ბოსფორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბოსფორის სრუტე)
ბოსფორის სრუტე, სატელიტური ფოტო, აპრილი 2004

ბოსფორი (ბერძ. Βόσπορος ძროხის რქა, თურქ.: Boğaziçi, სტამბოლის სრუტე) — სრუტე, რომელიც ჰყოფს თურქეთის ევროპულსა (რუმელია) და აზიურ (ანატოლია) ნაწილებს. მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ყელია, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოიყენება და ის მარმარილოს ზღვას შავ ზღვასთან აერთებს, რომელიც თავის მხრივ დარდანელით ეგეოსის ზღვას უერთდება ხმელთაშუა ზღვაში. მისი სიგრძე დაახ. 30 კმ-ია, მაქსიმალური სიგანით 3.700 მეტრი ჩრდილოეთ შესართავთან, და მინიმ. სიგანით 700 მეტრი. სიღრმე მერყეობს 36-124 მეტრს შორის დინების შუაში.

ბოსფორის სრუტეში, რომელიც სხვადასხვა მარილიანობის ზღვებს აერთებს, ორმაგი დინება წარმოიქმნება: ზედა ფენებში — შავი ზღვიდან მარმარილოს ზღვისკენ, ქვედა ფენებში — მარმარილოს ზღვიდან შავი ზღვისკენ. ამის შედეგად შავი ზღვა წელიწადში 175 კმ³ ხმელთაშუა ზღვის მლაშე წყალს იღებს, ხოლო აზოვის ზღვა ყოველწლიურად შავ ზღვას 66 კმ³ დაბალი მარილიანობის წყალს აძლევს.[1]

სრუტის ნაპირები მჭიდროდ დასახლებულია, მასზე მდებარეობს ქალაქი სტამბოლი (11 მილიონზე მეტი მცხოვრები).

ბოსფორს ორი ხიდი ჰკვეთს. პირველი Bogazici (ბორფორი I) სიგრძით 1074 მეტრია და 1973 წელს დასრულდა. მეორე Fatih Sultan Mehmet (ბორფორი II) 1090 მეტრია და 1988 წელს დასრულდა პირველი ხიდიდან დაახ. 5 კმ-ში ჩრდილოეთით. მესამე ხიდი გეგმაშია, თუმცა მისი მომავალი ადგილმდებარეობა საიდუმლოდაა შენახული მიწის ფასების ესკალაციის ასარიდებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დავიდოვა მ., კამენსკი ა., ნეკლიუკოვა ნ., ტუშინსკი გ. სსრკ ფიზიკური გეოგრაფია. — განათლება, 1988. — გვ. 54-58.