კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება (1897)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება.

კონსტანტინოპოლის 1897 წლის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ოსმალეთის იმპერიასა და საბერძნეთის სამეფოს შორის 1897 წლის 4 დეკემბერს, კონსტანტინოპოლში. ხელშეკრულების შედეგად დასრულდა საბერძნეთ-ოსმალეთის ომი.

კუნძული კრეტა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი გახდა, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქრისტიანი იყო. მათ რამდენიმეჯერ მოაწყვეს აჯანყება საბერძნეთთან გაერთიანების მიზნით. 1897 წლის აჯანყების დროს. 2 თებერვალს საბერძნეთის არმია გადასხდა კრეტაზე აჯანყებულებისათვის მხარდაჭერის მიზნით, რამაც გამოიწვია 30-დღიანი ომი საბერძნეთსა და თურქეთს შორის. ბრძოლები მიმდინარეობდა თესალიასა და ეპირში.

თესალიაში ოსმალებმა გაიმარჯვეს და დაიკავეს ვრცელი ტერიტორიები. საბერძნეთმა მოუწოდა დიდ სახელმწიფოებს ჩარეულიყვნენ კონფლიქტში და მისთვის დაებრუნებინა ომის დროს დაკარგული ტერიტორიები. სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო 21 ოქტომბერს და ხელშეკრულება დაიდო 4 დეკემბერს.

მხარეები შეთანხმდნენ:

  • თესალიის ტერიტორია მცირე ტერიტორიული ცვლილებებით უნდა დაბრუნებოდა საბერძნეთს.
  • საბერძნეთი თანახმა იყო გადაეხადა დიდი რეპარაცია.
  • ოსმალები აღიარებდნენ კრეტის ავტონომიას თვიანთი პროტექტორატის ქვეშ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]