მალაიზიის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც მალაიზიას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

მალაიზია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური წევრია, მათ შორის: ერთა თანამეგობრობის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და მიუმხრობლობის მოძრაობის. ბოლო წლებში რეგიონული თანამშრომლობის აქტიური მხარდამჭერია.

საერთაშორისო ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაიზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციისა და ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის (ამჟამად ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია) დამფუძნებელი წევრია.[1][2] შედის მიუმხრობლობის მოძრაობაშიც.[3] 2005 წელს კუალა-ლუმპურში აღმოსავლეთ აზიის პირველი სამიტი გაიმართა.[4] როგორც ბრიტანეთის ყოფილი კოლონია, მალაიზია ერთა თანამეგობრობის წევრიცაა.[5]

მალაიზია გაერთიანებული ერების რამდენიმე სპეციალური სააგენტოს წევრია, მათ შორისაა: იუნესკო, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმება. მალაიზია აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის, განვითარებადი რვა სახელმწიფოს,[6][7][8] აზიის განვითარების ბანკის, ჯგუფი 77-ის, სამხრეთ ცენტრის, ხუთი ძალის თავდაცვითი შეთანხმებების წევრია.[9] 2011 წლის 31 ოქტომბერს მალაიზია ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების წევრი გახდა.[10]

ორმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო და მალაიზიის პრემიერ-მინსიტრი მაჰათჰირ მოჰამადი პუტრაჯაიაში, 9 აგვისტო, 2019

ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაიზიის დროშაჩინეთის დროშა ჩინეთის საელჩი კუალა-ლუმპურში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულოები ჯორჯ-თაუნში, კოტა-კინაბალუსა და კუჩინგშია განლაგებული.[11] მალაიზიის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო საკონსულოები კუნმინგში, გუანჯოუში, შანხაიში, სიანსა და ჰონგ-კონგში.[12] ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს ხელს უწყობს მალაიზიაში მყოფი ჩინური დიასპორა, რომელიც დღეისთვის მეორე უდიდესი ჩინური დიასპორაა მსოფლიოში.[13]

აღმოსავლეთი ტიმორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლიდან მალაიზიელი მშვიდობისმყოფელები აღმოსავლეთ ტიმორში გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდნენ.[14] მალაიზია აღმოსავლეთ ტიმორს მხარს უჭერს ადამიანური რესურსების განვითარებაში.[14] მალაიზია მხარს უჭერს აღმოსავლეთ ტიმორის გაწევრიანებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში. მალაიზიის საელჩო დილიში მდებარეობს,[15] ხოლო აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო კუალა-ლუმპურშია განლაგებული.[16]

იაპონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაიზიასა და იაპონიას შორის სავაჭრო ურთიერთობები XV საუკუნეში მალაკის სასულთნოსა და რიუკიუს სამეფოს დროს დაიწყო. XIX საუკუნეში იაპონელებმა მალაიზიაში მცირე დასახლებები შექმნეს. მიგრაცია XX საუკუნემდე გაგრძელდა, თუმცა იაპონიის იმპერიის გაძლიერებისა და მეორე მსოფლიო ომში მალაიზიაში შეჭრის, ბრიტანული მალაიისა და ბორნეოს ოკუპაციის შემდეგ ურთიერთობები ძალიან გაფუჭდა. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ომსი შემდეგ გაუმჯობესდა.

იაპონიის საელჩო კუალა-ლუმპურში მდებარეობს, გენერალური საკონსულო ― კოტა-კინაბალუში, საკონსულო ოფისი კი ― ჯორჯტაუნშია განლაგებული.[17] მალაიზიის საელჩო ტოკიოში მდებარეობს.[18] ორი ქვეყნის ცნობილ ვიზიტებს შორისაა მალაიზიის მეფის ვიზიტი იაპონიაში 2005 წელს და იაპონიის იმპერატორისა და დედოფლის ვიზიტი მალაიზიაში 2006 წელს. Pew Research Center-ის მიერ 2013 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მალაიზიელთა 80% იაპონელების გავლენას დადებითად აღიქვამს. 2013 წელს მალლაიზია ერთ-ერთ ყველაზე პრო-იაპონურ ქვეყანად დასახელდა.[19]

მიანმარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაიზიასა და მიანმარს შორის დიპალომატიური ურთიერთობები 1957 წლის 1-ელ მარტს დამყარდა. მიანმარის საელჩო კუალა-ლუმპურში მდებარეობს,[20] ხოლო მალაიზიის საელჩო იანგონშია განლაგებული.[21][22][23] ორივე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია და საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2016 წლის ბოლოს როჰინჯების გენოციდის გამო დაიძაბა, მაგრამ დასტაბილურდა ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ.[24]

ქუვეითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების პრეზიდენტისა და მალაიზიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მალაკანიანგის სასახლეში, 7 მარტი, 2019

ქუვეითი და მალაიზია მეტწილად ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობენ. ქუვეითის საელჩო კუალა-ლუმპურში მდებარეობს, ხოლო მალაიზიის საელჩო ელ-ქუვეითშია განლაგებული.[25] 2006 წელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 507 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[26] 2013 წელს სახელმწიფოები განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაზრდაზე შეთანხმდნენ.[27]

ლაოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ საბჭოთა კავშირს ლაოსის განვითარების მხარდაჭერა აღარ შეეძლო.[28] ამან ლაოსს სხვა ქვეყნებისგან დახმარების ძებნისკენ უბიძგა და ნეიტრალური საგარეო პოლიტიკა აირჩია.[28] ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის ათვისების შემდეგ ლაოსმა მალაიზიასთანაც დაამყარა ურთიერთობები.[28] ლაოსის საელჩო კუალა-ლუმპურში, ხოლო მალაიზიის საელჩო ვიენტიანში მდებარეობს. ორივე სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია.

2003 წლისთვის ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა ძალიან ცოტა 2.4 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, რომელიც 2004 წელს 2.7 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. 2009 წელს მალაიზიიდან ლაოსში ექსპორტის მაჩვენებელმა 7.4 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია, ხოლო მალაიზიის ინვესტიციების დონემ 150 მილიონ ამერიკულ დოლარი შეადგინა. 2015 წლისთვის მალაიზია ლაოსში მეორე უმსხვილესი ინვესტორია (ვიეტნამის შემდეგ). ინვესტიციები ჯამური რაოდენობა 430 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრის.[29] 2017 წელს მალაიზიამ და ლაოსმა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის საერთო კომიტეტი შექმნეს და მალაიზიურ კომპანიებს ლაოსში ინვესტირებისკენ მოუწოდეს.[30]

ომანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაიზიასა და ომანს შორის ურთიერთობები ოფიციალურად 1983 წელს დამყარდა.[31] იმავე წელს მალაიზიის საელჩო მასკატში გაიხსნა.[32] ომანის საელჩო კუალა-ლუმპურში 2011 წელს გაიხსნა.[33] 2009 წელს მალაიზიასა და ომანს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ვაჭრობისა და მცირე და საშუალო ზომის საწარომოების კოორდინაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.[34]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Malaysia Ministry of Foreign Affairs
  • Schofield, Clive; Storey, Ian (2005). „Energy Security and Southeast Asia: The Impact on Maritime Boundary and Territorial Disputes“. Harvard Asia Quarterly. 9 (1): 36–46. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2007.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Overview. Association of Southeast Asian Nations. ციტირების თარიღი: 8 November 2007
  2. Member States. Organisation of the Islamic Conference. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 26 October 2010
  3. The Non-Aligned Movement: Member States. Non-Aligned Movement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 5 September 2010
  4. Malaysia Foreign Relations | ASEAN – Australia – New Zealand Free Trade Agreement. Asean.fta.govt.nz (4 December 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 18 September 2010
  5. Commonwealth Secretariat – Member States. Thecommonwealth.org. ციტირების თარიღი: 26 October 2010
  6. List of Member States. United Nations. ციტირების თარიღი: 8 November 2007
  7. Member Economies. Asia-Pacific Economic Cooperation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 5 September 2010
  8. Malaysia. Developing 8 Countries. ციტირების თარიღი: 21 June 2010
  9. Member Countries of South Centre. South Centre. ციტირების თარიღი: 1 July 2017
  10. Parties. Secretariat of the Antarctic Treaty. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 18 November 2011
  11. Embassy of the People's Republic of China in Malaysia. Embassy of China in Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Consulate-General of the People's Republic of China in Penang. Consulate of China in Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Consulate-General of the People's Republic of China in Kota Kinabalu. Consulate of China in Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Consulate-General of the People's Republic of China in Kuching. Consulate of China in Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
  12. Official Website of Embassy of Malaysia, Beijing. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Official Website of Consulate General of Malaysia, Kunming. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Official Website of Consulate General of Malaysia, Guangzhou. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Official Website of Consulate General of Malaysia, Shanghai. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Official Website of Consulate General of Malaysia, Xi'an. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Official Website of Consulate General of Malaysia, Hong Kong. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
  13. Chee-Beng, Tan (1997). „Chinese Identities in Malaysia“. Southeast Asian Journal of Social Science. 25 (2): 103–116. doi:10.1163/030382497X00194. JSTOR 24492399.
  14. 14.0 14.1 STATEMENT BY H.E. AMBASSADOR HUSSEIN HANIFF, PERMANENT REPRESENTATIVE OF MALAYSIA TO THE UNITED NATIONS AT THE SECURITY COUNCIL DEBATE ON THE SITUATION IN TIMOR-LESTE, NEW YORK, 22 FEBRUARY 2012. United Nations. ციტირების თარიღი: 20 November 2013
  15. Official Website of Embassy of Malaysia, Dili. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 27 January 2014
  16. Timor Leste Strengthens South East Asian Relations with New Embassy in Singapore. Gaia Discovery (5 January 2011). ციტირების თარიღი: 20 November 2013
  17. Embassy of Japan in Malaysia. Embassy of Japan in Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Consulate-General of Japan in Penang, Malaysia. Embassy of Japan in Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 18 April 2017
    რჩეული Consular Office of Japan in Kota Kinabalu. Embassy of Japan in Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 18 April 2017
  18. Official Website of Embassy of Malaysia, Tokyo. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 18 April 2017
  19. Japanese Public's Mood Rebounding, Abe Highly Popular en (PDF). Pew Research Center (2013-07-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-14.
  20. Bilateral Relations between Myanmar and Malaysia. Embassy of The Republic of The Union of Myanmar, Kuala Lumpur, Malaysia (5 August 2013). ციტირების თარიღი: 21 November 2013
  21. Official Website of Malaysian Embassy in Yangon. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 6 December 2016
  22. Bilateral Relations between Myanmar and Malaysia. Embassy of The Republic of The Union of Myanmar, Kuala Lumpur, Malaysia (5 August 2013). ციტირების თარიღი: 21 November 2013
  23. Official Website of Malaysian Embassy in Yangon. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 6 December 2016
  24. Aung Kyaw Min. President, military chiefs meet to smooth Myanmar-Malaysia ties. Myanmar Times (6 December 2016). ციტირების თარიღი: 6 December 2016
  25. Official Website of Embassy of Malaysia, Kuwait City. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 28 January 2014
  26. MALAYSIA LURES FOREIGN INVESTORS. Malaysia Today (17 January 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 28 January 2014
  27. Kuwait, Malaysia to strengthen academic cooperation. Kuwait News Agency (5 December 2013). ციტირების თარიღი: 28 January 2014
  28. 28.0 28.1 28.2 Martin Stuart-Fox (28 September 1997). A History of Laos. Cambridge University Press, გვ. 200–. ISBN 978-0-521-59746-3. 
  29. Ralph Jennings. (3 May 2017) Impoverished Laos Shows Resistance To Becoming A Client State Of China. Forbes. ციტირების თარიღი: 12 May 2017.
  30. Opening way for Malaysia-Laos trade. The Star (12 May 2017). ციტირების თარიღი: 12 May 2017.
  31. Muin Abdul Majid. (15 January 2011) Rosmah's visit to boost Oman-Malaysia ties, says diplomat. Bernama. New Straits Times. ციტირების თარიღი: 13 January 2014
  32. History. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 1 March 2017
  33. History. Embassy of the Sultanate of Oman, Kuala Lumpur. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 1 March 2017
  34. The Report: Oman 2010. Oxford Business Group, გვ. 18–. ISBN 978-1-907065-13-2.