ნეპალის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც ნეპალს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

ნეპალის საგარეო ურთიერთობები საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ისტორიულად ნეპალის საგარეო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების უფლება პრემიერ-მინისტრის ოფისს ჰქონდა. ნეპალი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა და ორ მასზე დიდ და გაცილებით ძლიერ სახელმწიფოს შორის მოქცეული სახელმწიფო ცდილობს კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოს როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ისე ინდოეთთან.[1] ნეპალის მთავრობების პრიორიტეტი ჩინეთთან, ინდოეთთან და აშშ-სთან ურთიერთობებია. ინდოეთსა და ნეპალს შორის ურთიერთობებზე დიდი გავლენა იქონია 2015 წლის ნეპალის ბლოკადამ ინდოეთის მომხრე და ნეპალის მოწინააღმდეგეთა მიერ. ნეპალის მთავრობამ ინდოეთს ნეპალის სამხრეთ საზღვართან ეთნიკური ინდიელების „რუსეთი-უკრაინა“ ტაქტიკით ამხედრებაში დასდო ბრალი. ინდოეთმა მაშინვე უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ამბოხი მადჰესების მიერ იყო მოწყობილი.[2] ნეპალი ძირითადად ინარჩუნებს მიუმხრობლობის პოლიტიკას და მეზობელ და მსოფლიოს სახელმწიფოების დიდ ნაწილთან მეგობრული ურთიერთობები აქვს. ნეპალისთვის მნიშვნელოვანია ისეთ საერთაშორისო ეკონომიკურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა, როგორებიცაა: აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაცია.

კონსტიტუციის მიხედვით ნეპალის საგარეო პოლიტიკის გატარებისას ხელმძღვანელობენ „გაერთიანებული ერების ქატრიის პრინციპებით, მიუმხრობლობის, მშვიდობიანი თნააარსებობის ხუთი პრინციპით, საერთაშორისო სამართლისა და მსოფლიო მშვიდობის ღირებულებებით“. პრაქტიკაში საგარეო პოლიტიკა არ არის მიმართული საერთაშორისო გავლენის მოხდენაზე. საგარეო პოლიტიკა მეტწილად ავტონომიის დაცვასა და შიდა ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზეა მიმართული.

ნარკოტიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალის საელჩო ვაშინგტონში

მარიხუანას უკანონო წარმოება ნარკოტიკების შიდა და საერთაშორისო ბაზრებისთვის საერთაშორისო პრობლემადაა მიიჩნეული. ზოგიერთი ვარაუდით, ნეპალი შეიძლება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და პაკისტანიდან ნარკოტიკული საშუალებების სატრანზიტო წერტილი იყოს.[3]

საერთაშორისო ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის 11 სექტემბრიდან ნეპალი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია,[4] ხოლო 2017 წლის 24 იანვარს მსო-ის წევრი 108-ე სახელმწიფო გახდა, რომელმაც ვაჭრობის ფასილიტაციის შეთანხმებას მოაწერა ხელი.[5]

ორმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ახლო ურთიერთობებისა, ინდოეთისა და ნეპალის ურთიერთობები სასაზღვრო, გეოგრაფიული, ეკონომიკური დავებითა და ძლიერი-სუსტი სახელმწიფოს ურთიერთობისთვის შესაბამისი პრობლემებით ხასიათდება. 1950 წელს ნიუ-დელისა და კატმანდუს შორის მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეკრულება დაიდო, რომელსაც უშიშროების შესახებ დოკუმენტები მოჰყვა, რომლებშიც ორ სახელმწიფოს შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პირობები იყო მოცემული. სახელმწიფოებს შორის დაიდო შეთანხმება ორმხრივი ვაჭრობისა და ინდოეთის გავლით ტრანზიტული ვაჭრობის შესახებ. ინდოეთსა და ნეპალს შორის ურთიერთობებამ ყველაზე დაბალ დონეს 1989 წელს მიაღწია, როდესაც ინდოეთმა ნეპალს 13 თვიანი ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ნეპალს 2014 წელს ეწვია, პირველად ბოლო 17 წლის მანძილზე.

PM meeting the Prime Minister of Nepal, Mr. Sher Bahadur Deuba, at Hyderabad House, in New Delhi on April 02, 2022.
ინდოეთისა და ნეპალის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ნიუ-დელიში, 2022 წლის 2 აპრილი

2015 წელს ინდოეთ-ნეპალის საზღვრის ბლოკადამ დიდი გავლენა იქონია ურთიერთობებზე. ბლოკადას ეთნიკური ჯგუფები უძღოდნენ, რომლებიც ნეპალის მიერ შემუშავებულ ახალ კონსტიტუციას არ ეთანხმებოდნენ.[6] ნეპალის მთავრობამ ინდოეთს წინასწარგანზრახულად ემბარგოს გაუარესებაში დასდო ბრალი, თუმცა ინდოეთმა ბრალდება უარყო.[6]

2015 წლის კატმანდუს მიწისძვრის დროს ინდოეთმა ნეპალს 1 მილიარდი ამერიკული დოლარი გადაურიცხა და ოპერაცია მაიტრი წამოიწყო.[7]

ბანგლადეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანგლადეშსა და ნეპალს კარგი ურთიერთობები აქვთ, რამდენადაც ნეპალისთვის ბანგლადეში ზღვაზე წვდომის მთავარი საშუალებაა, რაც პოტენციური ტრანზიტიცა და სავაჭრო ობიექტების განვითარებისა და ინდოეთსა და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ნეპალმა ბანგლადეშის დამოუკიდებლობა 1972 წლის იანვარში აღიარა.[8]

ნეპალის საელჩო ოტავაში

ბჰუტანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალსა და ბჰუტანს შორის ურთიერთობები 1983 წელს ჩამოყალიბდა. 1992 წლიდან ნეპალსა და ბჰუტანს შორის ურთიერთობები დაიძაბა ბჰუტანელების რეპატრიაციის შემდეგ.[9]

სამხრეთი კორეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1974 წლის 15 მაისს დამყარდა.[10] ნეპალის საელჩო სეულში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო ― კატმანდუში.

ევროპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიასა და ნეპალს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1967 წლის 15 დეკემბერს დამყარდა. 1992 წლიდან 2017 წლამდე კატმანდუში დანიის საელჩო, ხოლო 2017 წლიდან გენერალური საკონსულო მდებარებს.[11] 2007 წლიდან ნეპალის საელჩო კოპენჰაგენში მდებარეობს.[12][13]

ფინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინეთსა და ნეპალს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1955 წლის 30 აგვისტოს დამყარდა. ფინეთის საელჩო კატმანდუში მდებარეობს, ხოლო ნეპალი ფინეთში კოპენჰაგენში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.

საფრანგეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთსა და ნეპალს შორის ოფიციალური ურთიერთობები 1949 წლის 20 აპრილს დამყარდა.[14][15] ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა 1981 წლის თებერვალში დაიწყო. ნეპალის საელჩო პარიზში, ხოლო საფრანგეთის საელჩო კატმანდუში მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. China is Our 'All Weather Friend', Says Nepal Prime Minister KP Sharma Oli.
  2. Pokharel, Krishna (2015-11-26). „The Two-Month Blockade of Nepal Explained“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: 2022-05-05.
  3. Nepal. Central Intelligence Agency (US) (4 March 2022).
  4. WTO, WTO Ministerial Conference approves Nepal’s membership, 11 September 2003, accessed 25 January 2017
  5. Nepal ratifies the Trade Facilitation Agreement, 24 January 2017
  6. 6.0 6.1 „UN: Nepal blockade puts millions of children at risk“ (ინგლისური). BBC News. 30 November 2015. ციტირების თარიღი: 25 December 2015.
  7. „India announces $1 billion aid for rebuilding Nepal“. The Economic Times. ციტირების თარიღი: 24 April 2021.
  8. „Bangladesh Gains in Favor“. Sarasota Herald-Tribune. Sarasota, Florida, US. United Press International. 17 January 1972 – წარმოდგენილია Google News-ის მიერ.
  9. Country Profile: Nepal. Federal Research Division, Library of Congress (November 2005). ციტირების თარიღი: November 5, 2020
  10. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Asia Pacific ko. Mofa.go.kr. ციტირების თარიღი: 2015-08-12
  11. Embassy closure does not mean stopping support to Nepal. ციტირების თარიღი: 2020-08-26
  12. Danish Embassy in Kathmandu, Nepal. Ministry of Foreign Affairs of Denmark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 1 November 2010
  13. Nepalese Embassy in Copenhagen, Denmark. Ministry of Foreign Affairs of Nepal. ციტირების თარიღი: 1 November 2010
  14. 5 Facts About Nepal's UN Membership en-US. ციტირების თარიღი: 8 October 2021
  15. Nepal and France have a long lasting and historical relationship en. ციტირების თარიღი: 8 October 2021