ნიშის ხელშეკრულება (1739)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიშის ხელშეკრულება — საზავო ხელშეკრულება რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის[1]. ხელი მოაწერეს 1739 წლის 3 ოქტომბერს ნიშში (თანამედროვე სერბეთი). რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის მიზანი იყო შავ ზღვაზე გასვლა და სამხრეთი ოლქების უშიშროების უზრუნველყოფას ყირიმელი თათრების თავდასხმებისაგან[2]. 1737 წლის ივლისის ომში რუსეთის მოკავშირე ავსტრიაც ჩაება. ამავე წლის 21 აგვისტოს ავსტრიამ ოსმალეთთან დადო სეპარატული ზავი. ამასობაში ნემიროვში მშვიდობიანი მოლაპარაკებაც გაიმართა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს, ამიტომაც საომარო მოქმედებები კვლავ განახლდა. ფრონტზე საერთო სირთულეს ჭირის ეპიდემიაც დაერთო, რუსეთის ჯარს ოჩაკოვისა და კინბურნის დატოვება მოუხდა. 1739 წელს რუსეთის 58-ათასიან არმია ხოტინისაკენ გაემართა, სტავუჩანთან დაბანაკებული ოსმალები გაანადგურა, შემდეგ ხოტინი და იასი აიღო. ავსტრიელები კი დამარცხდნენ და 1739 წლის 7 სექტემბერს ოსმალებთან სეპარატული ხელშეკრულება დადეს. 18 სექტემბერს ბელგრადში ხელი მოაწერეს რუსეთ-ოსმალეთის საზავო ხელშეკრულებას. რუსეთმა აზოვი მიიღო იმ პირობით, რომ იქ არავითარ სიმაგრეს არ ააგებდა, ხოლო ომის მსვლელობის დროს დანარჩენი დაკავებული ტერიტორია ოსმალეთს დაუბრუნდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Treaty of Nis (1739), Alexander Mikaberidze, Conflict and Conquest in the Islamic World: A Historical Encyclopedia, Vol. I, ed. Alexander Mikaberidze, (ABC-CLIO, 2011), 647.
  2. Treaty of Nis (1739), Alexander Mikaberidze, Conflict and Conquest in the Islamic World: A Historical Encyclopedia, Vol. I, 647.