმდეგ. დასავლეთისა და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები ამაზე რეაგირებდნენ შეზღუდვით, დახმარების პროგრამებისა და დიპლომატიური ურთიერთობების მოხსნით. ბოლოს 850 000 იემენელი დაბრუნდა საუდის არაბეთიდან და სპარსეთის ყურიდან.
ქუვეითის ლიბერალიზაციის შემდეგ, იემენმა გააგრძელა მაღალი დონის კონტაქტების შენარჩუნება ერაყთან. ეს კი ხელს უშლიდა მის მცდელობას არაბულ გაბატონებულ ტენდენციებს შეერთებოდა და ქმნიდა შემაკავებელ ჯებირებს მის უახლოეს მეზობლებთან. 1993 წელს იმენმა დაიწყო წარუმატებელი, შეურაცხმყოფელი დიპლომატია, რათა აღედგინა ურთიერთობები სპარსეთის ყურის მეზობლებთან. ზოგიერთი დაზარალებული მეზობელი აქტიურიად ეხმარებოდა სამხრეთს 1994 წლის სამოქალაქო ომის დროს. მას შემდეგ, რაც ეს კონფლიქტი დამთავრდა, დიპლომატიურ ფრონტზე ხელშესახები პროგრესი იქნა მიღწეული ნორმალური ურთიერთობების აღდგენაში იემენის მეზობლებთან. ომან-იემენის საზღვარი ოფიციალურად განისაზღვრა. 2000 წლის ზაფხულში იემენმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს საერთაშორისო საზღვრის ხელშეკრულებას, რაც აგვარებდა 50 წლიან უკმაყოფილებას საზღვრის მდებარებოასთან დაკავშირებით ამ ორ ქვეყანას შორის. იემენმა, ასევე, მოაგვარა ერიტრეასთან უკმაყოფილება ჰანიშის კუნძულებთან დაკავშირებით 1998 წელს.
ურთიერთობები ქვეყნების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკის შეერთებული შტატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრადიციულად, იემენის ურთიერთობები აშშ-სთან იყო ცივი, სამხედრო კავშირის, კომერციული ურთიერთობებისა და ორმხრივი ურთიერთობების დამყარების იემენის პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. ჯორჯ უოლკერ ბუშის ადმინისტრაციის ადრეულ წლებში ურთიერთობები გაუმჯობესდა ტერორთან ბრძოლის ლოზუნგის ქვეშ, თუმცა იემენის სუსტმა პოლიტიკამ ძებნაში მყოფ ტერორისტებთან დაკავშირებით შეაფერხა დამატებითი ამერიკული დახმარება[7].
ერიტრეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წელს ერიტრესა და იემენს შორის იყო კონფლიქტი ჰანიშის კუნძულების გამო. დღეს ერიტრეას აქვს ნახევარი, ნახევარი - იემენს.
ინდოეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდოეთს აქვს საელჩო სანაში, ხოლო იემენს ნიუ-დელიში.
ირანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირანის ისლამური რევოლუციის ორი დეკადის შემდეგ კავშირი თეირანისა და სანას შორის არასდროს ყოფილა ძლიერი, მაგრამ ბოლო წლებში ამ ორმა ქვეყანამ ცადა განსხვავებების გადალახვა[8]. ამის ერთ-ერთი ნიშანი არის 2003 წლის 2 დეკემბერი, როდესაც იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „იემენი მიესალმება ირანის მოთხოვნას მონაწილეობა მიიღოს არაბულ ლიგაში როგორც დამკვირვებელმა“[9].
თუმცა, ასევე იყო დაძაბული პერიოდებიც ბოლო წლებში, განსაკუთრებულად ირანის მიერ იემენში ჰოუთის აჯანყებულთა მხარდაჭერის გამო[10].
ისრაელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იემენს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან და ორ ქვეყანა შორის დაძაბულობა. ისრაელის პასპორტის მქონე ადამიანებს, ან ისრაელის ბეჭდიანი პასპორტების მფლობელები ვერ შედიან იემენში და იემენი არის განსაზღვრული, როგორც მტერი სახელმწიფო, ისრაელის კანონმდებლობის მიხედვით.
მალაიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალაიზიას აქვს საელჩო სანაში[11], ხოლო იემენს საელჩო აქვს კუალა-ლუმპურში[12].
ომანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომანსა და იემენს, როგორც წესი, აქვთ კარგი ურთიერთობები. ქვეყნებს აქვთ საერთო საზღვარი. ომანიც და იემენიც იყვნენ სპარსეთის იმპერიის ნაწილი, ხოლო შემდეგ ომანიანთა და აბასიანთა სახალიფოს. იემენს აქვს საელჩო მასკატში. ომანი იემენში წარმოდგენილია საელჩოთი სანაში.
პაკისტანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაკისტანს აქვს საელჩო სანში. ბევრი პაკისტანელი მუშაობდა იემენში.
საუდის არაბეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური და დიალექტური მსგავსებისა, დიპლომატიური ურთიერთობები საუდის არაბეთსა და იემენს შორის იყო მტრული, რაც გამოწვეულია სხვადასხვა პოლიტიკური და სასაზღვრო უთანხმოებით[13].
სინგაპური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სინგაპურსა და იემენს ძირითადად აქვთ სოლიდური, კარგი ურთიერთობა. სინგაპური ყურის ქვეყნების გარეთ იემენის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.
სომალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმის მიუხედავად, რომ ურთიერთობები თანამედროვე სომალის ტერიტორიისა და იემენთან სათავეს იღებს ანტიკურობაში, ამ ორმა ქვეყანამ ფორმალურად დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1960 წლის 18 დეკემბერს. ორივე ქვეყანა წევრია არაბული ქვეყნების ლიგისა.
1990-იან წლებში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, იემენის ხელისუფლება ინარჩუნებდა ურთიერთობას სომალის ახალდამყარებულ გარდამავალ ეროვნულ მთავრობასთან და მის შთამომავალ გარდამავალ ფედერაციულ მთავრობასთან. ამ უკანასკნელის 2012 წლის აგვისტოს დამყარების შემდეგ იემენის ხელისუფლება აგრძელებდა სომალის მთავრობის მხარდაჭერას, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხრივ[14].
სომალს აქვს საელჩო იემენში დიპლომატიური მისიით, რომელსაც უძღვება ელჩი ისმაილ ქასიმ ნაჯი[15]. იემენს ასევე აქვს საელჩო მოგადიშოში[16].
წმინდა საყდარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა საყდართან იემენმა დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები 1998 წელს[17].
ჯიბუტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ურთიერტობები იემენსა და ჯიბუტის შორის არის ძალიან კარგი და თანამშრომლობა ხდება ბევრ დონეზე[18]. ამ ორ ქვეყანას შორის განიხილება სახმელეთო გზის მშენებლობა[19].
საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იემენი არის გაერთიანებული ერების (გაერო) და შემდეგი გაეროს პარტნიორებისა და სპეციალური სააგენტოებისა[20]:
- გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
- სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
- სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი
- შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
- საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია
- საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი
- გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია
- გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია
- გაეროს უმაღლესი კომისარი ლტოვილთა საკითხებში
- გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია
- მსოფლიო საფოსტო კავშირი
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
იემენი წევრია შემდეგი ორგანიზაციებისა[20]:
- ეკონომიკური და სოციალური განვითარების არაბული ფონდი
- არაბული სავალუტო ფონდი
- არაბული ეკონომიკური ერთობის საბჭო
- ჯგუფი 77
- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
- რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
- სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
- თავისუფალი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ხელმომწერი)
- კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია
- წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარ-მთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია
- საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი
- ისლამური განვითარების ბანკი
- არაბული ქვეყნების ლიგა
- მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტო
- ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაცია
- ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია
- მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია
- მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Long, David E.; Reich, Bernard (1995). The government and politics of the Middle East and North Africa. Westview Press (3rd edition). p. 153. ISBN 978-0-8133-2125-7.
- ↑ Text in League of Nations Treaty Series, vol. 67, pp. 384-391.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2017-03-08.
- ↑ Ismael, Tareq Y.; Ismael, Jacqueline S.; Jaber, Kamel Abu (1991). Politics and government in the Middle East and North Africa. University Press of Florida. p. 427. ISBN 978-0-8130-1043-4.
- ↑ http://www.nationsencyclopedia.com/World-Leaders-2003/Yemen-FOREIGN-POLICY.html#ixzz1ZMt9GQKP
- ↑ Dresch, Paul (2000). A history of modern Yemen. Cambridge University Press. p. 181. ISBN 978-0-521-79482-4.
- ↑ Sharp, Jeremy M. Yemen: Background and U.S. Relations (RL34170, PDF). Congressional Research Service (January 22, 2009). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
- ↑ Iran and Yemen sign seven documents for cooperation დაარქივებული 2019-12-22 საიტზე Wayback Machine. , Payvand's Iran News, 2003-05-16.
- ↑ Yemen supports giving Iran the observer seat at the AL დაარქივებული 2008-07-25 საიტზე Wayback Machine. , ArabicNews.com, 2003-03-12
- ↑ Yemen hints it may cut relations with Iran დაარქივებული 2012-02-22 საიტზე Wayback Machine. . Al Bawaba. September 1, 2009.
- ↑ "Official Website of Embassy of Malaysia, Sana'a" დაარქივებული 2014-01-13 საიტზე Wayback Machine. . Ministry of Foreign Affairs, Malaysia. Retrieved 13 January 2014.
- ↑ "Embassy of Yemen in Kuala Lumpur" დაარქივებული 2014-01-12 საიტზე Wayback Machine. . Embassy Vietnam. Retrieved 13 January 2014.
- ↑ Republic of Yemen Landmine Impact Survey (Greg Haugan. Mine Action Information Center)[1]
- ↑ "Communiqué on Secretary-General's Mini-Summit on Somalia". United Nations. Retrieved 7 August 2013.
- ↑ Hussein, Adnan (21 January 2013). "Mohamud's visit to United States opens door to further diplomatic success". Sabahi. Retrieved 7 August 2013.
- ↑ Villelabeitia, Ibon (19 August 2011). "Turkish PM to set up Somali embassy" დაარქივებული 2015-10-04 საიტზე Wayback Machine. . Reuters. Retrieved 7 August 2013.
- ↑ Cardinale, Gianni (January/February 2006). A Catholic bishop in the cradle of Islam დაარქივებული 2007-10-23 საიტზე Wayback Machine. . 30 Days.
- ↑ Yemen, Djibouti talk on cooperation in energy field. Saba News Agency. October 13, 2009.
- ↑ Proposed Yemen–Djibouti causeway strategically important – expert. Zawya. August 12, 2007.
- ↑ 20.0 20.1 Country profile: Yemen. Library of Congress Federal Research Division (August 2008).