ტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც ტაჯიკეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

ტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები ქვეყნის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან ერთად უცხოური ინვესტიციების და რეგიონული უსაფრთხოების შენარჩუნებაზეა დაფუძნებული. 2022 წლისთვის ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიროჯიდინ ასლოვია.

საერთაშორისო ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაჯიკეთი არაერთი საერთაშორისო ორგანზიაციის წევრია, მათ შორისაა: მსოფლიო ბანკი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოება, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია.

ორმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაჯიკეთის საელჩო მოსკოვში

ევროპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდორასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წლის 9 ნოემბერს დამყარდა. ორივე სახელმწიფო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სრული წევრია.[1]

ლიეტუვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიეტუვასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 13 აპრილს დამყარდა. ტაჯიკეთი ლიეტუვაში მინსკში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი. ორივე სახელმწიფოე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.

საბერძნეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთი ტაჯიკეთში მოსკოვში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.[2] ტაჯიკეთი საბერძნეთში ანკარაში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული.

ლატვია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატვიასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 11 მაისს დამყარდა. ტაჯიკეთი ლატვიაში მინსკში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული.[3] ორივე სახელმწიფოე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.

რუმინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუმინეთსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ივლისს დამყარდა.[4] ორივე სახელმწიფო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაჯიკეთის საელჩო ვაშინგტონში

სომხეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ოქტომბერს დამყარდა. სომხეთი ტაჯიკეთში აშხაბადში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო საპატიო საკონსულო დუშანბეში მდებარეობს. ტაჯიკეთი სომხეთში მოსკოვში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი. ორივე სახელმწიფო დამოუკდიებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და დსთ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის წევრია.

აზერბაიჯანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართალია ორივე სახელმწიფო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია, მაგრამ აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური ვაჭრობის მაჩვნებლები დაბალ დონეზეა. 2012 წლის ივლისში აზერბაიჯანში ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის სახელმწიფო ვიზიტით ყოფნისას ტაიჯიკეთის ალუმინის კომპანიამ და აზერბაიჯანულმა კომპანიამ „Azeraluminium“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.[5]

ბჰუტანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰუტანსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2013 წლის 4 იანვარს დამყარდა.[6]

კამბოჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბოჯასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 29 ნოემბერს დამყარდა. კამბოჯას ტაჯიკეთში თურქეთში მდებარე საელჩო წარმოადგენს, ხოლო ტაჯიკეთს კამბოჯისთვის აკრედიტებული საელჩო არ აქვს.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაჯიკეთის საელჩო კიევში

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოს დამყარდა. ტაჯიკეთი საქართველოს ბაქოში მდებარე საელჩოთი ფარავს,[7] ხოლო საქართველოს საელჩო ტაშკენტში მდებარეობს.[8] ორივე სახელმწიფო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.

იაპონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 2 თებერვალს დამყარდა. იაპონიის საელჩო დუშანბეში 2002 წლის იანვარში გაიხსნა, ხოლო ტაჯიკეთის საელჩო ტოკიოში 2007 წლის ნოემბერში გაიხსნა.[9]

ყირგიზეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარსულში ორივე სახელმწიფო საბჭოთა კავშირის წევრი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფოებს წლების მანძილზე დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ. 2021 და 2022 წლებში საზღვართან შეტაკებებიც მოხდა. ლტოლვილებმა და მთავრობის წინაარმდეგ მებრძოლებმა ტაჯიკეთიდან ყირგიზეთის საზღვარი არაერთხელ გადაკვეთეს და ტყვეებიც აიყვანეს.[10]

უზბეკეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზბეკეთის საელჩო დუშანბეში მდებარეობს, ხოლო ტაჯიკეთის საელჩო ტაშკენტშია განლაგებული. ანალიტიკოსების თქმით, უზბეკეთი და ტაჯიკეთი „გამოუცხადებელ ცივ ომში არიან ჩართული“[11] და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი ორმხრივი ურთიერთობები აქვთ.[12] ორივე სახელმწფო ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია.

მონღოლეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონღოლეთსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 აპრილს დამყარდა. მონღოლეთი ტაჯიკეთს ნურ-სულთანში მდებარე საელჩოთი ფარავს. ტაჯიკეთიც მონღოლეთს ნურ-სულთანში მდებარე საელჩოთი ფარავს.

თურქეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაჯიკეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები 1992 წლის 29 იანვარს დამყარდა.[13] თურქეთის საელჩო დუშანბეში მდებარეობს, ხოლო ტაჯიკეთის ― ანკარაში. ორივე სახელმწიფო აზიური თანამშრომლობის დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. 2019 წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა 274 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (ტაიკური ექსპორტი/იმპორტი: 131/143 მილიონი ამერიკული დოლარი).[14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bilateral Affairs.
  2. Embassy of Greece in Russia.
  3. Dates of Establishment and Renewal of Diplomatic Relations | Ārlietu ministrija.
  4. Diplomatic Relations of Romania | Ministry of Foreign Affairs.
  5. „Azerbaijan Intends to Build Oil Refinery in Tajikistan“. he Gazette of Central Asia. Satrapia. 18 July 2012. ციტირების თარიღი: 9 August 2012.
  6. Establishment of diplomatic relations between the Kingdom of Bhutan and the Republic of Tajikistan (25 January 2013). ციტირების თარიღი: 30 April 2021
  7. Საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Home. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-24. ციტირების თარიღი: 2022-11-11.
  8. Საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Home. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-24. ციტირების თარიღი: 2022-11-11.
  9. Ministry of Foreign Affairs (MOFA) of Japan.
  10. Martha Brill Olcott. "Central Asian Neighbors". Kyrgyzstan: a country study (Glenn E. Curtis, editor). Library of Congress Federal Research Division (March 1996). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  11. Stern, David L. (September 1, 2008). „Tajikistan Hopes Water Will Power Its Ambitions“. New York Times. ციტირების თარიღი: 2008-09-01.
  12. Sadykov, Murat (14 March 2013). „Uzbekistan: New Ferghana Railway Plan Tweaks Tajikistan“. Eurasia.net. ციტირების თარიღი: 26 June 2015.
  13. Relations between Turkey and Tajikistan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
  14. Relations between Turkey and Tajikistan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020