ოსმალეთ-საფრანგეთის ალიანსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სულეიმან I-ის წერილი საფანგეთის მეფეს.

ოსმალეთ-საფრანგეთის ალიანსი (თურქ. Fransa-Osmanlı ittifakı) — ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ისა და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის ალიანსი. ხელი მოაწერეს 1528 წელს ერთობლივი ინტერესების გამო, რათა დაესუსტებინათ კარლ V-ის სახელმწიფო.

„შროშანისა და ნახევარმთვარის მკრეხელურმა კავშირმა“ სკანდალი გამოიწვია ქრისტიანულ ევროპაში, სადაც ჯერ კიდევ მუსირებდა ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა ოსმალების წინააღმდეგ.

ოსმალები ფრანგებს დახმარებას უწევდნენ ჰაბსბურგების საწინააღმდეგოდ და ერთობლივად მოქმედებდნენ მათ წინააღმდეგ. მაგალითად, 1543 წელს ფრანსუა დე ბურბონ-კონდეა და ხაირ ალ-დინ ბარბაროსას ძალებმა ალყა შემოარტყეს ნიცას. საფრანგეთის ელჩი, რომელიც სტამბოლში ცხოვრობდა დიდი პატივით სარგებლობდა სულთნის კარზე. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ოსმალეთმა ყურადღების ცენტრი ევროპიდან სეფიანთა იმპერიაზე გადაიტანა. საფრანგეთის მეფე ანრი IV-ს ოსმალებმა რამდენიმეჯერ გაუგზავნეს ელჩი დიპლომატიური დახმარების სათხოვნელად.

ლუი XIV-მ განაახლა ურთიერთობები ოსმალეთთან, ვერსალში რეგულარულად იღებდა ოსმალეთის ელჩებს. ამ პერიოდში ოსმალეთის ერთ-ერთი ყველაზე მეტად წარმატებული სამხედრო მოღვაწე იყო ფრანგი ბონევალ-ფაშა. საფრანგეთ-ოსმალეთის ალიანსი ასევე მყარი იყო ყირიმის ომის პერიოდში. ამ დროს გავრცელდა ლეგენდა თითქოსდა სულთანი ნათესაური კავშირითაა დაკავშირებული ბონაპარტებთან, ფრანგული წარმოშობის ბებიის ემე დე რივერის მეშვეობით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Robert A. Kann A History of the Habsburg Empire, 1526—1918 University of California Press, 1980 ISBN 0520042069
  • William Miller The Ottoman Empire and Its Successors, 1801—1927 Routledge, 1966 ISBN 0714619744
  • Roger Bigelow Merriman Suleiman the Magnificent 1520—1566 READ BOOKS, 2007 ISBN 1406772720
  • Kenneth M. Setton The Papacy and the Levant (1204—1571) DIANE Publishing, 1984 ISBN 0871691620
  • Fatma Müge Göçek East Encounters West: France and the Ottoman Empire in the Eighteenth Century Oxford University Press US, 1987 ISBN 0195048261
  • Jack Goody Islam in Europe Wiley-Blackwell, 2004 ISBN 0745631932