ყირგიზეთის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც ყირგიზეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

ყირგიზეთს ახლო ურთიერთობები აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით რუსეთთან და ყაზახეთთან. ყირგიზეთს ახლო ურთიერთობები აქვს თურქეთთანაც. 2021 წლის ოქტომბრისთვის ყირგიზეთს დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანზიაციის 165 სახელმწიფოსთან, წმინდა საყდართან და პალესტინის სახელმწიფოსთან აქვს დამყარებული.

ორმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის საელჩო ბიშკეკში

ევროპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალტასა და ყირგიზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 19 თებერვალს დამყარდა. ორივე სახელმწიფო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.

საბერძნეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთსა და ყირგიზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა.[1] საბერძნეთი ყირგიზეთში ალმათიში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო ყირგიზეთი საბერძნეთში ბიშკეკში არარეზიდენტი ელჩითაა წარმოდგენილი. 2004 წელს საბერძნეთში ყირგიზეთის პრეზიდენტის, ასკარ აკაევის ვიზიტისას[2][3] ქვეყნებს შორის საჰაერო ტრანსპორტის, ტურიზმისა და დიპლომატიის სფეროში ორმხრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი.[2][4]

ლატვია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატვიასა და ყირგიზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 18 მარტს დამყარდა.[5] ორივე სახელმწიფო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.

ლიეტუვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიეტუვსა და ყირგიზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 ივლისს დამყარდა. ორივე სახელმწიფო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყირგიზეთის პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან ერთად

მალაიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაიზიასა და ყირგიზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მარტში დაიწყო. 1995 წელს ყირგიზეთის პრეზიდენტი ასკარ აკსაევი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია მალაიზიას. საპასუხოდ, 1996 წელს ყირგიზეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მალაიზიის პრემიერ-მინისტრი მაჰათირ მოჰამადი. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, კულტურის, ჰუმანიტარულ და სხხვა სფეროებში. ყირგიზეთის საელჩო კუალა-ლუმპურში მდებარეობს, ხოლო მალაიზია ყირგიზეთშინ ტაშკენტში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული.

სომხეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთსა და ყირგიზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დამყარდა.[6] სომხეთი ყირგიზეთში ასტანაში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი,[7] ხოლო საპატიო საკონსულო ბიშკეკში მდებარეობს.[8] ყირგიზეთი სომხეთში მოსკოვში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი. ორივე სახელმწიფო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და დსთ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის წევრია.

აზერბაიჯანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანსა და ყირგიზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 19 იანვარს დამყარდა.[9] 1996 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფოებთან თანამშრომლობის პროტოკოლს მოაწერეს ხელი. 2004 წელს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პაქტი დაიდო. აზერბაიჯანის საელჩო ყირგიზეთში 2007 წლის 16 მაისს გაიხსნა.[10] ყირგიზეთის საელჩო ბაქოში მდებარეობს.

კვიპროსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყირგიზეთსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობებო 1992 წლის 20 თებერვალს დამყარდა. ორივე სახელმწიფო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.

ტაჯიკეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარსულში ორივე სახელმწიფო საბჭოთა კავშირის წევრი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფოებს წლების მანძილზე დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ. 2021 და 2022 წლებში საზღვართან შეტაკებებიც მოხდა. ლტოლვილებმა და მთავრობის წინაარმდეგ მებრძოლებმა ტაჯიკეთიდან ყირგიზეთის საზღვარი არაერთხელ გადაკვეთეს და ტყვეებიც აიყვანეს.[11]

ვლადიმერ პუტინი სოორონბაი ჟეენბეკოვთან შეხვედრისას

თურქმენეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყირგიზეთის საელჩო აშხაბადში მდებარეობს, ხოლო თურქმენეთის საელჩო ბიშკეკშია განლაგებული. სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ქვეყნების ლიდერები ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. 2014 წელს ყირგიზეთის პრეზიდენტი თურქმენეთს ეწვია, ხოლო 2015 წელს თურქმენეთის პრეზიდენტი ბიშკეკში იმყოფებოდა.[12]

ირანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანიდან ყაზახეთში ტანსაცმელი, კაკალი, საღებავები და სხვადასხვა სახის იატაკის მასალები გადის. ყირგიზეთიდან ირანში ხორცი, მარცვლეული და ლითონი გადის. 2021 წლის 5 დეკემბერს ყირგიზეთის ვიცე-პრეზიდენტი თაალათბექ მასადიკოვი თეირანში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰუსეინ ამირ აბდოლაჰიანს შეხვდა ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.[13]

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო ყირგიზეთში ასტანაში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.[14] ყირგიზეთი საქართველოს ბაქოში მდებარე საელჩოთი ფარავს.[15] ორივე სახელმწიფო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.

თურქეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთსა და ყირგიზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 29 იანვარს დამყარდა.[16] ყირგიზეთის საელჩო ანკარაში მდებარეობს,[16] ხოლო თურქეთის საელჩო ბიშკეკშია განლაგებული.[16] 2019 წელს სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის მოცულობა 519 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (ყირგიზეთისთვის ექსპორტი/იმპორტი:77/442 მილიონი ამერიკული დოლარი).[17] თურქეთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ყირგიზეთი აღიარა.[18] სახელმწიფოები აზიის თანამშრომლობის დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, თურქული კულტურის საელთაშორისო ორგანიზაციის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები არიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tajikistan. Greece. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-04. ციტატა: „Greece and Tajikistan established diplomatic relations in 1992. The stabilization of the country following the civil war and its increasing presence as part of the international community are expected to offer an opportunity for substantially developing its bilateral relations with Greece.“ ციტირების თარიღი: 2009-05-21
  2. 2.0 2.1 „Greece, Kyrgyzstan sign bilateral accords“. Athens News Agency. 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-05. ციტირების თარიღი: 2009-05-22. ციტატა: „Greece and Kyrgyzstan on Monday signed three bilateral accords in the sectors of air transports, tourism and diplomacy, during a meeting between President of the Republic Costis Stephanopoulos and his Kyrgyz counterpart Askare Askayev, who is in Athens on a state visit.“
  3. „Kyrgyz president in Greece“. BBC. November 1, 2004. ციტირების თარიღი: 2009-05-22. ციტატა: „Kyrgyz President Askar Akayev left for Greece on an official visit on 31 October“
  4. „Kyrgyzstan, Greece sign cooperation accords“. BBC. 2004. ციტირების თარიღი: 2009-05-22. ციტატა: „Kyrgyz President Askar Akayev met Greek President Konstandinos Stefanopoulos in a narrow circle in Athens as part of an official visit to Greece on 1 November 2004. There was an exchange of views on a wide range of issues of cooperation...“
  5. Dates of establishment and renewal of diplomatic relations.
  6. LLC, Helix Consulting. Kyrgyzstan - Bilateral Relations - Ministry of Foreign Affairs of the Republic of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-27. ციტირების თარიღი: 2022-11-10.
  7. LLC, Helix Consulting. Kyrgyzstan - Embassies - Ministry of Foreign Affairs of the Republic of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-20. ციტირების თარიღი: 2022-11-10.
  8. LLC, Helix Consulting. Kyrgyzstan - Consulates - Ministry of Foreign Affairs of the Republic of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-01-30
  9. Siyasət. ციტირების თარიღი: 2019-08-17
  10. 129-IIIQ - Azərbaycan Respublikasının Qırğız Respublikasında (Bişkek şəhərində) səfirliyinin təsis edilməsi haqqında. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-29. ციტირების თარიღი: 2019-08-17
  11. Martha Brill Olcott. "Central Asian Neighbors". Kyrgyzstan: a country study (Glenn E. Curtis, editor). Library of Congress Federal Research Division (March 1996). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  12. Presidents of Kyrgyzstan and Turkmenistan make statement for press.
  13. Staff, IFP Editorial. (2021-12-05) Kyrgyzstan calls for security cooperation with Iran - Iran Front Page En. ციტირების თარიღი: 2021-12-05[მკვდარი ბმული]
  14. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ყაზახეთის რესპუბლიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-24. ციტირების თარიღი: 2022-11-10.
  15. Საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Home. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-24. ციტირების თარიღი: 2022-11-10.
  16. 16.0 16.1 16.2 Relations between Turkey and Kyrgyzstan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
  17. Economic Relations between Turkey and Kyrgyzstan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020
  18. Relations between Turkey and Kyrgyzstan. Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 6 October 2020