ლონდონის ხელშეკრულება (1913)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლონდონის ხელშეკრულება

ბალკანეთის სახელმწიფოების საზღვრები ლონდონისა და ბუქარესტის ზავების შემდეგ
ხელი მოეწერა 30 მაისი, 1913
ადგილი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ხელი მოაწერეს ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
სერბეთის სამეფო
საბერძნეთის სამეფო
მონტენეგროს სამეფო
იტალიის სამეფო
გერმანიის იმპერიის დროშა გერმანიის იმპერია
{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ავსტრია-უნგრეთის დროშა ავსტრია-უნგრეთი

ლონდონის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს 1913 წლის 30 მაისს ლონდონში და რომლის შედეგადაც ბალკანეთის პირველი ომი დასრულდა. ხელშეკრულების თანახმად ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა მთელი ევროპული სამფლობელოები სტამბოლისა და აღმოსავლეთ თრაკიის გარდა.

ევროპის სახელმწიფოების გავლენით ჩერნოგორიამ შკოდერის ალყა მოხსნა. ოსმალეთის ევროპული ტერიტორიები გაინაწილეს საბერძნეთმა (მაკედონიის ნაწილი და სალონიკის რაიონი), სერბეთმა (მაკედონიის ნაწილი და კოსოვო) და ბულგარეთმა (მაკედონიის ნაწილი, თრაკია და ეგეოსის სანაპირო).

დიდი სახელმწიფოების ზეგავლენით შეიქმნა ალბანეთის სახელმწიფო. სერბეთმა ვერ მიიღო გასასვლელი ადრიატიკის ზღვაზე.

ხელშეკრულების გარშემო არსებული დაპირისპირებებისა და უკმაყოფილებების გამო 1913 წლის ივნისში დაიწყო ბალკანეთის მეორე ომი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]