მეტალიკის ტურნეების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მეტალიკის ტურნეები)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მეტალიკის ტურნეების სია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მეტალიკის ტურნეების სია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
The four band members are shown performing during a concert
მეტალიკა კონცერტზე შვედეთში World Magnetic Tour ტურნეს ფარგლებში, 2009 წ.

მეტალიკაამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფი, რომელიც 1981 წელს დრამერმა ლარს ულრიხმა დააარსა ლოს-ანჯელესში. 1982 წლის კონცერტებისათვის ულრიხთან ერთად ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ ვოკალი და რიტმული გიტარაჯეიმზ ჰეტფილდი, წამყვანი გიტარა და დამატებითი ვოკალი — დეივ მასტეინი და ბას-გიტარარონ მაკგოვნი. ამ შემადგენლობით ჯგუფმა სულ რამდენიმე კონცერტი ჩაატარა. კირკ ჰემეტმა ჩაანაცვლა დეივ მასტეინი 1983 წელს, ხოლო ბასისტები მეტალიკას ოთხი ჰყავდა (რონის ჩათვლით): კლიფ ბარტონი (1982—1986), ჯეისონ ნიუსტედი (1986—2001) და ბოლოს ამჟამინდელი ბასისტი რობერტ ტრუჰილო (2003-დან).[1][2]

კარიერის დასაწყისში მეტალიკა უკრავდა პატარა ფესტივალებზე და როგორც მხარდამჭერი ჯგუფი ვენომისათვის.[3] 1982 წლის შემდეგ მეტალიკა ყველა დასახლებულ კონტინენტზე მართავდა ცოცხალ შოუებს ყოველ წელს (2001 წლის გარდა), ჯამში 1 600-ზე მეტი შოუ. მათი უმრავლესობა შესრულდა აშშ-ში, თუმცა სხვა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი რაოდენობა იქნა წარმოდგენილი კანადაში, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში. ჯგუფმა ჩაატარა შვიდი მსოფლიო მასშტაბის ტურნე: Damage, Inc. Tour (1986–1987), Damaged Justice (1988–1989), Wherever We May Roam Tour (1991–1992), Nowhere Else to Roam (1993), Madly in Anger with the World Tour (2003–2004), Escape from the Studio '06 და World Magnetic Tour (2008–2010).

მეტალიკა გამოდიოდა ისეთ მასშტაბურ როკ ფესტივალებზე, როგორებიცაა Woodstock '94, Ozzfest, Monsters of Rock, Lollapalooza, Download Festival, Reading Festival და Days on the Green. მათ ჩატარებული აქვთ კონცერტები სტადიონებზეც, რომელთაგან ზოგიერთს 100 000-ზე მეტი მსმენელი დაესწრო. ისტორიაში ერთ-ერთი კონცერტი ყველაზე მრავალრიცხოვანი მსმენელთა რიცხვით ჩაატარა მეტალიკამ 1991 წლის 28 სექტემბერს ტუშინოს აეროდრომზე, მოსკოვი, რომელსაც, არაოფიციალური მონაცემებით, 1.6 მილიონი ადამიანი დაესწრო.[4] ზოგიერთი ვიდეო ჩანაწერი ამ კონცერტებიდან შეტანილი იქნა სასაჩუქრე ყუთებში ან DVD გამოცემებში. ზოგიერთი შოუ გაიმართა თეატრებში, მათ შორის ორი ბერკლის საზოგადოებრივ თეატრში 1999 წლის 22 და 23 აპრილს, სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. ეს კონცერტები ჩაიწერა და სრულად შევიდა საკონცერტო ალბომში S&M.[5]

მეტალიკის პირველი ოფიციალური ტურნე იყო Kill 'Em All for One, რომელიც დაიწყო 1983 წელს მათი სადებიუტო ალბომის მხარდასაჭერად. მათი ყველაზე ხანგრძლივი ტურნეები იყო Wherever We May Roam და World Magnetic, რომლებიც გაგრძელდა 14 და 20 თვე, შესაბამისად, 170 კონცერტზე მეტით თითოეულ მათგანში.[6] მეტალიკა ყველაზე მომგებიან ცოცხლად შემსრულებელთა შორისაა, გაიყიდა რა ნახევარი მათი პირველი 187 კონცერტისა 2000-იანი წლების დასაწყისში, დამსწრეთა რაოდენობამ 3.5 მილიონ კაცს გადააჭარბა, ხოლო მოგებამ — 227 მილიონ აშშ-ის დოლარს.[7]

1980-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება თარიღები და ადგილმდებარეობა შოუების
რიცხვი
[შ. 1]
მხარდამჭერი შემსრულებლები[შ. 2]
19831984 Kill 'Em All for One 5 მარტი, 1983–22 იანვარი, 1984 (აშშ) 31 Raven,[8] Anthrax[3] Exodus

ეს იყო ჯგუფის პირველი ტურნე, რომელიც გამართული იყო მათი სადებიუტო ალბომის Kill 'Em All მხარდასაჭერად.[8]

1984 Seven Dates of Hell 3 თებერვალი29 აგვისტო, 1984 (ევროპა) 16 Venom (მთავარი ჯგუფი),[3] Twisted Sister[3][9]

მეტალიკა უკრავდა როგორც მხარდამჭერი ჯგუფი ვენომისათვის. წარდგა 7 000 მსმენელის წინაშე ფესტივალზე Aardschok, ნიდერლანდები.[3]

1984 Bang That Head That Doesn't Bang 16 ნოემბერი20 დეკემბერი, 1984 (ევროპა) 25 Tank[10]

ჯგუფს ჰქონდა მისი პირველი შედარებით დიდი ტურნე ევროპაში, მსმენელთა საშუალო რიცხვი - 1 300.[10]

1985 Ride The Lightning Tour 11 იანვარი19 მარტი, 1985 (ჩრდილო ამერიკა)
13 აგვისტო14 სექტემბერი, 1985 (ევროპა)
29 სექტემბერი31 დეკემბერი, 1985(აშშ)
57 W.A.S.P., Armored Saint, Tank,[10] ZZ Top, Marillion, ბონ ჯოვი, Ratt, Magnum, ტომი ვეინსი[11]

ტურნე ეძღვნებოდა მეტალიკის მეორე ალბომს Ride the Lightning, დასწრება ფესტივალზე Day on the Green (ჩატარდა ოკლენდში, კალიფორნია) უდრიდა 60 000 მსმენელს.[10] ტურნეს განმავლობაში მეტალიკამ პირველად დაუკრა ფესტივალზე Monsters of Rock 70 000 მსმენელის წინაშე დონინგტონის პარკში, ინგლისი[10]

19861987 Damage, Inc. Tour 27 მარტი3 აგვისტო, 1986 (ჩრდილო ამერიკა)
10 სექტემბერი, 1986–2 იანვარი, 1987 (ევროპა)
8 იანვარი13 თებერვალი, 1987 (მსოფლიო ტურნე)
142 Anthrax[12]

ტურნე გაიმართა ჯგუფის მესამე ალბომის Master of Puppets მხარდასაჭერად, რომლის ჩრდილო ამერიკულ ნაწილშიც მთავარი შემსრულებელი იყო ოზი ოსბორნი.[10] ეს ტურნე ჯგუფისთვის უბედურებებთან ასოცირდება, რადგან ჯეიმზმა მიიღო მაჯის ტრავმა, რის გამოც იგი, როგორც გიტარისტი, ორჯერ ჩაანაცვლა ტექნიკოსმა ჯონ მარშალმა.[13][14] მოგვიანებით, ტურნეს ევროპული ნაწილის განმავლობაში ავტოკატასტროფაში დაიღუპა ბასისტი კლიფ ბარტონი.[13] მეტალიკამ მომავალ მსოფლიო ტურნეზე ახალი ბასისტი - ჯეისონ ნიუსტედი წარუდგინა პუბლიკას.[14]

1987 Monsters Of Rock '87 2030 აგვისტო, 1987 (ევროპა) 4 ბონ ჯოვი, დიო, Anthrax, W.A.S.P., Cinderella, The Bailey Brothers[11][15]

ჯგუფმა უკვე მეორედ მიიღო ფესტივალში მონაწილეობა, კონცერტებით ინგლისსა და დასავლეთ გერმანიაში.[15]

1988 Monsters Of Rock '88 27 მაისი30 ივლისი, 1988 (აშშ) 32 Van Halen (მთავარი ჯგუფი), Scorpions, Dokken, Kingdom Come[16]

მეტალიკა გამოვიდა იმავე ფესტივალზე ორი წელი თანმიყოლებით და დაუკრა 40 000-დან 53 000-მდე მსმენელის წინაშე.[17][18]

19881989 Damaged Justice 11 სექტემბერი5 ნოემბერი, 1988 (ევროპა)
15 ნოემბერი, 1988–8 ოქტომბერი, 1989 (მსოფლიო ტურნე)
222 Danzig, Queensrÿche,[19] Mortal Sin,[20] The Cult[21]

ტურნე გაიმართა მეტალიკის მეოთხე სტუდიური ალბომის ...And Justice for All მხარდასაჭერად.[22] 1989 წლის 29 და 30 აგვისტოს შოუები სიეტლში მოგვიანებით გამოიცა სასაჩუქრე ყუთის სახით, სახელწოდებით Live Shit: Binge & Purge.[23]

1990-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება თარიღები და ადგილმდებარეობა შოუების
რიცხვი
[შ. 3]
მხარდამჭერი შემსრულებლები[შ. 2]
1990 Tour 1990 11 მაისი11 სექტემბერი, 1990 (ევროპა/ჩრდილო ამერიკა) 12 Warrior Soul, დიო, Bonham,[24] Aerosmith (მთავარი ჯგუფი)[25]

ტურნე შედგებოდა რამდენიმე ევროპული ფესტივალისა და სტადიონის შოუებისაგან, ისევე როგორც გასაიდუმლოებული კონცერტისგან ღამის კლუბში The Marquee სახელწოდებით The Frayed Ends.[26] იგი ასევე მოიცავდა Aerosmith-ის ორ შოუს ტურნედან Pump Tour, ჯგუფებთან The Black Crowes და Warrant ერთად, მსმენელთა რიცხვით 60 000 და 30 000, შესაბამისად.[25][27]

1991 Monsters Of Rock '91 1 აგვისტო28 სექტემბერი, 1991 (ჩრდილო ამერიკა/ევროპა) 24 AC/DC (მთავარი ჯგუფი), Pantera, Mötley Crüe, Queensryche, The Black Crowes[11]

მეტალიკა ამ ფესტივალზე უკვე მეოთხედ წარდგა. ტურნეს ბოლო კონცერტი ჩატარდა 28 სექტემბერს ტუშინოს აეროპორტში, მოსკოვში, და შეფასდა როგორც პირველი თავისუფალი დასავლური როკ კონცერტი საბჭოთა კავშირშის ისტორიაში, მსმენელთა რაოდენობას რაც შეეხება, იგი შეფასდა 150 000-დან 500 000-მდე,[28][29] ზოგიერთი არაოფიციალური ცნობებით კი - 1 600 000-ც კი.[4]

19911992 Wherever We May Roam Tour 12 ოქტომბერი, 19915 ივლისი, 1992 (მსოფლიო ტურნე)
22 ოქტომბერი18 დეკემბერი, 1992 (ევროპა)
174 Metal Church

ტურნე ჩატარდა ჯგუფის მეხუთე სტუდიური ალბომის Metallica (ცნობილი ასევე შავი ალბომის სახელითაც) მხარდასაჭერად, რომელიც მოიცავდა ასევე ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ კონცერტს, სადაც ჯგუფმა ერთი-ორი სიმღერა დაუკრა საკუთარი რეპერტუარიდან, ხოლო ჯეიმზმა იმღერა Queen-თან და ტონი აიომისთან ერთად. 1992 წლის 13 და 14 იანვრის შოუები სან დიეგოში მოგვიანებით გამოიცა სასაჩუქრე ყუთის სახით სახელწოდებით Live Shit: Binge & Purge,[23] ხოლო ტურნე და ალბომის შექმნის პროცესი აისახა დოკუმენტურ ფილმში A Year and a Half in the Life of Metallica.[30]

1992 Guns N' Roses/Metallica Stadium Tour 17 ივლისი6 ოქტომბერი, 1992 (ჩრდილო ამერიკა) 25 Guns N' Roses (მთავარი ჯგუფი მეტალიკასთან ერთად), Faith No More, Body Count, მოუტერჰედი[31][32][33]

ეს იყო მეტალიკის Wherever We May Roam ტურნესა და განზ'ენ'როუზიზის Use Your Illusions ტურნეს თანაკვეთა. მონრეალში ჯეიმზმა სერიოზული დამწვრობები მიიღო პიროტექნიკის ეფექტებისგან, რის გამოც იგი, როგორც გიტარისტი, კვლავ ჯონ მარშალმა შეცვალა.[31]

1993 Nowhere Else To Roam 22 იანვარი13 მარტი, 1993 (აშშ/მექსიკა)
16 მარტი8 მაისი, 1993 (მსოფლიო ტურნე)
19 მაისი4 ივლისი, 1993 (ევროპა)
77 Suicidal Tendencies,[34] The Cult[35]

შოუები მეხიკოში 1993 წლის თებერვალსა და მარტში მოგვიანებით გამოცემული იქნა როგორც ცოცხალი სასაჩუქრე ყუთის Live Shit: Binge & Purge ნაწილი.[31] ეს იყო ასევე პირველი შეხვედრა ჯგუფისა და ბასისტ რობერტ ტრუჰილოსი, რომელიც ათი წლის მოგვიანებით შეუერთდა ჯგუფს.[34]

1994 Shit Hits The Sheds Tour 28 მაისი21 აგვისტო, 1994 (აშშ) 51 Danzig, Suicidal Tendencies[34]

ტურნე მოიცავდა შესრულებას ვუდსტოკის ფესტივალზე 1994 წლის 13 აგვისტოს 350 000 მსმენელის წინაშე.[36][37]

1995 Escape From The Studio '95 23 აგვისტო14 დეკემბერი, 1995 (გაერთ. სამ./კანადა/აშშ) 5 Slayer, Skid Row, Slash's Snakepit, Therapy?, Warrior Soul, Machine Head, White Zombie, Corrosion of Conformity[11]

ტურნეს განმავლობაში პირველად შესრულდა თითო სიმღერა მომდევნო ორი ალბომიდან.[38] კონცერტზე დონინგტონის პარკში მეტალიკა უკვე მეხუთედ შეუერთდა ფესტივალს Monsters of Rock.[11]

1996 Lollapalooza No. 6 4 ივნისი4 აგვისტო, 1996 (ჩრდილო ამერიკა) 28 Soundgarden, Cocteau Twins, Devo, Ramones, Rancid, Shaolin Monks, Screaming Trees, Psychotica[39][40]

მეტალიკამ გახსნა ფესტივალი და დაუკრა 20 000 მსმენელის წინ.[41][42]

19961997 Poor Touring Me 6 სექტემბერი27 ნოემბერი, 1996 (ევროპა)
19 დეკემბერი, 1996–28 მაისი, 1997 (ჩრდილო ამერიკა)
139 Corrosion of Conformity, Soundgarden, Korn[43][44]

ტურნე მხარს უჭერდა იმ დროისთვის უკანასკნელ ალბომს Load.[45] 1997 წლის 9 და 10 მაისის შოუები ფორტ უორზში მოგვიანებით შეტანილი იქნა ვიდეო-ალბოში Cunning Stunts.[46]

1997 Blitzkrieg '97 2224 აგვისტო, 1997 (ევროპა) 3

მეტალიკამ დაუკრა ევროპულ ფესტივალებზე, რათა შეესრულებინა ადრე აღებული საკონტრაქტო ვალდებულებანი. მათ მონაწილეობა მიიღეს სამ ფესტივალში: ბელგიაში, Pukkelpop ფესტივალში,[47] გერმანიაში, Blind Man's Ball ფესტივალსა[48] და ინგლისში, Reading ფესტივალში.[49]

1997 Re-Load Promo Tour 1118 ნოემბერი, 1997 (აშშ/ევროპა) 6

ტურნე მიზნად ისახავდა ბოლოს გამოსული ალბომის Reload რეკლამირებას.[45] 120 000 ფანზე მეტმა დარეკა და ითხოვა, ეთქვათ მათთვის ადგილი, სადაც უნდა ჩატარებულიყო უფასო კონცერტი ნოემბერში, მოგვიანებით სახელდებული როგორც Million Decibel March.[50]

19981999 Poor Re-Touring Me Tour 21 მარტი8 მაისი, 1998 (წყნარი ოკეანის ქვეყნები)
24 ივნისი, 1998–22 აპრილი, 1999 (ჩრდილო ამერიკა)
65

ჯერი კანტრელი, Days of the New,[51] Monster Magnet[52]

1999 წლის 21 და 22 აპრილის შოუები ბერკლის საზოგადოებრივ თეატრში სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გამოშვებული იქნა ალბომის S&M სახით.[5]

1998 Garage Inc Promo Tour 1724 ნოემბერი, 1998 (ჩრდილო ამერიკა) 5 Battery[45]

ტურნე მხარს უჭერდა ალბომს Garage Inc..[52]

1999 Garage Remains The Same Tour 30 აპრილი14 მაისი, 1999 (მექსიკა/სამხრეთი ამერიკა)
21 მაისი8 დეკემბერი, 1999 (ევროპა/აშშ)
53 Pantera, Monster Magnet[53] Sepultura, Mercyful Fate, ფილ ანსელმო[54] Catupecu Machu, Almafuerte, Monster Magnet[52]

ტურნე მხარს უჭერდა ალბომს Garage Inc..[52] 2000 წელს ჯგუფმა ამავე სახელით გამოუშვა შეზღუდული რაოდენობის ალბომი ამავე ტურნეზე ჩაწერილი ექვსი სიმღერით, რომლებიც საჩუქრად გადასცა მათი ფანკლუბის საიტზე პლატინის სტატუსის მქონე რამდენიმე მომხმარებელს.[55]

1999-2000 M2K Mini Tour 28 დეკემბერი, 1999–10 იანვარი, 2000 (აშშ) 10 ტედ ნუგენტი, Sevendust, Kid Rock,[5] Creed,[56] Methods Of Mayhem[57]

ახალი წლის ღამის შოუს პონტიაკში (მიჩიგანი) ესწრებოდა 50 000 ადამიანი.[58]

2000-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება თარიღები და ადგილმდებარეობა შოუების
რიცხვი
[შ. 4]
მხარდამჭერი შემსრულებლები[შ. 2]
2000 Summer Sanitarium Tour 23 ივნისი9 აგვისტო, 2000 (აშშ) 21 Korn, Kid Rock, Powerman 5000, System Of A Down[59][60]

ჰეტფილდმა გამოტოვა სამი შოუ ზურგის დაზიანების გამო.[61] მის მაგივრად ნიუსტედმა იმღერა სიმღერების უმეტესობა, ხოლო დანარჩენი სიმღერებისათვისა და რიტმული გიტარისთვის შეირჩა მუსიკოსები სხვა ჯგუფებიდან.[62][63]

2003 Summer Sanitarium Tour 428 ივნისი, 2003 (ევროპა)
4 ივლისი29 აგვისტო, 2003 (ევროპა/ჩრდილო ამერიკა)
36 Limp Bizkit, Deftones, Mudvayne, Linkin Park, Lostprophets, The Darkness[64][65][66]

ტურნე გაიმართა ალბომის St. Anger მხარდასაჭერად და აღსანიშნავია იმით, რომ ამ ტურნეზე პირველად დაუკრა ჯგუფთან ერთად ჯგუფის ახალმა ბასისტმა - რობერტ ტრუჰილომ.[66]

20032004 Madly in Anger with the World Tour 6 ნოემბერი, 2003–28 ნოემბერი, 2004 (მსოფლიო ტურნე) 137 Godsmack,[67] Lostprophets, Slipknot,[67][68][69] Sully Erna, დეივ ლომბარდო[69]

კიდევ ერთი ტურნე, რომელიც გაიმართა St. Anger-ის მხარდასაჭერად და რომლის შოუების უმეტესების შეძენა ინტერნეტ მაღაზიებშია შესაძლებელი ციფრული ჩამონატვირთის სახით.[70] ინგლისში Download Festival-ზე მეტალიკის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ლარსმა გასაიდუმლოებული დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოს მიაკითხა. ულრიხის დრამის ტექნიკოსმა ფლემინგ ლარსენმა, დეივ ლომბარდომ სლეიერიდან და ჯოი ჯორდისონმა Slipknot-იდან ითავეს ლარსის მაგივრად დაკვრა.[71]

2006 Escape from the Studio '06 13 მარტი15 აგვისტო, 2006 (მსოფლიო ტურნე) 16 Avenged Sevenfold, Bullet for My Valentine, Trivium, Tool[72]

შესრულდა ორი ახალი უსახელო სიმღერა, რომლებიც გარკვეული ნაწილით აისახა მომავალ ალბომში.[73] ტურნეზე პირველად ჯგუფის ისტორიაში შესრულდა ალბომი Master of Puppets სრულად, თანამიმდევრობის დაცვით.[74]

2007 Sick Of The Studio '07 28 ივნისი18 ივლისი, 2007 (ევროპა) 12 Mastodon, HIM, ჯო სატრიანი, Stone Sour, Incubus, Biok, Faithless, Interpol, The Kooks, My Dying Bride, Dirt Spawn Disease, Heaven and Hell, Oomph!, Machine Head, Turbonegro, Volbeat, Mnemic, Diablo[75]

ტურნე მოიცავდა შოუებს ფესტივალებსა და სტადიონებზე, სადაც თავმოყრილი იყო 60 000-ზე მეტი მსმენელი.[76][77]

2008 2008 European Vacation Tour 14 მაისი24 აგვისტო, 2008 (ჩრდილო ამერიკა/ევროპა) 26 The Sword, ოზი ოსბორნი, სერჟ ტანკიანი, Hellyeah, ჯონათან დევისი, Cavalera Conspiracy, Shadows Fall, Apocalyptica, In This Moment[78]

წარმოდგენილი იქნა ორი სიმღერა მომავალი ალბომიდან.[79] ჯგუფმა პირველად მისი არსებობის მანძილზე დაუკრა ფესტივალზე Ozzfest, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა ჯგუფმა. მეტალიკამ შეასრულა ზუსტად ოზი ოსბორნის შემდეგ.[78][80]

20082010 World Magnetic Tour 12 სექტემბერი, 2008–27 ივნისი, 2010 (ევროპა)
17 ოქტომბერი, 2008–12 დეკემბერი, 2009 (აშშ/კანადა)
4 ივნისი, 2009–14 მარტი, 2010 (ლათინური ამერიკა)
13 ოქტომბერი, 2010–21 ნოემბერი, 2010 (ავსტრალია/ახალი ზელანდია)[81]
22 მაისი, 2010 (ისრაელი, თელ-ავივი)
187 Lamb of God, The Sword, Volbeat, Machine Head, Down, Mastodon, Avenged Sevenfold, Resorte, Fear Factory, Gojira, Horcas, Mad, Hibria, Sepultura, ლემი კილმისტერი, ბილ ბაიფორდი, რეიმონდ ჰოლერი.[82][83][84]

ტურნე გაიმართა ალბომის Death Magnetic მხარდასაჭერად. 4, 6 და 7 ივნისის შოუები მეხიკოში და 7 ივლისის შოუ ნიმესში (საფრანგეთი) გამოვიდა DVD-ების სახით, შესაბამისად სახელწოდებებით Orgullo, Pasión, y Gloria: Tres Noches en la Ciudad de México და Français Pour une Nuit.[85][86] ტურნე დამთავრდა 2010 წლის ნოემბერში კონცერტებით ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.[81]

2010-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება თარიღები და ადგილმდებარეობა შოუების
რიცხვი
[შ. 5]
მხარდამჭერი შემსრულებლები[შ. 2]
20082010 World Magnetic Tour 12 სექტემბერი, 2008–27 ივნისი, 2010 (ევროპა)
17 ოქტომბერი, 2008–12 დეკემბერი, 2009 (აშშ/კანადა)
4 ივნისი, 2009–14 მარტი, 2010 (ლათინური ამერიკა)
13 ოქტომბერი, 2010–21 ნოემბერი, 2010 (ავსტრალია/ახალი ზელანდია)
22 მაისი, 2010 (ისრაელი, თელ-ავივი)
187 Lamb of God, The Sword, Volbeat, Machine Head, Down, Mastodon, Avenged Sevenfold, Resorte, Fear Factory, Gojira, Horcas, Mad, Hibria, Sepultura, ლემი კილმისტერი, ბილ ბაიფორდი, რეიმონდ ჰოლერი.

დეტალები იხილეთ ზემოთ.

2011 2011 Vacation Tour 23 აპრილი - 30 ოქტომბერი, 2011 (ჩრდილოეთი ამერიკა/ევროპა/სამხრეთი ამერიკა/აზია) 17

ტურნეში შედის „დიდი ოთხეულის“ ამერიკული შოუებიდან პირველი ორი, გამართული ინდიოუში, კალიფორნია,[87] და ნიუ-იორკში,[88][89] შესაბამისად, ისევე როგორც ჯგუფის ისტორიაში პირველ კონცერტს ინდოეთში.[90][91]

2012 2012 European Black Album Tour ევროპა: 7 მაისი - 10 ივნისი, 2012 16

ჯგუფი უკრავდა ევროპაში ერთი თვის განმავლობაში და გამოდიოდა ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა Sonisphere Festival, Download Festival, Nova Rock Festival, Rock in Rio Lisboa, Rock Werchter და Rock am Ring and Rock im Park. ამ ტურნეზე ჯგუფი, პირველად მათი არსებობის მანძილზე, უკრავდა სიმღერებს მხოლოდ შავი ალბომიდან სრული შემადგენლობით ყველა კონცერტზე, ალბომის ჩაწერის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით. 6 ივნისს ამ ტურნეს ფარგლებში ასევე პირველად გაიმართა კონცერტი აღმოსავლეთ იუტლანდიის სახელმწიფო ციხეში, დანიაში. ტურნეს დამთავრებისთანავე ჯგუფმა გადაინაცვლა სტუდიაში მეათე (თუ არ ჩავთვლით ლუ რიდთან თანამშრომლობით ჩაწერილ ალბომს) სტუდიურ ალბომზე სამუშაოდ, რომელსაც, სავარაუდოდ, 2014 წელს გამოუშვებენ.

სხვა კონცერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი თარიღები და ადგილმდებარეობა შოუების
რიცხვი
მხარდამჭერი შემსრულებლები
1982 14 მარტი30 ნოემბერი, 1982 (კალიფორნია) 31 Saxon,[92] Exodus[93]
ჯგუფის პირველი შოუები არ ყოფილა ტურნეების ფარგლებში. როგორ ახალმა, ჯგუფმა გამოუშვა რამდენიმე დემო და გამოიცვალა ორი წევრი: მასტეინის ნაცვლად ჯგუფში მიიღეს ჰემეტი, ხოლო მაკგოვნის ნაცვლად - ბარტონი.[1][94]
20002003 30 ნოემბერი, 2000–1 ივნისი, 2003 (კალიფორნია/ინგლისი) 10

ბასისტის გარეშე მეტალიკამ რამდენიმე კონცერტი ჩაატარა.[95] 2001 წელი იყო პირველი ჯგუფის არსებობის განმავლობაში, რომლის დროსაც მას არც ერთი შოუ არ ჩაუტარებია.[96] 2002 წლის ერთადერთი კონცერტის დროს ჯგუფმა წარადგინა თავი როგორც ბობის ჯგუფი (მას შემდეგ, რაც ბობ როკი დაეხმარა ბასის ჩაწერაში).[95]

2005 როლინგ სტოუნზის კონცერტები, 1315 ნოემბერი, 2005 (კალიფორნია) 2 The Rolling Stones (მთავარი ჯგუფი), Everclear[97]

ჯგუფმა შეწყვიტა თავისი შვებულება, რადგან მიიწვიეს როლინგ სტოუნზის ტურნეს A Bigger Bang Tour ორი კონცერტის გასახსნელად სან-ფრანცისკოში.[98]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1982 დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. , 1983 დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. , 1984 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. , 1985 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. , 1986 დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. , 1987 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. , 1988 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. და 1989 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. წლების კონცერტებზე შოუების სრული სია იხილეთ მეტალიკის ოფიციალურ საიტზე Metallica.com. წაკითხვის თარიღი 2011-07-10.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 აქ ჩამოთვლილი მხარდამჭერი შემსრულებლების უმეტესობა შეუერთდა მეტალიკას მხოლოდ მთლიანი ტურნეს გარკვეულ ნაწილში.
  3. 1990 დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. , 1991 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. , 1992 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. , 1993 დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. , 1994 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. , 1995 დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. , 1996 დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. , 1997 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. , 1998 დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. და 1999 დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. წლების კონცერტებზე შოუების სრული სია იხილეთ მეტალიკის ოფიციალურ საიტზე Metallica.com. წაკითხვის თარიღი 2011-07-10.
  4. 2000 დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. , 2001 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. , 2002 დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. , 2003 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. , 2004 დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. , 2005 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. , 2006 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. , 2007 დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. , 2008 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. და 2009 დაარქივებული 2011-06-11 საიტზე Wayback Machine. წლების კონცერტებზე შოუების სრული სია იხილეთ მეტალიკის ოფიციალურ საიტზე Metallica.com. წაკითხვის თარიღი 2011-07-10.
  5. 2010 დაარქივებული 2011-08-05 საიტზე Wayback Machine. და 2011 დაარქივებული 2011-07-13 საიტზე Wayback Machine. წლების კონცერტებზე შოუების სრული სია იხილეთ მეტალიკის ოფიციალურ საიტზე Metallica.com. წაკითხვის თარიღი 2011-07-10.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მეტალიკის ისტორია: ნაწილი I. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-18. ციტირების თარიღი: 2011-07-10.
  2. მეტალიკის ისტორია: ნაწილი II. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-10. ციტირების თარიღი: 2011-07-10.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 მეტალიკა 1983 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, – აგვისტო, 1984. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2009-01-20.
  4. 4.0 4.1 Sneak Peek: 'Guitar Hero: Metallica' | Spin Magazine Online. Spin (2009-01-26). ციტირების თარიღი: 2010-01-29.
  5. 5.0 5.1 5.2 მეტალიკა 1999 წლის 24 თებერვლიდან – 2000 წლის 23 თებერვლამდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
  6. ენდი გრინი. (2008-01-18) Lars Ulrich Says Metallica Will Tour Death Magnetic Through 2010. როლინგ სტოუნი. ციტირების თარიღი: 2009-02-05.
  7. Best of the 2000s: Top Touring Artists. ბილბორდი (დეკემბერი, 2009). ციტირების თარიღი: 2010-01-15.
  8. 8.0 8.1 მეტალიკა 1983 წლის 10–დან 27 მაისამდე – 27 ივლისიდან–3 სექტემბრამდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2007-12-01.
  9. Twisted Sister-ის ბიოგრაფია. Rock the Bayou (2011-07-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-22. ციტირების თარიღი: 2009-02-05.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 მეტალიკა 1984 წლიდან – 1986 წლის 27 მარტამდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2007-11-30.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 დონინგტონის შემადგენლობა - ისტორია. Download Festival 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-01. ციტირების თარიღი: 2009-01-24.
  12. სხვა შემსრულებელთა გამოსვლები მეტალიკის კონცერტებზე - Damage Inc.. Setlist.fm. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  13. 13.0 13.1 მეტალიკა 26 ივნისიდან – 27 სექტემბრამდე, 1986. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2007-11-16.
  14. 14.0 14.1 მეტალიკა 1986 წლის ოქტომბრიდან – 1987 წლის მარტამდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2007-11-30.
  15. 15.0 15.1 მეტალიკა 21 აგვისტოდან – 4 დეკემბრამდე, 1987. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2009-01-25.
  16. მეტალიკა 1988 წლის 27 მაისიდან – 1989 წლის 6 სექტემბრამდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2009-01-24.
  17. ჯონ პარელესი (1988-07-10). „Heavy Metal, Weighty Words“. The New York Times. NYTimes.com. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  18. „A `monster' show Heavy metal invasion rocks Mile High Stadium“. The Gazette. Colorado Springs, Colorado. 1988-08-01. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  19. Adverisments for Operation Mindcrime. Queensryche.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-01. ციტირების თარიღი: 2009-01-25.
  20. Mortal Sin-ის ბიოგრაფია. Mortalsin.co.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2010-01-15.
  21. სტეფენ თომას ერლევაინი. The Cult-ის ბიოგრაფია. Allmusic. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  22. Download Metallica June 28, 2007, Super Bock Super Rock Festival, Lisbon, POR. LiveMetallica.com. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  23. 23.0 23.1 Live Shit: Binge & Purge. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-02. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  24. Metallica/Dio/Bonham/Warrior Soul (Groennoordhal Leiden 20/5/90). Vinyltap.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-07. ციტირების თარიღი: 2009-01-29.
  25. 25.0 25.1 Pump Tour. Aeroforceone.com. ციტირების თარიღი: 2009-01-29.
  26. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, 11 მაისის კონცერტი, 1990. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-18. ციტირების თარიღი: 2009-01-29.
  27. სტეფენ დეივისი (1997). Walk This Way: The Autobiography of Aerosmith. HarperCollins, გვ. 472–474. ISBN 0380975947. 
  28. უილიამ ე. შმიდტი (1991-09-29). „მძიმე მეტალ ჯგუფები მოსკოვს აზანზარებენ“. The New York Times. NYTimes.com. ციტირების თარიღი: 2010-01-15.
  29. „Monsters of Rock მოსკოვში“. ორეგონი: The Eugene Register-Guard. Associated Press. 1991-09-29. p. 5A. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  30. მეტალიკა 1990 წლის თებერვლიდან – 1991 წლის 13 აგვისტომდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2007-12-02.
  31. 31.0 31.1 31.2 მეტალიკა 1992 წლის 9 აგვისტოდან – 1993 წლის 23 ნოემბრამდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2007-12-01.
  32. სხვა შემსრულებელთა გამოსვლები მეტალიკის კონცერტებზე - Metallica/Guns N' Roses Stadium Tour. Setlist.fm. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  33. Attempt to Bar Ice-T From Stadium Fails. Los Angeles times.
  34. 34.0 34.1 34.2 მეტალიკაში კვლავ სრული ერთობაა!!. Metallica.com (2003-02-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-10. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  35. 1993 წლის სურათების გალერეა. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-03. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  36. სტეფენ თომას ერლევაინი. Woodstock '94. Allmusic. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  37. სუზან დეჩილო (1994-10-29). „Woodstock '94 Site Is Clean and Green“. ნიუ-იორკ ტაიმზი. NYTimes.com. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  38. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, 23 აგვისტო, 1995. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-18. ციტატა: „2 x 4, Devil's Dance“ ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  39. Metroactive Music | Lollapalooza. Metroactive.com. ციტირების თარიღი: 2009-01-24.
  40. კორი მოსი. (1996-06-27) Lollapalooza is much more than just a bunch of bands. Iowa State Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  41. რობრტ ჰილბარნი. (1996-06-29) პოპ მუსიკის მიმოხილვა - Lollapalooza-ს ახალი ალტერნატივა - მეტალიკა ხმაურიანად ქმნის მძიმე ჰიდლაინერის პრეცედენტს. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-25. ციტირების თარიღი: 2010-01-15.
  42. ჯონ პარელესი (1996-07-12). „12 ივლისი, 1996 - Lollapalooza, No Longer So Ambivalent About Bigness - მიმოხილვა“. The New York Times. NYtimes.com. ციტირების თარიღი: 2010-01-15.
  43. 1996 წლის სურათების გალერეა. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-12. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  44. 23 ოქტომბერი, 2008 Tingley Coliseum, Albuquerque, NM. Livemetallica.com. ციტირების თარიღი: 2009-01-27.
  45. 45.0 45.1 45.2 მეტალიკა 1997 წლის 18 ნოემბრიდან - 1998 წლის 8 დეკემბრამდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2009-01-24.
  46. Cunning Stunts. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-01. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  47. Pukkelpop 1997 : ისტორია. Pukkelpop.be. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-20. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  48. სემ ჰედლენდი (1998). კოლექციონერთა ილუსტრირებული სახელმძღვანელო მეტალიკისკენ: საწვავი და ცეცხლი. Collector's Guide Publishing, გვ. 25. ISBN 978-1-896522-09-8. 
  49. Reading Festival 2008 : ისტორია. Festival Republic. Readingfestival.com (22–24 აგვისტო, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-14. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  50. ჯოელ მაკივერი (2004). Justice for All: The Truth about Metallica. Omnibus Press, გვ. 243. ISBN 0711996008. 
  51. Metallica Battles Bootleggers, Taps Jerry Cantrell And Days Of The New For Summer Tour. MTV.com. MTV Networks (1998-03-18). ციტირების თარიღი: 2009-03-05.
  52. 52.0 52.1 52.2 52.3 გარი შარფ-იანგი. მეტალიკის ბიოგრაფია. MusicMight.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-22. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  53. 1999 წლის სურათების გალერეა. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-01. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  54. სხვა შემსრულებელთა გამოსვლები მეტალიკის კონცერტებზე - Garage Remains The Same. Setlist.fm. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  55. The Garage remains the same. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-23. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  56. რობერტ მანსინი. (1999-11-19) Sevendust Taps Static-X For Tour, Lines Up Metallica Dates. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2009-01-24.
  57. დევიდ ბაშამი. (1999-11-29) Kid Rock, Methods Of Mayhem Added To Metallica-Ted Nugent Y2K Show. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  58. ბრაიან მაკ-კოლამი. (2000-01-01) The year rocks in with a heavy metal sound. Detroit Free Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-08-02. ციტირების თარიღი: 2009-01-24.
  59. მეტალიკა 2000 წლის 13 აპრილიდან – 30 ივნისამდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2009-01-20.
  60. Metallica, Korn, Kid Rock, PM5K, System To Tour. MTV.com. MTV Networks (2000-04-17). ციტირების თარიღი: 2009-01-24.
  61. კარა მანინგი. (2000-07-13) Hetfield Rejoins Metallica After Back Injury. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2009-01-24.
  62. დევიდ ბაშამი. (2000-07-10) UPDATE: Metallica Frontman Forced To Sit Out Shows. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2009-02-07.
  63. სპარტა, კენტუკი: 8 ივლისი, 2000. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-18. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
  64. ჯო დანჯელოუ. (2003-02-05) Linkin Park, Limp Bizkit, Metallica ერთობლივ ტურნეს მართავენ. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  65. ჯორჯ საკესტადი, სარა ქუელანდი. მეტალიკის Summer Sanitarium 2003 ტურნეს ფოტო გალერეა. Metroactive.com. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  66. 66.0 66.1 მეტალიკა 2003 წელს. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-23. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  67. 67.0 67.1 Madly in Anger with the World Tour - სურათების გალერეა. Mitrasites.com. ციტირების თარიღი: 2011-07-12.[მკვდარი ბმული]
  68. Madly in Anger with the World Tour - სურათების გალერეა. Bpsux.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-24. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  69. 69.0 69.1 სხვა შემსრულებელთა გამოსვლები მეტალიკის კონცერტებზე - Madly in Anger with the World Tour. Setlist.fm. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  70. მეტალიკამ გაუშვა მუსიკის ჩამოქაჩვის საიტი, რომელიც გვთავაზობს მიმდინარე ტურნეს ცოცხალი კონცერტების ჩანაწერებს. (PDF). მეტალიკის პრეს რელიზი (2004-03-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2009-01-20.
  71. Metallica's Lars Ulrich Hospitalized In Switzerland, Misses Show. Yahoo Music (2004-06-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-01. ციტირების თარიღი: 2006-12-09.
  72. Escape from the studio re-visited. Metallica.com (2006-04-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-18. ციტირების თარიღი: 2009-01-24.
  73. მეტალიკის ბასისტი რობერტ ტრუჰილო: ახალი ალბომი დინამიურია, მძიმე და მხერხავი. News. Roadrunner Records (2007-06-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-07. ციტირების თარიღი: 2007-07-18.
  74. Blabbermouth.net - Metallica Perform Entire 'Master Of Puppets' Album Again At Germany's Rock Im Park. Roadrunner Records. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-24. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  75. Sick of the studio '07-ის გამხსნელები. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  76. Blabbermouth.net - მეტალიკა ასრულებს ტურნეს Sick Of The Studio '07; გამოქვეყნდა მოსკოვის სეტლისტი. Roadrunner Records. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-28. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  77. რისთვის დგას O.S.H.M?. Metallica.com (2007-02-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  78. 78.0 78.1 ტოდ მატერნოუსკი. (2008-08-10) კონცერტის მიმოხილვა: Ozzfest, მეტალიკის მონაწილეობით / Ozzy Osbourne | www.pegasusnews.com | დალასი/ფორტ უორზი. www.pegasusnews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-29. ციტირების თარიღი: 2010-02-20.
  79. მეტალიკის ულრიხი და ჰემეტი საუბრობენ სიმღერის The Judas Kiss შესახებ. Roadrunner Records (11 სექტემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-08. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  80. BLABBERMOUTH.NET - მეტალიკა ასრულებს ახალ სიმღერას ფესტივალზე OZZFEST; ხელმისაწვდომია ვიდეო. Roadrunnerrecords.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-19. ციტირების თარიღი: 2010-02-20.
  81. 81.0 81.1 მეტალიკა მიემგზავრება ახალ ზელანდიაში. 3 News (2010-04-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-25. ციტირების თარიღი: 2010-08-29.
  82. სხვა შემსრულებელთა გამოსვლები მეტალიკის კონცერტებზე - World Magnetic. Setlist.fm. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  83. მეტალიკის ტურნე World Magnetic Tour ჯგუფებთან The Sword, Machine Head, Lamb Of God ერთად. Metallicablogmagnetic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-27. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  84. მეტალიკა წვავს ნეშვილს მეტალ ჰიმნებით, ლემი კილმისტერი ტურნეზე World Magnetic Tour. როლინგ სტოუნი (2009-09-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-08. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  85. Orgullo, Pasion y Gloria: Tres Noches En La Ciudad de Mexico. Metallica.com (2009-11-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-09. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  86. Francais Pour Une Nuit. Metallica.com (2009-10-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-30. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  87. „დიდი ოთხეული“ აშშ-ში მოდის. Metallica.com (2011-01-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-10. ციტირების თარიღი: 2011-06-12.
  88. „დიდი ოთხეული“ - ერთი შოუ დასავლეთში საკმარისი არ იყო. Metallica.com (2011-04-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-05. ციტირების თარიღი: 2011-06-12.
  89. მეტალიკა, სლეიერი, მეგადეზი, ანთრაქსი: „დიდი ოთხეული“ იანკების სტადიონზე მოდის. Roadrunner Records (2011-04-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-03. ციტირების თარიღი: 2010-06-12.
  90. ცხრილებში მოუხვედრელი ტერიტორია. Metallica.com (2011-05-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-01. ციტირების თარიღი: 2011-06-12.
  91. მზად არის ინდოეთი, უმასპინძლოს მეტალიკის კონცერტს?. ibnlive.in.com (2011-06-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-12. ციტირების თარიღი: 2011-06-12.
  92. 1982 წლის სურათების გალერეა. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-17. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  93. კირკ ჰემეტის ბიოგრაფია. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-12. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  94. Encyclopedia Metallica - სრული ისტორია. Encycmet.com (1983-09-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-10. ციტირების თარიღი: 2010-01-15.
  95. 95.0 95.1 მეტალიკა 2002 წლის 3 იანვრიდან - 2003 წლის 19 მარტამდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2009-01-24.
  96. 2001 წლის მოვლენები. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-03. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
  97. დენ ჰამერი. (2007-05-29) Lars Ulrich disses Rolling Stones. Metal Hammer. ციტირების თარიღი: 2009-01-20.
  98. ჯილ კაუფმენი. (3 აგვისტო, 2005) Metallica Opening For Rolling Stones In San Francisco - Metal band will support rock icons on November 13 and 15 at SBC Park. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2009-01-19.