კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება (1736)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება.

კონსტანტინოპოლის 1736 წლის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ოსმალეთის იმპერიასა და აფშარიდების ირანს შორის 1736 წლის 24 სექტემბერს, კონსტანტინოპოლში. ხელშეკრულების შედეგად დასრულდა ირან-ოსმალეთის ომი.

1732 წლის აჰმედ-ფაშას ხელშეკრულებით ორივე ქვეყანა უკმაყოფილო იყო. ახალი ხელშეკრულების მოსამზადებლად მოლაპარაკება მიმდინარეობდა ალი-ფაშასა (ოსმალეთის იმპერია) და მირზა მუჰამედს (აფშარიდების ირანი). საბოლოოდ შეთანხმდნენ:

  1. ოსმალეთის იმპერიამ ნადირ-შაჰი ცნო ირანის ახალ შაჰად.
  2. ოსმალეთის იმპერიამ კავკასია ირანს დაუთმო.
  3. ოსმალები დათანხმდნენ ირანელებს ჰაჯი შეესრულებინათ მექაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Prof. Yaşar Yüce-Prof. Ali Sevim: Türkiye tarihi Cilt IV, AKDTYKTTK Yayınları, İstanbul, 1991
  • Nicolae Jorga: Geschichte des Osmanischen Reiches IV, (trans by Nilüfer Epçeli),İstanbul 2009, ISBN 975-6480-21-1