ქვიშხეთი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
CarsracBot (განხილვა | წვლილი) მ ბოტის დამატება: en:Kvishkheti, nl:Kvisjcheti |
||
ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
{{ხაშურის მუნიციპალიტეტი}} |
{{ხაშურის მუნიციპალიტეტი}} |
||
[[en:Kvishkheti]] |
|||
[[nl:Kvisjcheti]] |
21:59, 15 აპრილი 2009-ის ვერსია
ქვიშხეთი- სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთზე. საკრებულოს ცენტრი (სოფლები:ბეღლეთი, ბულბულისციხე, მონასტერი, რუსაანთუბანი, სავანისუბანი, სათივე, სარმანიშვილისკარი, ტაშისკარი, ტეზერი, ყიფიანთუბანი). ზღვის დონიდან 730 მეტრი, ხაშურიდან 10 კილომეტრი. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 721 კომლი, სულ 2394 ადამიანი. სოფელში დგას: აღდგომის ეკლესია, კოშკი, მთაწმინდის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და წმინდა ელიას ეკლესია.
ტოპონიმები
- გიგიტაშვილების უბანი - უბანი სოფელში.
- გოდაბრელიძის მიწა - სათესი სოფლის სამხრეთით.
- დიდგულების წყარო - წყარო სოფელში.
- თავკოკოლა - ადგილი სოფლის დასავლეთით.
- კოშკის უბანი - უბანი სოფელში.
- ლეკის გზა - გზა სოფლის დასავლეთით, იგივე აბაშიძეების გზა.
- მჭედლიშვილების უბანი - უბანი სოფელში.
- მიხეილის წყარო - წყარო სოფელში.
- ნახვეტრები - სახნავ-სათესი სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
- საბუდარები - ადგილი სოფლის დასავლეთით.
- ცუცქირიძეების წყარო - წყარო სოფელში.