შინაარსზე გადასვლა

როკ ვერხტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Rock Werchter)
როკ ვერხტერი
მდებარეობა დროშა: ბელგია ბელგია, ვერხტერი
გამართვის წლები 1974 - დღემდე
დამაარსებლები ჰერმან შერემანსი
თარიღები ხუთშაბათი-კვირა, ივლისის დასაწყისში
ჟანრი ალტერნატიული როკი, როკი, ინდი-როკი, პოპი, ჰიპ-ჰოპი, მძიმე მეტალი, ელექტრონული მუსიკა, საცეკვაო მუსიკა
საიტი
http://www.rockwerchter.be

როკ ვერხტერი (Rock Werchter) — ბელგიის ყველაზე დიდი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ-როკ ფესტივალი, რომელიც ყოველ წელს იმართება ბელგიაში, სოფელ ვერხტერში. ფესტივალი იმართება ივნისის ბოლო კვირას ან ივლისის დასაწყისში.

ფესტივალი დაარსდა 1975 წელს და თავდაპირველად მცირე რაოდენობის, მხოლოდ ათასობით მსმენელი ჰყავდა. თანდათანობით პოპულარობა მოიპოვა და მის მსმენელთა რიცხვში დღეს უკვე ასიათასობით ადამიანი შედის. როკ ვერხტერზე გამოდიან მსოფლიოში ცნობილი ჯგუფები და შემსრულებლები, მაგალითად - Blur, მეტალიკა, Radiohead, ბიორკი, მობი, Massive Attack, Coldplay, R.E.M., რამშტაინი, Red Hot Chili Peppers და მრავალი სხვა შემსრულებელი. საფესტივალო სივრცე შედგება ერთი მთავარი სცენისგან და ორი დიდი გადახურული ტენტისგან, რომელთა სახელწოდებაა KluB C და The Barn.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: როკ ვერხტერი