კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება (1832)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება.
რუკაზე მუქი ლურჯი ფერით წარმოდგენილია ის ტერიტორიები, რომელიც მიიღო საბერძნეთმა თავდაპირველად.

კონსტანტინოპოლის 1832 წლის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება არის კონსტანტინოპოლის კონფერენციის შედეგი. კონფერენცია გაიხსნა 1832 წელს. მასში მონაწილეობდნენ, ერთი მხრივ, დიდი სახელმწიფოები (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი), მეორე მხრივ, ოსმალეთის იმპერია. კონფერენციის საფუძველი იყო ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-სათვის უარი ეთქვათ საბერძნეთის ტახტის დაკავებაზე. ლეოპოლდი არ იყო საბერძნეთის საზღვრის გატარების მომხრე ასროპოტამოს-ზიტუნის ხაზზე, უფრო ხელსაყრელად მიაჩნდათ არტა-ვოლოსის საზღვრის ხაზი. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი პალმერსტონი მხარს უჭერდა არტა-ვოლოსის სასაზღვრო გეგმას.

პროტოკოლის მიხედვით, რომელსაც ხელი მოაწერეს 1832 წლის 7 მაისს, ბავარიამ და დიდმა სახელმწიფოებმა, საბერძნეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და მისი საზღვარი ჩრდილოეთით გავიდა არტა-ვოლოსის ხაზზე. ოსმალეთის იმპერიამ მიიღო 40 მლნ პიასტრი ტერიტორული დანაკარგების გამო. საბერძნეთის სამეფოს საზღვრები კიდევ ერთხელ დადასტურდა 1832 წლის ლონდონის პროტოკოლით, რომელმაც მოახდინა კონსტანტინოპოლის ხელშეკრულების რატიფიცირება და დაასრულა ომი საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]