თურქმენეთის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც თურქმენეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

თურქმენეთის მიერ „მუდმივი ნეიტრალიტეტის“ გამოცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ფორმალურად 1995 წელს აღიარა. თურქმენეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიაზოვმა აღნიშნა, რომ ნეიტრალიტეტი თურქმენეთს მრავალეროვნულ თავდაცვით ორგანიზაციებში გაწევრიანებისგან დაიცავს, თუმცა სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს. ნეიტრალურ საგარეო პოლიტიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის კონსტიტუციაში. მართალია თურქმენეთის მთავრობა აშშ-სთან და თურქეთთან ვაჭრობასა და ექსპორტს ამჯობინებს, მაგრამ ქვეყნის უმსხვილესი კომერციული პარტნიორი ჩინეთია, რომელიც თურქმენეთისგან ბუნებრივი აირის დიდ რაოდენობას ყიდულობს ცენტრალური აზია-ჩინეთის გაზსადენით. თურქმენეთს მნიშვნელოვანი კომერციული ურთიერთობები აქვს რუსეთთან და ირანთან. იზრდება ავღანეთთან ვაჭრობის მასშტაბები.

საერთაშორისო დავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელს „კასპიის ზღვის კონვენციაზე“ ხელის მოწერით კასპიის ზღვაში სასაზღვრო დავა მხოლოდ ნაწილობრივ გადაწყდა. თურქმენეთსა და უზბეკეთს წყლების განაწილებასთან დაკავშირებით აქვთ დავა. თურქმენეთს გრძელი საზღვარი აქვს ავღანეთთან, რომელიც ჰეროინისა და ოპიუმის მწარმოებელია. შედეგად თურქმენეთის წყლების გავლით დიდი მოცულობით ნარკოტიკები გააქვთ ევროპისა და რუსეთის სარფიან ბაზრებზე.

ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ბარაკ და მიშელ ობამასთან ერთად 2009 წელს

თურქმენეთი შემდეგი ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ისლამური განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია.

თურქმენეთს მუდმივი წარმომადგენლები ჰყავს გაერთიანებული ერების ოფიცებში ნიუ-იორკში, ვენასა და ჟენევაში.

ორმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზბეკეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორივე სახელმწიფო საბჭოთა კავშირში შედიოდა. თურქმენეთის საელჩო ტაშკენტში 1996 წელს გაიხსნა, ხოლო უზბეკეთის საელჩო აშხაბადშია 1995 წელს გახსნეს. 1990-იან წლებში თურქმენეთსა და უზბეკეთს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ, რაც მეტწილად ეთნიკური კონფლიქტებითა და სასაზღვრო დავებით იყო გამოწვეული. 2007 წლის ოქტომბერში პრეზიდენტი ქარიმოვი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია თურქმენეთს, ხოლო თურქმენეთის ახალი პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი უზბეკეთს 2008 წლის მარტში ეწვია,[1] რამაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარებაზე დადებითად იმოქმედა.

არაბთა გაერთიანებული საამიროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი თურქმენეთში

ორივე სახელმწიფოს საელჩოები მოკავშირე ქვეყნის დედაქალაქში აქვს განლაგებული. თურქმენეთს საკონსულო აქვს დუბაიში. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თურქმენეთში სამომხმარებლო საქონელი და საკვები პროდუქტები შეაქვთ. კასპიის ზღვის სანაპიროზე ნავთობის მომპოვებელი სამი კონცესიიდან ერთ-ერთს Dragon Oil ფლობს, რომელიც მთლიანად Emirates National Oil Company-ს მფლობელობაშია. თურქმენული TAPI Pipeline Company-ის საერთაშორისო ოფისი დუბაიში მდებარეობს.

თურქეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 27 ოქტომბერს თურქეთი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც თურქმენეთი აღიარა.[2][3] თურქმენეთს საელჩო ანკარაში აქვს, ხოლო თურქეთის საელჩო აშხაბადში მდებარეობს. ორივე სახელმწიფო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. 2019 წელს თურქეთსა და თურქმმენეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 1.35 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. თურქმენეთიდან ექსპორტის მაჩვენებელი 601 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 745 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრიდა.[4] 2013 წელს 600-ზე მეტი თურქული კომპანია თურქმენეთში 1270 საინვესტიციო პროექტს ახორცილებდა, რომელთაგან 1200 პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიარდ აშშ დოლარს უდრიდა.[5] ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის შედეგად განხორციელებული პროექტების მიხედვით თურქმენეთის თურქეთის უპირველესი პარტნიორია ცენტრალურ აზიაში.[6]

სამხრეთი კორეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი ხამენეისა და გურბანგული ბერდიმუჰამედოვის შეხვედრა 2015 წელს

თურქმენეთსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 7 თებერვალს დაიწყო. თურქმენეთის საელჩო სეულში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეას საელჩო აშხაბადში აქვს.[7][8] სამხრეთკორეულმა ფირმებმა, როგორებიცაა ჰიუნდაი და LG, თურქმენეთში სამრეწველო ქარხნების მშენებლობის კონტრაქტები მოიპოვეს.

რუსეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის საელჩო აშხაბადში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო თურქმენბაშში.[9][7] თურქმენეთის საელჩო მოსკოვშია განლაგებული.[10][8]

რუსეთიდან თურქმენეთში ძირითადად ლითონები, დანადგარები და მოწყობილობები, საკვები პროდუქტები და სოფლის მეურნეობის ნედლეული შეაქვთ. თურქმენეთიდან რუსეთში ძირითადად ქიმიური პროდუქტები, ტექსტილი, ტექსტილის პროდუქტები, დანადგარები და მოწყობილობები, საწვავი და ენერგოპროდუქტები გააქვთ.[11]

პაკისტანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკისტანსა და თურქმენეთს შორის ფორმალური ურთიერთობები 1992 წლის 10 მაისს დაიწყო. პაკისტანის საელჩო აშხაბადში მდებარეობს, ხოლო თურქმენეთის საელჩო ისლამაბადშია განლაგებული. 2001 წელს, თურქმენეთის დამოუკიდებლობსი 10 წლისთავის აღსანიშნავად პაკისტანმა თურქმენეთის დროშიანი საფოსტო მარკები გამოუშვა.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Президент Туркменистана находится с визитом в Узбекистане ru. ციტირების თარიღი: 2020-12-23
  2. Relations between Turkey and Turkmenistan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
  3. STATES WITH WHICH TURKMENISTAN ESTABLISHED DIPLOMATIC RELATIONS.
  4. Economic Relations between Turkey and Turkmenistan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
  5. Turkmenistan, Turkey discuss development of bilateral relations. ციტირების თარიღი: 10 November 2015
  6. Ministry of Foreign Affairs (Turkey). Relations between Turkey and Turkmenistan. ციტირების თარიღი: 10 November 2015
  7. 7.0 7.1 DIPLOMATIC REPRESENTATIONS OF FOREIGN STATES AND INTERNATIONAL ORGANIZATIONS ACCREDITED IN TURKMENISTAN.
  8. 8.0 8.1 DIPLOMATIC MISSIONS AND CONSULAR OFFICES OF TURKMENISTAN ABROAD.
  9. Russian Embassy in Turkmenistan დაარქივებული 2009-06-24 საიტზე Wayback Machine.
  10. Turkmenistan Embassy in Russia
  11. Торгово-экономическое сотрудничество. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-02. ციტირების თარიღი: 2014-12-23
  12. 10th Anniversary of Independence of Turkmenistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 5 January 2019