ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა რომში (იტალია) პრესის თავისუფლების დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციაში. (BBC)
ირლანდიაში გამართულ მეორე რეფერენდუმზე მოსახლეობის 67.1%-მა მხარი დაუჭირა ლისაბონის შეთანხმებას. გასულ წელს ირლანდიის მოსახლეობამ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა. (The Guardian)
სომხეთის მმართველი კოალიციის სამმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი მიესალმებიან ერევნის და ანკარის ურთიერთობის განვითარებას და მხარს დაუჭერენ თურქეთთან კავშირის დამყარებას (რადიო "თავისუფლება")
გაეროს კვლევებით, რომლებიც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობას, განათლების დონესა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს ეყრდნობა, საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად ნორვეგია გამოცხადდა. სამეულში მოხვდნენ ავსტრალია და ისლანდია (რადიო "თავისუფლება")
მიმდინარე მოვლენები 6 ოქტომბერი, 2009 (2009-10-06) (სამშაბათი)
პაკისტანის ქალაქ ფეშავარში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 49 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მთავრობის განცხადებით, ეს ამტკიცებს თალიბანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევის აუცილებლობას. (Reuters)
ექვს ვიეტნამელ პრო-დემოკრატიულად განწყობილ აქტივისტს ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯათ მთავრობის საწინააღმდეგო პროპაგანდის გამო (BBC)
ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ. დაკვნაში საუბარია საქართველოში ამ კუთხით არსებულ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე. (რადიო "თავისუფლება")
ჩეხეთის პრეზიდენტის, ვაცლავ კლაუსის აზრით რეფორმის ტრაქტატის მოწინააღმდე უკვე ვეღარ შეუშლიან მის ძალაში შესვლას ხელს, რადგანაც დოკუმენტის მიღების პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. (BBC)
მადრიდში მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა პროტესტი აბორტის წინააღმდეგ. 2003-2004 წლების ანტისაომარი გამოსვლების შემდეგ ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია იყო. (The Times)
ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევა თბილისის კიდევ ერთ სკოლაში გამოვლინდა. ამ დიაგნოზით იაშვილის სახელობის საავადმყოფოში თბილისის 192-ე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე მკურნალობს. (Rustavi2.com)