Garage Remains the Same Tour

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Garage Remains The Same Tour)
Garage Remains the Same Tour
ტურნე, გამართული მეტალიკის მიერ
ჩატარების ადგილები აზია, ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა
დაკავშირებული ალბომი Garage Inc.
დაწყების თარიღი 30 აპრილი, 1999
დასრულების თარიღი 8 დეკემბერი, 1999
კონცერტების რაოდენობა 53
მეტალიკის კონცერტების ქრონოლოგია
Poor Re-Touring Me Tour
(1997-1999)
Garage Remains the Same Tour
(1999)
M2K Mini Tour
(1999-2000)

Garage Remains the Same Tour იყო ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 1999 წელს გამართული საკონცერტო ტურნე. იგი ჩატარდა მათი ქავერ-ვერსიების ალბომის, Garage Inc., მხარდასაჭერად,[1] რომელიც გამოვიდა 1998 წლის 24 ნოემბერს. ტურნეს სახელწოდება ალბომის Garage Inc. და ლედ ზეპელინის სიმღერის The Song Remains the Same სათაურთა ჰიბრიდია. მეტალიკამ S&M-ის მსგავსი ორი საკონცერტო შოუ გამართა ორკესტრთა თანხლებით: ერთი 19 ნოემბერს გერმანიაში და მეორე 23 ნოემბერს აშშ-ში, ნიუ-იორკში. 2000 წელს ჯგუფმა ამავე სახელით გამოუშვა შეზღუდული რაოდენობის ალბომი ტურნეზე ჩაწერილი ექვსი სიმღერით, რომლებიც საჩუქრად გადასცა მათი ფანკლუბის საიტზე პლატინის სტატუსის მქონე რამდენიმე მომხმარებელს.[2]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(აღებულია 1999 წლის 6 მაისის შოუდან)

  1. Breadfan (Budgie-ის ქავერი)
  2. Master of Puppets
  3. Of Wolf and Man
  4. The Thing That Should Not Be
  5. Fuel
  6. The Memory Remains
  7. Bleeding Me
  8. ბას-გიტარა/გიტარის ნაზავი
  9. The Four Horsemen
  10. For Whom the Bell Tolls
  11. King Nothing
  12. Wherever I May Roam
  13. One
  14. Fight Fire with Fire
  15. Nothing Else Matters
  16. Sad but True
  17. Creeping Death
  18. Die, Die My Darling (Misfits-ის ქავერი)
  19. Enter Sandman
  20. Battery

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გარი შარფ-იანგი. მეტალიკის ბიოგრაფია. MusicMight.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-22. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  2. The Garage remains the same. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-23. ციტირების თარიღი: 2011-07-11.