ბრესტ-ლიტოვსკის ზავი
ბრესტის ზავი — სეპარატული სამშვიდობო ხელშეკრულება, ერთი მხრით, საბჭოთა რუსეთსა და მეორე მხრივ, გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთის იმპერიასა და ბულგარეთს შორის. ხელი მოაწერეს 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში. რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა სრულიად რუსეთის საბჭოების საგანგებო მეოთხე ყრილობის მიერ 15 მარტს. გერმანულმა რაიხსტაგმა მოიწონა 22 მარტს და გერმანიის იმპერატორმა ვილჰელმ II-მ რატიფიკაცია მოახდინა 26 მარტს.
ხელშეკრულების IV მუხლის მიხედვით ოსმალეთმა მიიღო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ხელშეკრულება დადებულ იქნა ამიერკავკასიის წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე და ის არ აღიარა ამიერკავკასიის დროებითმა მთავრობამ ამიეკავკასიის სეიმმა, რის გამოც გაგრძელდა საბრძოლო მოქმედებები კავკასიის ფრონტზე ოსმალეთსა და ამიერკავკასიის ფედერაციას შორის.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 516.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 281-282, ISBN 978-9941-13-771-6.