აჰმედ-ფაშას ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჰმედ-ფაშას ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანთა იმპერიას შორის. ხელი მოაწერეს 1732 წლის 10 იანვარს.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნეში ოსმალეთსა და ირანს შორის ორი, სერავისა და ზუჰაბის ხელშეკრულებები დაიდო. ირანში ჰოტაკის დინასტიის ხანმოკლე მმართველობის პერიოდში, ირანის საზღვრის გასწვრივ საკმაოდ ქაოსი და არეულობა იყო, განსაკუთრებით კავკასიაში. ამასობაში, პეტრე დიდმა დაიპყრო ჩრდილოეთ კავკასია და აზერბაიჯანი. ოსმალეთის იმპერიას ეშინოდა რუსეთის გავლენის გაძლიერებისა კავკასიაში და ბალანსის აღდგენის მიზნით გადაწყვიტა თბილისის ხელში ჩაგდება. ამ ოპერაციას ხანგრძლივი ირან-ოსმალეთის ომი მოჰყვა.

1723-1730 წლებში ოსმალებმა აღადგინეს კონტროლი ამიერკავკასიაზე, დაიპყრეს ერევანი და განჯა, გაემართნენ თბილისისაკენ. სამხრეთის ფრონტზე ოსმალებმა დაიპყრეს თავრიზი, ურმია, ქირმანშაჰი და ჰამადანი. ხანგრძლივმა ომმა დაღალა ორივე მხარე და შეთანხმდნენ ომის დასრულებაზე. აჰმედ-ფაშამ (ოსმალეთი) და მეჰმედ რიზა კულუმ (ირანი) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას.

ხელშეკრულების პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელშეკრულების თანახმად:

  • ოსმალებმა კავკასიაში არსებული მიღწევები შეინარჩუნეს.
  • ოსმალებმა ირანს დაუბრუნა სამხრეთის ფრონტზე დაპყრობილი ტერიტორიები.
  • მდინარე არაქსი გახდა ახალი სასაზღვრო ხაზი ამიერკავკასიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Prof.Yaşar Yücel-Prof Ali Sevim:Türkiye tarihi vol.III, AKDTYKTTK Yayınları, 1991