კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება (1724)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება.

კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება, რუსეთ-ოსმალეთის ხელშეკრულება, სპარსეთის დანაწილების ხელშეკრულება1724 წლის 12 (23) ივნისს ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთს შორის დადებული გარიგება, რომლის მიხედვით ამ ორმა სახელმწიფომ გაიყო სპარსეთის მიერ დაპყრობილი კავკასიური მიწები.

რუსები და ოსმალები ერთმანეთს ეცილებოდნენ დასუსტებული სპარსეთის მიწების მიტაცებაში და განჯის ოკუპირების გამო ომის პირას იყვნენ. საფრანგეთის ჩარევითა და შუამდგომლობით ამ ორმა მთავრობამ 1724 წლის 12 ივნისს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით მათ ერთმანეთს შორის სპარსეთის დიდი ნაწილი გაიყვეს. ამგვარად მდინარე მტკვრისა და არაქსის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები რუსეთის მფლობელობაში გადავიდა, ხოლო დასავლეთით (ერევნისა და თბილისის ჩათვლით) ოსმალეთისაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]