პარიზის ხელშეკრულება (1856)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პარიზის 1856 წლის ზავის მონაწლენი

პარიზის საზავო ხელშეკრულება, პარიზის ტრაქტატი — საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს 1856 წლის 30 მარტს პარიზის კონგრესზე. კონგრესი გაიხსნა 1856 წლის 25 თებერვალს და მასში მონაწილეობდნენ ერთი მხრივ, რუსეთის იმპერია და მეორე მხრივ ყირიმის ომის მოკავშირეები ოსმალეთის იმპერია, საფრანგეთი, ბრიტანეთის იმპერია, ავსტრია, სარდინია და ასევე პრუსია. ხელშეკრულების შედეგად დასრულდა ყირიმის ომი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის შუა ხანებისათვის რუსეთის იმპერიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (ინგლისის, საფრანგეთის და ავსტრიის) ბრძოლამ დასუსტებული ოსმალეთის ევროპული და აზიური სამფლობელოების გადანაწილებისა და ბოსფორ-დარდანელის სრუტეებზე კონტროლის დამყარებისათვის უაღრესად მწვავე ხასიათი მიიღო. გამწვავდა საკუთრივ რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა. 1853 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის ომი დაიწყო. ეს ომი ისტორიაში ყირიმის ომის (1853-1856) სახელით არის ცნობილი. 1854 წელს უკვე პრაქტიკულად დამარცხებული ოსმალეთის მხარეზე ომში საფრანგეთი, ინგლისი და სარდინიის სამეფოები ჩაერთნენ. ომი სამ ფრონტზე — ბალკანეთში, ყირიმის ნახევარკუნძულსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობდა. რუსეთის არმია დამარცხდა ბალკანეთზე და ყირიმში (1855 წელს მოკავშირეებმა სევასტოპოლი აიღეს). წარმატება მოპოვებულ იქნა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში. 1853 წელს რუსეთის არმიამ ოსმალები დაამარცხა ახალციხესთან, 1854 წელს — მდინარე ჩოლოქზე. 1855 წელს ოსმალეთის ჯარებმა დაიკავეს აფხაზეთი და სამეგრელო. 1855 წლის ნოემბერში რუსეთის არმიამ ყარსის ციხე-სიმაგრე აიღო. წარმატებებმა კავკასიაში რუსეთს ვერ უშველა. დამარცხებული რუსეთის იმპერია სამარცხვინო ზავზე დათანხმდა.

საზავო ხელშეკრულება (ტრაქტატი) რუსეთს, საფრანგეთს, ინგლისს, ოსმალეთსა და სარდინიის სამეფოს შორის დაიდო პარიზში 1856 წლის 18 (30) მარტს.

პარიზის საზავო ხელშეკრულების მესამე მუხლის ძალით რუსეთს ოსმალეთისათვის უნდა დაებრუნებინა ყარსი და ასევე ომის დროს დაკავებული ოსმალეთის სხვა ტერიტორიები. მოკავშირეები დამარცხებულ რუსეთს უბრუნებდნენ ომის დროს დაკავებულ ქალაქებსა და ნავსადგურებს: სევასტოპოლს, ბალაკლავას, კამიშს, ევპატორიას, ქერჩს, ენიკალეს, კინბურნს და სხვა[1][2].

რუსეთის დანაკარგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსეთმა დაკარგა ტერიტორიები დუნაის შესართავთან.
  • რუსეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა ოსმალეთის იმპერიაში ქრისტიანების დაცვაზე.
  • რუსეთმა დაკარგა გავლენა რუმინეთსა და სერბეთზე.
  • პარიზის ხელშეკრულების დადებამ და ომში მარცხმა რუსეთის მოსახლეობის მაღალი ფენები აიძულა მოეთხოვათ ძირეული რეფორმა ხელისუფლებაში და სოციალურ საკითხებში.

მონაწილე მხარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. გურული, ლ. ჯიქია, „ტაო-კლარჯეთის, ლაზეთისა და აჭარის საკითხები 1812-1953 წლების საერთაშორისო ურთიერთობებში“, თბ., 2013
  • Baumgart, Winfried, and Ann Pottinger Saab. Peace of Paris, 1856: Studies in War, Diplomacy & Peacemaking (1981) 230pp
  • Edouard Gourdon, Histoire du Congrès de Paris, Paris, 1857, full text at google Print
  • Taylor, A.J.P. The Struggle for Mastery in Europe: 1848-1918 (1954) pp 83–97
  • Temperley, Harold. "The Treaty of Paris of 1856 and Its Execution," Journal of Modern History (1932) 4#3 pp. 387–414 in JSTOR
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Т. Юзефович, «Договоры России с Востоком», Москва, 2005, გვ. 125
  2. ვ. გურული, „საქართველო და გარე სამყარო“, თბ., 2011, გვ. 60