ქვიშხეთის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვიშხეთის კოშკიარქიტექტურული ძეგლი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომაშვილების უბანში. აგებულია XVII საუკუნეში.

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,6 მ), ნაგებია ძირითადად რიყის ქვით, ფასადებზე გამოყენებულია თლილი ქვა, ინტერიერში — აგური. ზედა ნაწილი დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ 4 სართული. I სართული შიგნით ცილინდრულია, ზედა სართულები ოთკუთხა. კოშკს შესასვლელი II სართულზე აქვს. I სართულზე 3 სარკმელია, 2 თ ხჩ და 6 ცალგამი და ორმაგი სათოფურია. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კედელში დატანებულია ნახმარი წყლის გადასაღვრელი კერამიკული მილი, რომელსაც წინ ამოღარული შვერილი ქვა აქვს მიდგმული. მეორე კერამიკული მილი, სავარაუდოა, ღვინისა და წყლისათვის იყო განკუთვნილი. იატაკში ჩ ფლული ყოფილა ქვევრები. II და III სართული საცხოვრებელი და სათავდაცვო სათავსებია. II სართულზე ბუხარი ნიშები და ორი სარკმელია, III სართულზე - ბუხარი და სათოფურები. IV სართულის დანგრეულ კედლებში შეიმჩნევა თითო სარკმლისა და სათოფურების კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6794