პოჟარევაცის საზავო ხელშეკრულებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოჟარევაცის საზავო ხელშეკრულებები (გერმ. Friede von Passarowitz, თურქ. Pasarofça Antlaşması, სერბ. Пожаревачки мир) — ხელშეკრულებები რომლებითაც დასრულდა ოსმალეთის ომი ვენეციასა (1714-1718 წწ.) და ავსტრიასთან (1716-1718 წწ.). ხელი მოაწერეს სერბეთის ქალაქ პოჟარევაცში. ავსტრიასთან 21 ივლისს დადებული საზავო ხელშეკრულება ითვალისწინებდა ავსტრიისათვის ბანატის, ტემეშვარის (ტიმიშოარა), ვლახეთის ნაწილის, ჩრდილოეთ ბოსნიისა და ზოგიერთი სხვა ტერიტორიის გადაცემას. 1718 წლის 27 ივლისს დაიდო ავსტრია-ოსმალეთის სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც ავსტრიის ქვეშევრდომებს საქონლის შეზიდვა-გაზიდვაზე 3 % ბაჟის გადახდის შემთხვევაში ოსმალეთის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი ვაჭრობის უფლებას ანიჭებდა. ვენეცია-ოსმალეთის საზავო ხელშეკრულება (დაიდო 21 ივლისს) ადასტურებდა ომის მსვლელობაში ჩამოყალიბებულ საზღვრებს: ცნობდა მორეისა და არქიპელაგის კუნძულების გადასვლას ოსმალეთის ხელში, ოსმალეთი უზრუნველყოფდა ხელსაყრელ პირობებს ვენეციელთა ვაჭრობისათვის ოსმალეთის იმპერიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]