White Zombie

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
White Zombie
White Zombie.jpg
ბიოგრაფია
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 19851998
ლეიბლ(ებ)ი
ყოფილი წევრები
  • რობ ზომბი
  • ჯონ ტემპესტა
  • შონ აისოლტი
  • პოლ კოსტაბი
  • პიტერ ლანდაუ
  • აივან დე პრიუმი
  • ტიმ ჯეფსი
  • ტომ ფაივი
  • ჯონ რიჩი
  • ჯეი იუენჯერი
  • ფილ ბუერსტეიტი
საიტი whitezombieofficial.com

White Zombieამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფი, დაარსებული ამერიკელი მუსიკოსის და კინორეჟისორის, რობ ზომბის მიერ 1985 წელს ნიუ-იორკში. თავდაპირველად ჯგუფი დაკავებული იყო ნოიზ როკის შესრულებით, თუმცა მოგვიანებით თავი ანება ნოიზ როკს[1] და და გადაერთო ჰევი მეტალის, ალტერნატიული მეტალისა და გრუვ-მეტალის შესრულებაზე. 1990 წლის სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, მათი მუსიკა დაფუძნებული იყო წარმოსახვასა და სიურეალისტურ ფანტაზიებზე.

ჯგუფის შექმნის იდეა მოუვიდა მუსიკოს რობ ზომბის, მაშინ როდესაც სწავლობდა პერსონის დიზაინის სკოლაში (ინგლ. Parsons School of Design) 1985 წელს. თავის მეგობარ გოგონასთან, შონა აისოლტთან ერთად შეუდგა ჯგუფის წევრების აყვანას. 1987 წელს ჯგუფმა გამოსცა პირველი ალბომი Soul-Crusher. საერთო ჯამში მათ გამოსცეს ოთხი სტუდიური ალბომი.

ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1998 წელს, მას შემდეგ რაც რობ ზომბიმ გამოსცა მისი პირველი სოლო ალბომი Hellbilly Deluxe. 2000 წელს ტელეარხ VH1-მა თავის სიაში „ჰარდ როკის 100 უდიდესი შემსრულებელი“ White Zombie-ის 56-ე ადგილი მიუჩინა.[2]

2011 წლის თებერვალში რობ ზომბიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯგუფი აღარასდროს აღსდგება.[3]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : White Zombie-ის დისკოგრაფია.

ჯგუფის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Phillips, William; Cogan, Brian (2009) Encyclopedia of Heavy Metal Music. ABC-CLIO, გვ. 269. 
  2. VH1: 100 Greatest Hard Rock Artists: 1-50. Rock On The Net. წაკითხვის თარიღი: 2016-06-15.
  3. რობ ზომბიმ განაცხადა, რომ WHITE ZOMBIE აღარასდროს აღდგება (რუსული)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=White_Zombie&oldid=3538920“-დან