იორდანიის საგარეო ურთიერთობები
იორდანიის საგარეო ურთიერთობები პროდასავლური საგარეო პოლიტიკით ხასიათდება. იორდანიას ახლო ურთობები აქვს გაერთიანებულ სამეფოსთან და აშშ-სთან, თუმცა ამ ქვეყნებთან ურთიერთობებზე დიდი გავლენა იქონია სპარსეთის ყურის მეორე ომის დროს იორდანიის ნეიტრალურმა პოზიციამ და ერაყთან ურთიერთობების შენარჩუნებამ. ომის დასრულების შემდეგ იროდანიამ დასავლეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობები მეტწილად გამოასწორა.
1994 წლის 25 ივლისს იორდანიამ ვაშინგტონში ისრაელთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. იორდანიასა და ისრაელს შორის ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას იმავე წლის 26 ოქტომბერს მოეწერა ხელი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი და სახელმწიფო მდივანი უორენ ქრისტოფერიც ესწრებოდნენ. აშშ ისრაელსა და იორდანიას შორის სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რომლის დროსაც მთავარ საკითხებს შორის იყო: წყლის განაწილება და უსაფრთხოება, იორდანიის რიფტული ხეობის განვითარებაში თანამშრომლობა, ინსტრასტრუქტურული პროეტები, სავაჭრო, ფინანსებისა და საბანკო საკითხები.
2013 წელს აშშ-მ დაამტკიცა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგრამა Timber Sycamore, რომელიც იორდანიაში სირიელი აჯანყებულების გაწვრთნასა და შეიარაღებას გულისხმობს.[1]
იორდანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მისი სააგენტოების: სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქტიური წევრია. იორდანი არის მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისლამური თანამშრომლობის საბჭოს, მიუმხრობლობის მოძრაობისა და არაბული ქვეყნების ლიგის წევრი.
ორმხრივი ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელს სრული მშვიდობიანი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს იორდანიასთან 1994 წელს დადებული ისრაელ-იორდანიის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, თუმცა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ზოგჯერ იძაბება. იორდანიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს პალესტინელი ლტოლვილები შეადგნენ, რომლებსაც ისრაელის მიმართ ძალიან უარყოფითი შეხედულებები აქვთ.
ლიბანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იორდანიის საელჩო ბეირუთში მდებარეობს, ხოლო ლიბანის საელჩო ამანშია განლაგებული. სახელმწიფოებს საერთო პოზიცია აქვთ სირიასთან მიმართებით და ორივე ქვეყანა იღებს სირიელ ლტოლვილებს.[2] იორდნიაც და ლიბანიც იზიარებენ საერთო ფრონს ISIS-ის წინააღმდეგ.[3] სახელმწიფოები მჭიდროდ თანამშრომლობენ სამხედრო სფეროში.
თურქეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სუნიტური რელიგიისა და საერთო ისტორიული კავშირების გამო თურქეთსა და იორდანიას ახლო ურთიერთობები აქვთ.
თურქეთის საელჩო ამანში მდებარეობს,[4] ხოლო იორდანიის საელჩო ანკარაშია განლაგებული.[5] თურქეთის დამოუკიდებლობის ომის შემდეგ იორდანიის მეფე აბდულა I-სა და თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელ მუსტაფა ქემალ ათათურქს ახლო პირადი ურთიერთობები ჰქონდათ და 1937 წელს სტამბოლშიც შეხვდნენ ერთმანეთს.[6] 1956 წელს, როდესაც იორდანია ბრიტანეთის ჩარევისგან განთავისუფლდა, ორ სახელმწიფოს შორის სრული ურთიერთობები დამყარდა. ცივი ომის დროს იორდანიასა და თურქეთს პროდასავლური, ანტიკომუნისტური და ირანის ახალი ისლამური რეჟიმის მიმართ ძალიან კრიტიკული შეხედულებები ჰქონდათ, რისი გამოხატულებაც იყო ირან-ერაყის ომის დროს ერაყის მხარდაჭერა.[7]
სირია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იორდანიაც და სირიაც ოსმალთა იმპერიის ნაწილი იყვნენ. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები მერყეობს ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობებიდან შეიარაღებულ კონფრონტაციებამდე.
სპარსეთის ყურის მეორე ომის შემდეგ იორდანიასა და სირიას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა. 1994 წელს ისრაელსა და იორდანიას შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდო და იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, რის შემდეგაც იორდანია სირიელი ბიზნესმენებისთვის პალესტინის ტერიტორიებზე ბიზნესის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი ტრანზიტული წერტილი გახდა.
2012 წელს სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ იორდანიასა და სირიას შორის ურთიერთობები დაიძაბა და საზღვარზე შეტაკებებიც მოხდა.[8]
საუდის არაბეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იორდანიის საელჩო ერ-რიადში მდებარეობს, ხოლო საკონსულო ჯიდაშია განლაგებული. საუდის არაბეთის საელჩო ამანში მდებარეობს. Pew global opinion poll-ის 2013 წლის გამოკითხვის მიხედვით, იორდანიელთა 88%-ს საუდის არაბეთის მიმართ დადებითი, ხოლო 11%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.[9]
კატარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოსა და კატარის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1972 წელს დამყარდა, თუმცა ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა ერთი წლით ადრე დაიწყო. კატარმა დამოუკიდებლობა 1971 წლის სექტემბერში მოპოვა და ახალი სახელმწიფოს განათლების, სამხედრო და ეკონომიკური სექტორების დაგეგმარებისთვის იორდანიელი სპეციალისტები მიიწვია.[10] 1972 წელს ყატარის საელჩო ამანში გაიხსნა.[11] იორდანიის საელჩო დოჰაში მდებარეობს.
არაბთა გაერთიანებული საამიროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო ამანში მდებარეობს. იორდანიის საელჩო აბუ-დაბშია განლაგებული, ხოლო გენერალური საკონსულო დუბაიში. ორივე სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შედის და ახლო კულტურული კავშირები აქვთ. პრინცე ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი იორდანიული წარმოშობისაა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Washington Declaration between Jordan and Israel
- EU Neighbourhood Info Centre: Country profile of Jordan დაარქივებული 2017-01-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Norton, Ben (28 ივნისი 2016). „CIA and Saudi weapons for Syrian rebels fueled black market arms trafficking, report says“. Salon.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2016.
- ↑ Wellbeing of Urban Refugees: Syrians and Hosts in Jordan and Lebanon (WURSHIJL).
- ↑ Jordan, Lebanon discuss Syrian crisis, ties (11 February 2015).
- ↑ T.C. Dışişleri Bakanlığı Turkish Embassy In Amman. ციტირების თარიღი: 19 March 2019
- ↑ EMBASSY OF THE HASHEMITE KINGDOM OF JORDAN TO THE REPUBLIC OF TURKEY. ციტირების თარიღი: 19 March 2019
- ↑ Mustafa Kemal Atatürk, Ürdün Kralı Abdullah'la İstanbul'da. (6-7.06.1937) - İşte Atatürk - Atatürk Hakkında Bilmek İstediğiniz Herşey. ციტირების თარიღი: 19 March 2019
- ↑ Iraq, Turkey, and Iran. ციტირების თარიღი: 19 March 2019
- ↑ „Syrian and Jordanian forces clash in border area“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-03-28.
- ↑ Saudi Arabia’s Image Falters among Middle East Neighbors Pew Research Global Attitudes Project
- ↑ العلاقات الثنائية الأردنية-القطرية ar. Jordanian Embassy in Doha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 3 June 2018
- ↑ Qatar- Jordan Relations. Qatari Embassy in Amman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 3 June 2018