ირანის ბირთვული პროგრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ირანის ბირთვული პროგრამის განხორციელება დაიწყო 1967 წელს, როდესაც აშშ-მა ირანის შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლევის 5 მეგავატის სიმძლავრის ატომური რეაქტორი მისცა. რეაქტორების მშენებლობაში ტექნოლოგიურ დახმარებას ირანს შემდგომში უწევდნენ გერმანია და საფრანგეთი. ირანმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა 1968 წელს, ხოლო რატიფიცირება გაუკეთა 1970 წელს.