ფილ ანსელმო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფილ ანსელმო
Down 07.jpg
Down, Gods Of Metal 2009
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფილიპ ჰენსენ ანსელმო
მეტსახელი Anton Crowley, The Kid
დაიბადა 30 ივნისი, 1968 (1968-06-30) (50 წლის)
ახალი ორლეანი, ლუიზიანა, აშშ
წარმოშობა აშშ-ის დროშა აშშ
ჟანრ(ებ)ი გრუვ-მეტალი, სტოუნერ-მეტალი, ჰარდკორ-პანკი, ბლეკ-მეტალი, დეზ-მეტალი, თრეშ-მეტალი, გლემ-მეტალი
საქმიანობა მუსიკოსი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, მანდოლინა, ბას-გიტარა, დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1986-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი philanselmo.com

ფილ ანსელმო (სრული სახელი ფილიპ ჰენსენ ანსელმო, ინგლ. Philip Hansen Anselmo, დ. 30 ივნისი, 1968 ) — ამერიკელი მუსიკოსი და პროდიუსერი, ცნობილი როგორც გრუვ-მეტალ ჯგუფ Pantera-ს ვოკალისტი. ამჟამად იგი ვოკალისტია ჯგუფებში Down და Superjoint. აგრეთვე აქვს სოლო პროექტი Phil H. Anselmo, რომლის ფარგლებშიც 2013 წელს ალბომი გამოუშვა. ამასთან ერთად მას ეკუთვნის ხმისჩამწერი ლეიბლი Housecore Records.

ბავშვობა და ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპ ჰენსენ ანსელმო დაიბადა ახალ ორლეანში. დედის მხრიდან მას ფრანგული ფესვები აქვს, ხოლო მამის მხრივ - იტალიური. მის ოჯახს გახსნილი ჰქონდა იტალიური რესტორანი სახელად „Anselmo's“, რომელმაც გადაიტანა ქარიშხალი კატრინა, მაგრამ მალევე დაიხურა ფინანსური პრობლემების გამო. ანსელმოს აზრით, მნიშვნელოვანი როლი რესტორნის დახურვაში ითამაშა მოუხერხებელმა მდებარეობამ და ფასტ-ფუდ რესტორნების გავრცელებამ. ფილი ხშირად იცვლიდა სკოლებს, ხოლო ბოლოს ის სწავლობდა Grace King High School-ში. მან მიატოვა სწავლა 12 კლასში ყოფნისას ცუდი ნიშნებით ფიზკულტურაში, მითოლოგიაში (რომელსაც იგი საინტერესოდ თვლიდა) და გეომეტრიაში. ამის მიზეზად მან დაასახელა ძალიან აქტიური საკონეცრტო შემოქმედება, რომელიც ხშირად მოიცავდა 6 კონცერტს კვირაში. ანსელმოს სიტყვებით, მას ხშირად უწევდა საშინაო დავალებების დასრულება სხვადასხვა კლუბებში[1].

ფილის ბავშვობაზე ცოტა რამაა ცნობილი. ბავშვობაში იგი ცოტა ხანი მუშაობდა თევზსაჭერ ნავზე. ასევე იგი ყვებოდა, რომ 14 წლის ასაკში მან გადაწყვიტა სახლში დის შესაშინებლად მცირე ხანძრის გაჩენა, რაც მალევე მოიყვანა მოქმედებაში. ანსელმომ მოსალოდნელზე დიდი ხანძარი გააჩინა, რამაც გაანადგურა მისაღები ოთახი და ავეჯის ნაწილი. დასჯის მიზნით იგი შემდეგი თვის განმავლობაში ცხოვრობდა მეგობრებთან, სანამ სახლში აღდგენითი სამუშაოები მიდიოდა.

ფილი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული როკ მუსიკით. ცხრა წლის ასაკში მას მშობლებმა უყიდეს გიტარა. იგი არ იყო დაინტერესებული სხვისი დაწერილი მუსიკის დაკვრით, არამედ იგი ცდილობდა საკუთარი მუსიკის წერას. მას ძალიან უყვარდა ჰევი-მეტალი და იგი სიმძიმეს მიიჩნევდა ერთ-ერთ უმთავრეს ატრიბუტად მუსიკაში. როდესაც იგი მეშვიდე კლასში იყო, იგი ესტუმრა ჰარდკორ-პანკ ჯგუფ Agnostic Front-ის კონცერტს და მისი სიტყვებით ეს იყო დაუვიწყარი მომენტი მის ცხოვრებაში და იგი ძალიან აღფრთოვანებული დარჩა კონცერტზე მყოფი ატმოსფერით. ანსელმო ხშირად მღეროდა Judas Priest-ის სიმღერებს და ცდილობდა რობ ჰელფორდივით მღერას, რომელიც მისი ვოკალური ორიენტირი იყო. მაგრამ მოგვიანებით იგი შეეშვა ასეთ ტექნიკას და გადაწყვიტა საკუთარი ტექნიკის შემუშავება. მისი სიტყვებით, მის ვოკალში დადებითი ცვლილებები დაიწყო მას შემდეგ, რაც მას 15 წელი შეუსრულდა[2].

ძირითადი ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Pantera[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-იან წლებში Pantera ხალხისთვის უცნობი გლემ-მეტალ ჯგუფი იყო გამოშვებული სამი ალბომით. 1986 წელს ჯგუფმა გაუშვა ვოკალისტი ტერენს ლი, რადგან იგი ვერ შეთანხმდა ჯგუფის სხვა წევრებთან მათი ჟღერადობის დამძიმების თაობაზე. ახალი ვოკალისტის ძებნისას ისინი წააწყდნენ 18 წლის ფილ ანსელმოს, რომელიც ლუიზიანის სცენაზე უკვე ცნობილი პიროვნება იყო. 1986 წლის ბოლოს ფილი ჩავიდა ტეხასში კასტინგზე და ის ჯგუფში მომენტალურად მიიღეს. 1988 წელს გამოვიდა Pantera-ს მეოთხე ანდერგრაუნდ ალბომი სახელად Power Metal. ჯგუფის ჟღერადობაში ჯერ კიდევ იყო გლემ-მეტალის ელემენტები, მაგრამ ახალი სიმღერები უფრო ჰგავდნენ ჰევი-მეტალს თრეშის ელემენტებით. უმეტესად ანსელმო მაღალი ხმით მღეროდა თავისი კუმირის - რობ ჰელბორდის მსგავსად. ალბომი გაიყიდა 50 ათასიანი ტირაჟით და იმ მომენტისათვის ის ჯგუფის ყველაზე წარმატებული ალბომი გახდა.

1989 წელს Pantera-მ საბოლოოდ უარი თქვა თავიანთ გლემ-იმიჯზე და დაიწყო ახალი ალბომისათვის მუსიკის წერა, ამის პარალელურად კი ჯგუფი ეძებდა ლეიბლს. ჯგუფის მიღებაზე უარი თქვა 25-მა სხვადასხვა კომპანიამ, მაგრამ საბოლოოდ გამოჩნდა Atco Records, რომელმაც უყოყმანოდ მიიღო ჯგუფი.

ალბომ Cowboys From Hell-ის რელიზი შედგა 1990 წლის 24 ივლისს. მან მიიღო დადებითი შეფასებები და ჯგუფი გაემგზავრა ხანგრძლივ ტურში ალბომის მხარდასაჭერად[3].

1991 წელს ჯგუფმა დროებით შეწყვიტა ახალი ალბომის ჩაწერა, რათა მიეღო მონაწილეობა ფესტივალში Monsters Of Rock, რომელიც გაიმართა მოსკოვში, ტუშინოს აეროდრომზე და შეკრიბა 700 ათასი ადამიანი.

1992 წელს ჯგუფმა გამოუშვა მორიგი ალბომი სახელად „Vulgar Display Of Power“. ამ ალბომში მყოფმა ჰიტებმა, რომელთა შორისაც არიან „Mouth For War“ „A New Level“ „Walk“ და „Fucking Hostile“ ჯგუფი მთელ მსოფლიოში გახადა პოპულარული.

1994 წელს Pantera უშვებს ალბომს სახელად „Far Beyond Driven“, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, რაც მოულოდნელობა იყო თვითონ ჯგუფის წევრებისთვისაც. იმ პერიოდში ანსელმოს ეწყება ტკივილები ზურგში. ალბომისადმი მიძღვნილ ტურამდე ცოტა ხნით ადრე მან მიიღო გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას ითხოვდნენ. ფილმა ამაზე უარი განაცხადა, რათა კონცერტები არ ჩაშლილიყო და დაიწყო ტკივილგამაყუჩებლების მიღება, რომლებიც მოგვიანებით ჰეროინით და ალკოჰოლით ჩაანაცვლა.

1994 წლის 28 ივნისს ქალაქ დერიენში (შტატ ნიუ-იორკში) ანსელმომ 25 წლის მცველ ჯოზეფ ლუისს თავში მიკროფონი ჩაარტყა, რის გამოც უკანასკნელმა გონება დაკარგა. მიზეზად ფილმა დაასახელა მცველის მხრიდან ზედმეტად გამოყენებული ფიზიკური ძალა ერთ-ერთი მსმენელის მიმართ. კონცერტის შემდეგ ის დააკავეს თავდასხმის ბრალდებით, მაგრამ შემდეგ დღეს იგი გათავისუფლებულ იქნა 5 ათას დოლარად.

1996 წელს ჯგუფმა გამოუშვა მეოთხე ალბომი, სახელად „The Great Southern Trendkill“. ალბომის ჩაწერის პროცესი გამოსარჩევია იმით, რომ ფილ ანსელმომ ამჯობინა მისი ვოკალური პარტიების ჩაწერა განმარტოვებულ გარემოში, ახალ ორლეანში ტრენტ რეზნორის სტუდიაში. 1996 წლის 13 ივლისს მორიგი კონცერტის შემდეგ ანსელმოს მოუვიდა გადადოზირება ჰეროინით, რის შედეგადაც მისი გული ხუთი წუთის განმავლობაში გაჩერდა. ექიმებმა შეძლეს ფილის სიცოცხლის გაგრძელება და ჯგუფმა ყველა მორიგი კონცერტი ჩაატარა ისე, როგორც თავდაპირველად იგეგმებოდა. ამ მომენტმა ნეგატიურად იმოქმედა ჯგუფის დამოკიდებულებაზე ანსელმოს მიმართ.

2000 წელს გამოვიდა ჯგუფის მორიგი ალბომი „Reinventing The Steel“, რომელიც აღმოჩდნა უკანასკნელად. 2001 წლის აგვისტოში ჯგუფმა ჩაატარა კონცერტები აზიაში, რის შემდეგაც აპირებდა Slayer-თან ერთად ევროპაში გამგავრებას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა 11 სექტემბრის ტერაქტების გამო.

2003 წელს ჯგუფმა დაშლის შესახებ გამოაცხადა და მიზეზად დასახელდა კონფლიქტი ჯგუფის წევრებსა და ფილ ანსელმოს შორის.

2004 წელს დაიმბეგ დარელი მოკლეს მისი ჯგუფის Damageplan-ის კონცერტზე. გიტარისტის ოჯახის თხოვნით, ანსელმო არ დაპატიჟეს დაკრძალვის ცერემონიაზე. გრძელ და ემოციურ ვიდეოში ფილი ბოდიშს იხდიდა თავისი საქციელების გამო ყველასთან ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა Pantera-სთან და დაიმბეგ დარელთან.

ამჟამად ანსელმო ემხრობა Pantera-ს აღდგენის იდეას გიტარისტ ზაკ უაილდთან ერთად, მაგრამ ვინი პოლი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

Down[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Down — ამერიკული სლაჯ-მეტალ ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1991 წელს, როგორც საიდ-პროექტი მუსიკოსებისა ისეთი ჯგუფებიდან, როგორებიცაა : Pantera, Corrosion Of Conformity, Superjoint Ritual და Crowbar.

1995 წელს ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი NOLA, რომელიც კრიტიკოსებმა და მსმენელებმა თბილად მიიღეს. 2001 წელს ჯგუფმა ჩაწერა მეორე ალბომი Down II: A Bustle In A Hedgegrow, რომელიც გამოვიდა შემდეგი წლის გაზაფხულს. ალბომის ჩაწერა ხდებოდა 28 დღის პროცესში.

2006 წელს ჯგუფმა ჩაწერა მორიგი ალბომი სახელად Down III: Over The Under, რომლის რელიზი შედგა 2007 წლის 25 სექტემბერს.

მოგვიანებით ჯგუფმა უარი განაცხადა სტუდიური სრულფორმატიანი ალბომების ჩაწერაზე და ამჯობინა EP ფორმატი. სწორად ამ ფორმატშია ჩაწერილი ალბომი Down IV, რომელიც ორ ნაწილად დაიყო.

Superjoint Ritual[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Superjoint Ritual იყო მეტალ ჯგუფი ახალი ორლეანიდან, რომელიც დააარსეს ფილ ანსელმომ, ჯო ფაზიომ , ჰენკ უილიამს III-მ და კევინ ბონდმა. ამ ჯგუფის სტილი შეიძლება დასახიათდეს, როგორც ჰარდკორ-პანკის და გრუვის ნარევი. მათზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს ისეთმა ჯგუფებმა, როგორებიც არიან : Venom, Slayer, Celtic Frost, Voivod და Darkthrone. ჯგუფმა გამოუშვა ორი ალბომი : Use Once And Destroy და A Lethal Dose of American Hatred. 2004 წელს ჯგუფი დაიშალა მუსიკოსთა კონფლიქტის გამო.

2014 წელს ფილ ანსელმომ და ჯიმი ბაუერმა აღადგინეს პროექტი.

სოლო პროექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 8 იანვარს გამოვიდა სპლიტი ჯგუფ Warbeast-თან, რომელიც შეიცავდა Warbeast-ის და Philip Anselmo & Th Illegals-ის გამოუქვეყნებელ სიმღერებს. ეს კოლაბორაცია კრიტიკოსებმა თბილად მიიღეს. რეცენზიების ავტორები აფასებდნენ ანსელმოს სოლო სიმღერებს, როგორც „Superjoint Ritual-ის ნარევს ბლექ და დეზ მეტალთან“[4].

პირველი ალბომი გამოვიდა 2013 წლის 16 ივნისს და მას ეწოდა Walk Through Exits Only ლეიბლზე Housecore Records. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გიტარისტმა მარტი მონტაზერიმ, დრამერმა ხოსე მანუელ გონსალესმა და ბასისტმა ბენეტ ბარტლი. მსმენელების აზრი ალბომის შესახებ ორად გაიყო, მაგრამ უმეტესობა შეშინდა ალბომის ზედმეტად ექსტრემალური ჟღერადობით.

იმავე წლის შემოდგომას, Housecore Horror Film Festival-მდე ცოტა ხნით ადრე ჯგუფმა გამოუშვა სიმღერები „Ugly Mug“ და „Pigs Kissing Pigs “

2015 წელს ჯგუფი დატოვა გიტარისტმა მარტი მონტაზერიმ. მისი ადგილი დაიკავა მაიკ დე ლეონმა[5].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის 31 ოქტომბერს ფილმა იქორწინა მის ძველ მეგობარ სტეფანი ოპალ ვაინშტეინზე, რომელთანაც ერთად მან შექმნა აკუსტიკური პროექტი Southern Isolation. 2004 წელს ისინი გაშორდნენ ერთმანეთს და იმავე წლის ბოლოს სტეფანიმ ფილის მიერ მიცემული საჩუქრები გამოიტანა გასაყიდად Ebay-ს აუქციონზე.

2004 წლიდან ანსელმო ხვდება კეიტ რიჩარდსონს, რომელიც მას ეხმარება ლეიბლ Housecore Records-ის მართვაში. ფილს ჰყავდა როტვეილერი სახელად დრაკულა, რომელიც მოკვდა 2009 წელს.

2014 წელს ანსელმო აპირებდა ავტობიოგრაფიის გამოშვებას, რომლის სახელიც იყო Mouth For War: Pantera, Pain, & Pride — Heavy Metal Highs, Drugged Out Lows, & The Battle For My Life. მაგრამ მისი დასრულება და გამოქვეყნება გადაიდო გაურკვეველი ვადით თავდაპირველად სტუდიური სამუშაოების გამო, ხოლო შემდეგ თანაავტორის - კორი მიტჩელის სიკვდილის გამო[6]. ამის ნაცვლად, ფილმა ურჩია მსმენელებს წაეკითხათ რექს ბრაუნის ავტობიოგრაფია - Official Truth, 101 Proof: The Inside Story Of Pantera.

ინტერესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანსელმო საშინელებათა ფილმების დიდი მოყვარული და კოლექციონერია და ასევე მას გააჩნია ენციკლოპედიური ცოდნა ამ თემატიკაში. განსაკუთრებით მას უყვარს 1970-80-იანი წლების შავ-თეთრი ფილმები. ასევე იგი დაინტერესებულია კრივით. მას კრივის მატჩების დიდი კოლექცია აქვს და იგი ხშირად გასტროლებში ქირაობს მწვრთნელს.

ჯანმრთელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993/4 წელს კონცერტის დროს შესრულებული წარუმატებელი ნახტომის შედეგად ანსელმომ მიიღო ზურგის ტრავმა. მან უარი განაცხადა ქირურგიულ ჩარევაზე და დიდი ხნის განმავლობაში იგი ტკივილს იყუჩებდა ტკივილგამაყუჩებლებით, შემდგომ კი ჰეროინით.

2005 წლის 21 ნოემბერს ანსელმომ ბოლო-ბოლო გადაიტანა ოპერაცია. ოპერაციაზე დასაშვებად მას ჯერ უნდა განეკურნა ნარკოდამოკიდებულებისგან. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და რამდენიმე თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ მან გააგრძელა კონცერტების მიცემა. იგი ამბობს, რომ პერიოდულად ახლაც გრძნობს ზურგში ტკივილებს, მაგრამ იგი ბევრად სუსტია, ვიდრე ოპერაციამდე.

2009 წელს მან გადაიტანა ოპერაცია მუხლზე. პერიოდულად კონცერტებზე შეიძლება მისი დანახვა ბანდაჟით ტრავმების აცილების მიზნით.

მისი ჩვევის - მიკროფონის თავში რტყმის გამო, შუბლზე მრავალი ნაიარევი აქვს.

2015 წლის ზაფხულში მან განაცხადა, რომ მისი წონა 102 კილოგრამია, ხოლო სიმაღლე 185 სანტიმეტრი და იგი თავს გრძნობს ბევრად ძლიერად, ვიდრე ოდესმე გრძნობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]