ჟიულ რიმეს თასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟიულ რიმეს თასი (ინგლ. The cup of Jules Rimet) — ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების ჯილდო 1930-1970 წლებში. სახელი ეწოდა ფიფას ყოფილი პრეზიდენტის, ჟიულ რიმეს პატივსაცემად. თასი 1983 წელს დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

თასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თასზე გამოსახული იყო ნიკე, გამარჯვების ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. მისი სიმაღლე 35 სანტიმეტრი, ხოლო წონა-3.8 კილოგრამი იყო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად თასი 1966 წლის 20 მარტს, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე 4 თვით ადრე მოიპარეს. იგი სულ მალე, შვიდ დღეში, გაზეთში გახვეული იპოვა ძაღლმა, სახელად პიკლზმა სამხრეთ ლონდონში. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის გამარჯვების შემდეგ თასი შეინახეს ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის კაბინეტში და მოათავსეს ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა.

1983 წლის 20 დეკემბერს თასი ხელმეორედ, სწორედ ამ კაბინეტიდან მოიპარეს. ამის შემდეგ ვერც თასი და ვერც ქურდები ვერ აღმოაჩინეს. გავრცელებული აზრის მიხედვით, იგი გადაადნეს. ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის შეკვეთით შეიქმნა თასის ასლი.

1970 წლის შემდეგ ჟიულ რიმეს თასი, როგორც გამარჯვებული ნაკრების ჯილდო, აღარ გამოუყენებიათ. იგი ფიფას მსოფლიო თასმა შეცვალა.