შინაარსზე გადასვლა

ისანის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისანი (ტაი. ภาคอีสาน) — რეგიონი ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთში[1], მოიცავს ქვეყნის 20 პროვინციას.

ისანის რეგიონის სატელიტური სურათი
ისანის რეგიონი

ფართობი - დაახლოებით 170 ათასი კვადრატული კილომეტრი. ისანის რეგიონი ესაზღვრება სამხრეთით კამბოჯის, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან - ლაოსს. დასავლეთში, რეგიონს დანარჩენ ქვეყნისგან გამოყოფს ფჰეტჩაბუნის მთიანი ქედი და სონგხრამის მთიანი ქედი. ისანის რეგიონის ძირირთადი ნაწილი დევს კორატის პლატოზე, საშუალო აბსოლუტური სიმაღლით 200 მ. დიდი მდინარეებია — მუნი, ჩი და სონგკხრამი.

რეგიონის კლიმატი ტროპიკულია, ხოლო მთებში — სუბტროპიკული. ისანის რეგიონი ძირითადად დაფარულია ტროპიკული ტყეებით, ტერიტორიების დიდი ნაწილი დაცული რეზერვებია.

ტრადიციული ნიღაბი

ისანის რეგიონის მოსახლეობა 2010 წლისთვის შეადგენდა 19.226.578 კაცს. განსხვავებით დანარჩენი ქვეყნის საერთო დიალექტებისა აქ გავრცელებულია ლაოსური დიალექტი, რომელზეც გავლენას ახდენს ტაილანდური. კამბოჯის საზღვარზე მოსახლეობა საუბრობს კხმერულ ენაზე.[2]

ძირითადი რელიგია - ბუდიზმია.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისანის რეგიონის პროვინციები

ისანის რეგიონი იყოფა 20 პროვინციად.

პროვინცია ტაი.  ადმინისტრაციული ცენტრი მოსახლეობა
(2010)
ფართობი
კმ²
სიმჭიდროვე
კაცი/კმ²
1ამნატჩარენი(อำนาจเจริญ)ამნატჩარენი278 8933 161 88,23
2ბურირამი(บุรีรัมย์)ბურირამი1 265 02010 323 122,54
3ბენგკანი(บึงกาฬ)ბენგკანი 418 5664 305 97,2
4კალასინი(กาฬสินธุ์)კალასინი814 7686 947 117,28
5კჰონკენი(ขอนแก่น)კჰონკენი1 735 09610 886 159,39
6ლეი(เลย)ლეი537 22611 425 47,02
7მაჰასარაკჰამი(มหาสารคาม)მაჰასარაკჰამი817 7785 292 154,53
8მუკდაჰანი(มุกดาหาร)მუკდაჰანი356 3124 340 82,10
9ნაკჰონფხანომი(นครพนม)ნაკჰონფხანომი578 3635 513 104,91
10ნაკჰონრატჩასიმა(นครราชสีมา)ნაკჰონრატჩასიმა2 522 25120 494 123,07
11ნონგბუალამფხუ(หนองบัวลำภู)ნონგბუალამფხუ479 9053 859 124,36
12ნონგკჰაი(หนองคาย)ნონგკჰაი809 4313 027 267,40
13როიეტი(ร้อยเอ็ด)როიეტი1 074 2838 299 129,45
14საკონ-ნაკჰონი(สกลนคร)საკონ-ნაკჰონი932 3159 606 97,06
15სისაკეტი(ศรีสะเกษ)სისაკეტი1 044 9658 840 118,21
16სურინი(สุรินทร์)სურინი1 112 3308 124 136,92
17უბონრატჩატჰანი(อุบลราชธานี)უბონრატჩატჰანი1 735 80315 745 110,24
18უდონტჰანი(อุดรธานี)უდონტჰანი1 280 69611 730 109,18
19ჩაიიაფუმი(ชัยภูมิ)ჩაიიაფუმი953 12412 778 74,59
20იასოტჰონი(ยโสธร)იასოტჰონი479 4534 162 115,20
ჯამში19 226 578168 856113,86

ამ რეგიონში ეკონომიკის საფუძველია — სოფლის მეურნეობა. აქ კლიმატი საშუალებას აძლევს, რომ გაიზარდოს სხვადასხვა ნათესები. ასევე აქ განვითარებულია მეთევზეობა და მეცხოველეობა.

მრეწველობა და ინფრასტრუქტურა აქ ნაკლებად განვითარებულია, ვიდრე დანარჩენ ქვეყანაში.

ისანი არის ტაილანდის ღარიბი რეგიონი. შემოსავლის დონე თითქმის ორჯერ დაბალია ქვეყნის საშუალო ნიშნულისგან, მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.[3]

  1. Klaus Glashoff. Spoken Sanskrit. Spokensanskrit.de. ციტირების თარიღი: 2010-05-02.
  2. Draper, John; Prasertsri, Paweena (2013), "The Isan Culture Maintenance and Revitalisation Programme's multilingual signage attitude survey", Journal of Multilingual and Multicultural Development (Tailor & Francis) 34 (7): 618, , ISSN 0143-4632, http://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/01434632.2013.814659#.Ux1Gkc5UNpV
  3. www.bangkokpost.com/archive/farang-in-laws-add-b8-7bn-to-gdp/438812