ლონდონის კონვენცია სრუტეების შესახებ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლონდონის კონვენცია სრუტეების შესახებ — კონვენცია, რომელსაც რუსეთმა, საფრანგეთმა დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ ხელი მოაწერეს 1841 წლის 13 ივლისს ლონდონში. კონვენციის თანახმად აღდგა „ძველი წესები“, რომლის მიხედვითაც ოსმალეთის სრუტეები მშვიდობიან დროს დახურული იყო ყველა სამხედრო გემისათვის. სულტანს შეუნარჩუნდა უფლება გასცეს ბრძანება ხომალდის გატარების შესახებ. ომის პერიოდში სრუტეების სტატუსზე კონვენცია არაფერს არ ამბობდა.

კონვენციის თანახმად რუსეთმა სრუტეებზე დაკარგა პრივილეგია, რომელიც უნკიარ-ისკელესის ხელშეკრულებით მიიღო 1833 წელს, რომლის მიხედვითაც რუსეთის თხოვნით ოსმალეთი ვალდებული იყო დაეხურა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები.

სრუტეების თანამედროვე სტატუსი 1936 წელს მიღებული მონტრეს კონვენციით რეგულირდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]