Bullet for My Valentine
Bullet for My Valentine | |
---|---|
Jeff Killed John (1998-2003) | |
![]() Bullet for My Valentine-ის გამოსვლა, ურსინალია 2013, ვარშავა, პოლონეთი. | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ბრიჯენდი, უელსი, გაერთიანებული სამეფო |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე მეტალი, მძიმე როკი, თრეშ-მეტალი, მეტალკორი |
აქტიური | 1998–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Columbia, Trustkill, Gun, Sony Music, Jive, RCA |
წევრები |
მეთიუ ტაკი მაიკლ პეჯეტი მაიკლ თომასი ჯეიმი მათიასი |
ყოფილი წევრები |
ნიკ კრენდლი ჯეისონ ჯეიმზი |
საიტი | bulletformyvalentine.com |
Bullet for My Valentine ვიკისაწყობში |
Bullet for My Valentine — უელსური მეტალ-ჯგუფი ბრიჯენდიდან, ჩამოყალიბებული 1998 წელს. მასში შედიან: მეთიუ ტაკი (წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა), მაიკლ პეჯეტი (წამყვანი გიტარა, ბეკ-ვოკალი), მაიკლ თომასი (დასარტყმელი საკრავები) და ჯეიმი მათიასი (ბას-გიტარა). ჯგუფის ყოფილი წევრები არიან ბასისტები ნიკ კრენდლი და ჯეისონ ჯეიმზი.
თავდაპირველად ჯგუფს Jeff Killed John ერქვა. იგი ასრულებდა მეტალიკის და ნირვანას სიმღერების ქავერ ვერსიებს. მან აგრეთვე ჩაწერა ექვსი, შემდგომში გამოუცემელი სიმღერა. აქედან ორი სიმღერა მოგვიანებით გადამუშავდა Bullet for My Valentine-ისთვის. ფინანსური სირთულეების გამო კოლექტივმა სახელწოდება შეიცვალა, ისევე, როგორც მუსიკალური მიმართულება. 2002 წელს მან Sony BMG-სთან კონტრაქტი გააფორმა. ჯგუფის ჟღერადობაზე გავლენა იქონია მეტალიკის, Iron Maiden-ის და Slayer-ის შემოქმედება. დღეს Bullet for My Valentine ითვლება კარდიფის მუსიკალური სცენის ნაწილად.
ჯგუფის სადებიუტო სტუდიური ალბომი The Poison ბრიტანეთში 2005 წლის 3 ოქტომბერს გამოვიდა, ხოლო აშშ-ში, ვალენტინობაზე, 2006 წლის 14 თებერვალს. იგი Billboard 200-ის 128-ე პოზიციაზე მოხვდა. RIAA-სგან ალბომმა ოქროს სტატუსი მიიღო. ჯგუფი გამოვიდა Download Festival-ზე და Kerrang! XXV-ზე, აგრეთვე გამართა ტურნე Rob Zombie-სტან. ჯგუფის მეორე სტუდიური ალბომი Scream Aim Fire გამოვიდა 2008 წლის 29 იანვარს და მოხვდა Billboard 200-ის პირველ პოზიციაზე. მესამე ალბომი, Fever, გამოვიდა 2010 წლის 26 აპრილს და Billboard-ში მესამე ადგილზე მოხვდა. 2013 წლის 8 თებერვალს გამოვიდა ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომი, Temper Temper,[1] Billboard 200-ში სადებიუტო მე-13 ადგილით. აშშ-ში გაყიდულია Bullet for My Valentine-ის მილიონი, ხოლო მსოფლიოში - 5 მილიონზე მეტი ალბომი[2]. იგი Kerrang! Awards-ის ყველაზე წარმატებული ბრიტანული ჯგუფია, მიღებული სამი ჯილდოთი.
დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სტუდიური ალბომები
- The Poison (2005)
- Scream Aim Fire (2008)
- Fever (2010)
- Temper Temper (2013)
- Venom (2015)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Pre-Order "Temper Temper". The Official Bullet For My Valentine Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-09. ციტირების თარიღი: 2015-11-20.
- ↑ Rock Titans Bullet For My Valentine to Release New Track ‘Temper’. Rockmusicreport.com (2012-10-19). ციტირების თარიღი: 2015-08-14.