ზვიად სიჭინავა
იერსახე
| ზვიად სიჭინავა | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 1 ოქტომბერი, 2009 – 7 სექტემბერი, 2015 | |
| წინამორბედი | რევაზ არველაძე (მოვალეობის შემსრულებელი) |
| მემკვიდრე | ლევან კობიაშვილი |
| დაბადებული | 25 აპრილი, 1966 სპარტა, ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
დომენტი (ზვიად) სიჭინავა (დ. 25 აპრილი, 1966) — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2009 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა რუსეთის ფედერაციაში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის სოფელ სპარტაში. დაამთავრა ზუგდიდის მე-4 საშუალო სკოლა. სამხედრო სავალდებულო სამსახური საბჭოთა არმიაში გაიარა, რის შემდეგაც სწავლა ხარკოვის რადიო-ელექტრონიკის ინსტიტუტში გააგრძელა.
1991-94 წლებში მუშაობდა კომპანია „დიდ მიზანში“, დირექტორის მოადგილედ. 1995-2005 წლებში მოსკოვის, ტერეზა დუროვას სახელობის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი იყო, 2005-06 წლებში კი - კომპანია „რუსული რესტავრაციის“ ფინანსური დირექტორი. 2006 წლიდან საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ბაიას“ პრეზიდენტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზვიად სიჭინავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზვიად სიჭინავა — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე (დაარქივებული)