სერავის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სერავის ხელშეკრულება —გაფორმდა 1618 წლის 26 სექტემბერს სეფიანთა ირანსა და ოსმალეთის იმპერიას შორის.

1590 წელს ირანის შაჰი აბას I დიდი იძულებული იყო კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით ოსმალეთისათვის დაეთმო ამიერკავკასია. 1593 წელს ოსმალეთმა წამოიწყო ხანგრძლივი ომი ევროპასთან. შაჰ აბას I-მა დაიწყო ლაშქრობისათვის მზადება და 1603 წელს, როდესაც ოსმალეთის იმპერიის ტახტზე ავიდა 14 წლის აჰმედ I, ოსმალეთთან ახალი ომი დაიწყო. 1612 წელს ოსმალეთის იმპერიის ახალმა დიდმა ვეზირმა ნასუჰ-ფაშამ ირანელებთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, თუმცა მისი რატიფიკაცია არ მომხდარა, ომი კიდევ 6 წელი გაგრძელდა.

1612 წლის ხელშეკრულება ოდნავ შეიცვალა და დამტკიცდა 1618 წელს. ხელშეკრულების მიხედვით ყარსი და ახალციხე ოსმალებს დარჩათ. ამ ხელშეკრულებით დამყარებული ძალთა ბალანსი ორ იმპერიას შორის XIX საუკუნემდე გაგრძელდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Prof.Yaşar Yücel-Prof Ali Sevim:Türkiye tarihi Vol. III, AKDTYKTTK Yayınları, 1991