რეჯეფ თაიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი Recep Tayyip Erdoğan | |
თურქეთის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 28 აგვისტო, 2014 |
ვიცე-პრეზიდენტი | ფუატ ოქტაი |
პრემიერ-მინისტრი | აჰმედ დავუთოღლუ (2014-2016) ბინალი ილდირიმი (2016-2018) |
წინამორბედი | აბდულა გიული |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 მარტი, 2003 – 28 აგვისტო, 2014 | |
წინამორბედი | აბდულა გიული |
მემკვიდრე | აჰმედ დავუთოღლუ |
სტამბოლის მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 მარტი, 1994 – 6 ნოემბერი, 1998 | |
წინამორბედი | ნურეთინ სეზენი |
მემკვიდრე | ალი მიუფით ღურტუნა |
დაბადებული | 26 თებერვალი, 1954 სტამბოლი, თურქეთი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
პოლიტიკური პარტია | სამართლიანობისა და განვითარების პარტიის |
მეუღლე | ემინე ერდოღანი |
შვილები | აჰმედ ბურაქი, ნეჯმედდინ ბილალი, ესმა და სიუმეიე |
განათლება | სტამბოლის ეკონომიკისა და კომერციულ მეცნიერებათა აკადემია |
რელიგია | ისლამი (სუნიტი) |
ხელმოწერა |
რეჯეფ თაიფ ერდოღანი (თურქ. Recep Tayyip Erdoğan; დ. 26 თებერვალი, 1954, სტამბოლი, თურქეთი) — თურქეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. თურქეთის პრემიერ-მინისტრი 2003-2014 წლებში, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერი. 1994-1998 წლებში იყო სტამბოლის მერი. თურქეთის პრეზიდენტი, 2014 წლის 28 აგვისტოდან. ერდოღანი არის თურქეთის ევროინტეგრაციის მომხრე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერდოღანი დაიბადა სტამბოლში, რეჯეფ თაიპ ერდოღანის მამა, აჰმეთ ერდოღანი, „თაიპ ბაქათალად“ წოდებული თაიფ ეფენდის შვილია.[1] 2004 წლის 11 აგვისტოს, საქართველოში ვიზიტის დროს რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „მეც ქართველი ვარ, ჩვენი ოჯახი ბათუმიდან რიზეში გადავიდა საცხოვრებლად“. მაგრამ, ამის განცხადების შემდეგ,[2] თურქული არხის NTV-ს ეთერში 2007 წელს, მან უარყო ეს და განაცხადა, რომ ქართული და სომხური წარმოშობა არ აქვს და თურქია[3]. 2009 წელს, Odatv-ს ეთერში გაისმა ვერსია, რომ მისი პაპა „ბაქათალა“-ს მეტსახელს ატარებს გამომდინარე იქიდან, რომ ის არის შიდა ქართლის სოფელ „ბაქათადან“.[4] აჰმეთ ერდოღანის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, საფლავის ქვაზე 1905-1906 ჩანაწერის მიუხედად, პირადობაში წერია 1905 წელი.[5]
ერთ-ერთ ინტერვიუში ერდოღანმა განაცხადა, რომ ბავშვობაში ის ყიდდა ბუბლებს და წყალს[6], ასევე მასზე მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში „ოსტატის ამბავი“ (თურქ. Ustanın Hikayesi), მოყვანილია ბავშვობის ის პერიოდი, სადაც მან ზაფხულში აგროვებდა ჩაის და თხილს რიზეში.[7] დაწყებითი განათლება მიიღო ქასიმფაშას „ფიჰალეფაშას დაწყებით სკოლაში“, რომელიც დაამთავრა 1965 წელს, ხოლო ამის შემდეგ სწავლა განაგრძო სტამბოლის ფატიჰის რაიონის „იმამ ჰათიპის უმაღლესი განათლების სკოლაში“, რომელიც 1973 წელს დაამთავრა.[8][9] სტამბოლის „იმამ ჰათიპის უმაღლესი განათლების სკოლაში“ სწავლის დროს სამოყვარულოდ თამაშობდა ფეხბურთს.[10]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვიკიციტატებში | |
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვიკისაწყობში |
- თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი (თურქული)
- რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბიოგრაფია OECD-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Yalçın, Soner; ss. 11
- ↑ başlık = Başbakan Erdoğan 'Gürcü' Asılı Mı!| yayımcı= Milliyet |erişimtarihi = 12 Kasım 2009
- ↑ http://www.youtube.com/watch?v=8RcH-t3O2OA
- ↑ |başlık=Başbakan Erdoğan dedesinin nereli olduğunu Odatv'den öğrenecek |yayımcı=Odatv |tarih=17 Ağustos 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-16. ციტირების თარიღი: 2016-02-26.
- ↑ Yalçın, Soner; ss. 19
- ↑ |başlık=Erdoğan: Simit ve su satar, kitap alırdım |yayımcı=NTV.com.tr |tarih=23 Temmuz 2012 |yer=Ankara |çalışma=Anadolu Ajansı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-13. ციტირების თარიღი: 2016-02-26.
- ↑ |başlık=Erdoğan, kendi hikayesini anlattı |yayımcı=Zaman |çalışma=Cihan Haber Ajansı |tarih=4 Eylül 2013 |yer=Ankara. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-13. ციტირების თარიღი: 2016-02-26.
- ↑ name="Bakanlar Kurulu'nun özgeçmişi"
- ↑ Yalçın, Soner; ss. 33
- ↑ Yalçın, Soner; ss. 43