კამბოჯის საგარეო ურთიერთობები
კამბოჯას დიპლომატიური ურთიერთობები მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოსთანა ქვს დამყარებული, მათ შორის: აშშ-თან, გაერთიანებულ სამეფოსთან და საფრანგეთთან, ისევე, როგორც მის აზიურ მახლობელ და მეზობელ სახელმწიფოებთან: ჩინეთთან, ინდოეთთან, ვიეტნამთან, ლაოსთან, სამხრეთ კორეასთან და ტაილანდთან. კამბოჯა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სპეციალიზებული სააგენტოების, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. კამბოჯა გაწევრიანებულია აზიის განვითარების ბანკში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. 2005 წელს კამბოჯა აღმოსავლეთ აზიის სამიტის პირველ შეხვედრას დაესწრო. კამბოჯა გაწევრიანებულია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასა და წყნარი ოკეანის ალიანსშიც.
საერთაშორისო დავები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამბოჯა ოფშორულ კუნძულებთან და ვიეტნამის საზღვართან დაკავშირებით საერთაშორისო დავებშია ჩაბმული. საზღვაო საზღვარი კამბოჯასა და ვიეტნამს შორის ზუსტად არ არის დადგენილი. კამბოჯასა და ტაილანდს შორის საზღვრის ნაწილი დაუდეგენია. ზუსტად არ არის განსაზღვრული ამ სახელმწიფოებს შორის საზღვაო საზღვარიც.
ნარკოტიკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამბოჯა ოქროს სამკუთხედის ჰეროინის სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს. ნარკოტიკებთან დაკავშირებული კორუფცია მთავრობის, სამხედრო და საპოლიციო უწყების დონეზეა გავრცელებული. კამბოჯა მცირე მასშტაბით ოპიუმის, ჰეროინისა და ამფეტამინის წარმოების ცენტრიც შეიძლება იყოს. კამბოჯა საერთაშორისო ბაზარზე მარიხუანის დიდი მწარმოებელია.[1]
ორმხრივი ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აფრიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგვიპტე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამბოჯასა და ეგვიპტეს შორის ფორმალური ურთიერთობები 1953 წელს დაიწყო. კამბოჯის საელჩო კაიროში მდებარეობს, ხოლო ეგვიპტე კამბოჯაში ბანგკოკში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული.
ამერიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანადა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანადასა და კამბოჯას შორის ფორმალური ურთიერთობები 1991 წლსი 25 ნოემბერს დაიწყო. კანადის საელჩო ბანგკოკში მდებარეობს, საიდანაც კამბოჯაშია აკრედიტებული, ხოლო ოფისი პნომ-პენშია განლაგებული. კამბოჯა კანადაში გაერთიანებული ერების ნიუ-იორკის მუდმივი მისიითაა წარმოდგენილი. 1980-1992 წლებში კანადამ 18 602 კამბოჯელი ლტოლვილი მიიღო.[2] 2013 წელს კანადასა და კამბოჯას შორის ორმხრივმა ვაჭრობის მოცულობამ 700 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. კანადა კამბოჯის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პარტნიორია.
კუბა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუბასა და კამბოჯას შორის ურთიერთობები 1960 წლის 15 აპრილს დამყარდა. კუბის საელჩო პნომ-პენში მდებარეობს, ხოლო კამბოჯის ― ჰავანაში.
მექსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მექსიკასა და კამბოჯას შორის ურთიერთობები 1976 წლის სექტემბერში დაიწყო. კამბოჯა მექსიკაში ვაშინგტონში მდეაბრე საელჩოთია აკრედიტებული.</ref>[3] მექსიკა კამბოჯაში ჰანოიში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული.[4]
აშშ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცივი ომის დროს კამბოჯასა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობები იყო, რომელიც ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა. კამბოჯის საელჩო ვაშინგტონში მდებარეობს, ხოლო აშშ-ის ― პნომ-პენში.
Gallup-ის 2011 წლის გამოკითხვის მიხედვით, ობამას ადმინისტრაციის საქმიანობა კამბოჯელთა 68%-მა მოიწონა, ხოლო 8%-ს არ მოეწონა. ობამას კაბინეტის საქმიანობისადმი დადებითი განწყობის მხრივ ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია აზია-წყნარი ოკეანის სახელმწიფოებს შორის.[5] 2012 წელს ბარაკ ობამა ისტორიაში აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც კამბოჯას ეწვია.
აზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამბოჯასა და იაპონიას შორის ურთიერთობები 1603 წელს დაიწყო. კამბოჯის გემები ნაგასაკის პორტში შედიოდნენ სავაჭროდ.[6] იაპონიის საელჩო პნომპენში მდებარეობს, ხოლო კამბოჯის საელჩო ტოკიოშია განლაგებული. კამბოჯაში იაპონურ ინვესტიციებს შორისაა პნოპმენის კომერციული ბანკი, Hyundai Switzerland-ისა და იაპონური SBI Group-ის ერთობლივი წამოწყება, რომელიც 2008 წელს გაიხსნა. 2006 წელს იაპონიისა და კამბოჯის მთავრობებს შორის დაიდო შეთანხმება, რომელიც იაპონიის მხრიდან 59 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარების პროგრამის განხორციელებას გულისხმობს. იაპონიის მთავრობა კამბოჯას მნიშვნელოვნად ეხმარება განაღმვისა და განათლების საკითხებში.[7][8]
ბრუნეი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრუნეისა და კამბოჯას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა.[9] ბრუნეის საელჩო პნომ-პენში, ხოლო კამბოჯის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში მდებარეობს.[9] სახელმწიფოები ვაჭრობის, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობენ.
მონღოლეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამბოჯასა და მონღოლეთს შორის ურთიერთობები 1960 წლის 11 ნოემბერს დაიწყო.[10] მონღოლეთი კამბოჯაში ვიენტიანში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული, ხოლო კამბოჯა მონღოლეთში პეკინში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.
ჩრდილოეთი კორეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამბოჯასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები 1964 წლის 28 დეკემბერს დამყარდა.[11] ჩრდილოეთ კორეის საელჩო პნომპენში მდებარეობს, ხოლო კამბოჯის საელჩო ― ფხენიანში.
ლაოსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამბოჯის საელჩო ვიენტიანში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო პაქსეში. ლაოსის საელჩო პნომპენში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო ― სტრინგ-ტრენგში.
ავსტრალია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავსტრალიასა და კამბოჯას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1952 წელს დამყარდა. 1955 წელს პნომპენში ავსტრალიის პირველი წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნა. კამბოჯის საელჩო კანბერაში მდებარეობს. 2020 წელს ავსტრალიასა და კამბოჯას შორის ვაჭრობის მოცულობა 432 მილიონ ავსტრალიურ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 21.6%-ით მეტია.
დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Path Kosal, "Introduction: Cambodia's Political History and Foreign Relations, 1945-1998" pp 1–26
- Acharya, Amitav. The Making of Southeast Asia: International Relations of A Region (Cornell UP, 2012)
- Chandler, David. The Tragedy of Cambodian History: Politics, War, and Revolution since 1945 (Yale UP, 1991)
- Ciorciari, John D. "Cambodia in 2019: Backing Further into a Corner." Asian Survey 60.1 (2020): 125–131. online
- Clymer, Kenton. Troubled Relations: The United States and Cambodia since 1870 (Northern Illinois UP, 2007).
- Leighton, Marian Kirsch. "Perspectives on the Vietnam-Cambodia border conflict." Asian Survey 18.5 (1978): 448–457. online
- Leng, Thearith. "2016: A Promising Year for Cambodia?." Southeast Asian Affairs (2017): 133–146. online
- Morris, Stephen J. Why Vietnam invaded Cambodia: Political culture and the causes of war (Stanford University Press, 1999).
- Peou, Sorpong. "Cambodia in 2018: a year of setbacks and successes." Southeast Asian Affairs 2019.1 (2019): 104–119. online
- Richardson, Sophie. China, Cambodia and the Five Principles of Peaceful Coexistence (Columbia UP, 2010)
- Smith, Roger. Cambodia's Foreign Policy (Cornell UP, 1965).
- Un, Kheang, and Jing Jing Luo. "Cambodia in 2019: Entrenching One-Party Rule and Asserting National Sovereignty in the Era of Shifting Global Geopolitics." Southeast Asian Affairs 2020.1 (2020): 117–134. online
- Westad, Odd Arne, and Sophie Quinn-Judge, eds. The third Indochina war: conflict between China, Vietnam and Cambodia, 1972-79 (Routledge, 2006).
- Womack, Brantly. "Asymmetry and systemic misperception: China, Vietnam and Cambodia during the 1970s." Journal of Strategic Studies 26.2 (2003): 92-119 online.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ministry of Foreign Affairs and International Cooperation
- US Department of State: Foreign relations with Southeast Asia 1961–63
- Foreign relations between Cambodia and Germany
- Japan-Cambodia Relations
- List of foreign embassies in Cambodia
- Foreign relations between Cambodia and Australia
- AsiaSociety: essays relating to the development of Cambodia
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cambodia Office. ციტირების თარიღი: 31 August 2021
- ↑ JOY, AMANDA. „Cambodian Canadians“. The Canadian Encyclopedia (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-11-03.
- ↑ Relations between Mexico and Vietnam and Cambodia (in Spanish)
- ↑ Embassy of Mexico in Vietnam
- ↑ U.S. Leadership Approval Ratings Top China's in Asia Gallup
- ↑ RAVINA, M. (2015). Tokugawa, Romanov, and Khmer: The Politics of Trade and Diplomacy in Eighteenth-Century East Asia. Journal of World History, 26(2), 269–294.
- ↑ Information Bulletin issued by Royal Embassy of Cambodia in Washington D.C. (March 22, 2006).
- ↑ Antara News. Antara.co.id (1 January 1970). ციტირების თარიღი: 19 September 2011
- ↑ 9.0 9.1 Brunei-Cambodia Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 February 2014. ციტირების თარიღი: 5 February 2014.
- ↑ List of states with diplomatic relations (27 October 2011). ციტირების თარიღი: 6 September 2015
- ↑ Wertz, Daniel; Oh, JJ; Kim, Insung (August 2016) Issue Brief: DPRK Diplomatic Relations. The National Committee on North Korea, გვ. 8.