ბერი-ბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერი-ბერი

ბერი-ბერით დაავადებული
კლასიფიცირება და გარე წყაროები
Patient UK ბერი-ბერი

ბერი-ბერი (სინგალური beri — სისუსტე) — B1 ავიტამინოზი, ალიმენტური პოლინევრიტი, საკვებში B1 ვიტამინის (თიამინი) ნაკლებობით გამოწვეული დაავადება. ახასიათებს კიდურების ნერვების დაზიანება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლა, შეშუპება. უმეტესად გავრცელებულია აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში, სადაც მოსახლეობა ძირითადად გაცეხვილი ბრინჯით იკვებება. ბერი-ბერის გამომწვევი მიზეზი დაადგინა ჰოლანდიელმა ექიმმა ეიკმანმა 1897 წელს კუნძულ იავაზე. იგი ქათმებს აჭმევდა გაცეხვილ ბრინჯს, შემდეგ კი აკვირდებოდა შედეგს. დაავადება იწვევს ნახშირწყლების ცვლის დარღვევას და რძემჟავასა და პიროყურძნის მჟავას დაგროვებას. ბერი-ბერით დაავადებული დასაწყისში სიარულისას ეყრდნობა ფეხის თითებს და ტერფის გარეთა კიდეს, შემდეგ კი გადადის ყავარჯნებზე. ახასიათებს უმადობა, ყაბზობა, სიგამხდრე, შესაძლებელია დამბლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]