საუკუნო ზავი (1720)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საუკუნო ზავი (მრავალმნიშვნელოვანი).

კონსტანტინოპოლის საუკუნო ზავირუსეთის ხელშეკრულება ოსმალეთთან. დაიდო 1720 წელს, რომელმაც შეცვალა 1713 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება. მან დაამტკიცა სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და ოსმალეთს შორის და აღიარა არსებული საზღვრები, დაადგინა სასაზღვრო სადავო საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტა; რუსეთს ხელახლა (1711 წლის შემდეგ) მიეცა უფლება დიპლომატიური წარმომადგენლები ჰყოლოდა ოსმალეთში. ამ ზავით რუსეთმა უზრუნველყო სამხრეთი ზურგის უსაფრთხოება ჩრდილოეთის ომის დამამთავრებელ ეტაპზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]