თოფხანის შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბულგარეთი ბერლინის კონგრესის და თოფხანის შეთანხმების შემდეგ

თოფხანის შეთანხმება — სამშვიდობო ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიასა და ბულგარეთის სამთავროს შორის. ხელი მოაწერეს 1886 წლის 5 აპრილს.

ხელშეკრულების თანახმად ბულგარეთის გაერთიანება საერთაშორისო დონეზე იურიდიულად აღიარეს. ელჩები ერთმანეთს შეხვდნენ კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ უბანში, რომელსაც თოფხანა ეწოდებოდა (ამჟამად ბეიოღლუს რაიონის შემადგენლობაშია). ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დიდმა ვეზირმა ქამილ-ფაშამ და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია ცანოვმა, ასევე დიდი სახელმწიფოების ელჩებმა.

ხელშეკრულების ძალით ბულგარეთის პრინცი ალექსანდრ ბატენბერგი აღიარეს აღმოსავლეთ რუმელიის გენერალ-გუბერნატორად. ასე მოხდა ბულგარეთის გაერთიანება. კომპესაციის სახით ოსმალეთმა მიიღო კირჯალის მიმდებარე ტერიტორია და ტამრაშის რესპუბლიკა, სულ 1640 კმ². ამ ხელშეკრულებით ერთიანი ბულგარეთის ფართობი გახდა 94345 კმ².

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]