ისლამი სომხეთში
ისლამს სომხეთში დღეისათვის ცოტა მიმდევარი ჰყავს, თუმცა ისტორიის გარკვეულ პერიოდში მას გაბატონებული მდგომარეობა ეკავა ერევნის სახანოში. თანამედროვე სომხეთში ისლამის მიმდევრები ძირითადად ქურთები და სპარსელები არიან. ქურთ-მუსლიმთა საზოგადოება მოითვლის 2 ათას კაცამდე და ისინი ძირითადად აბოვიანის რაიონში ცხოვრობენ. მიუხედავად მუსლიმთა რაოდენობის თანდათანობით შემცირებისა სომხეთში, რეგიონის რუსეთთან შეერთების და ამის გამო მომხდარი მიგრაციული პროცესების მომენტიდან ყარაბახის კონფლიქტამდე, შენარჩუნებული იყო მსხვილი მუსლიმური საზოგადოება, რომელიც ძირითადად შედგებოდა აზერბაიჯანელებისაგან, თუმცა ისინი თითქმის მთლიანად დეპორტირებულ იქნენ რესპუბლიკის ტერიტორიიდან.
ისლამის შემოსვლა სომხეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისლამი სომხეთის პლატოზე გავრცელდა VII საუკუნეში. არაბი და მოგვიანებით ქურთი ტომები დასახლდნენ სომხეთში პირველი არაბული შემოსევების დროს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სომხეთის პოლიტიკურ და სოციალურ ისტორიაში. თავიანთი ხელისუფლების გასამყარებლად და ისლამიზაციის პროცესის დასაჩქარებლად არაბი ხალიფები დაპყრობილ მიწებზე ხელოვნურად ამრავლებდნენ არაბულ ტომებს.
სომხეთში XI საუკუნის შუა ხანებიდან ჩნდებიან X საუკუნეში ისლამიზებული ოღუზთა მესაქონლე ტომები. XI საუკუნიდან დაწყებული სომხეთში ძლიერდება თურქ-სელჩუკთა ჩამოსახლება. ამას თან მოჰყვა რეგიონში მუსლიმი მოსახლეობის გამრავლება და ადგილობრივი სომხური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიგრაცია. სომხეთში დაიწყო მრავალსაუკუნოვანი ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის მასიური გადაადგილების პროცესი და მისი ჩანაცვლება მუსლიმი მოსახლეობით. სომხური მოსახლეობა იძულებული გახდა ძირითადად ბიზანტიის იმპერიაში გახიზნულიყო.
თურქულენოვანი მუსლიმების შემოსევების ახალი ტალღა დაიწყო თათარ-მონღოლთა ჩამოსახლებით.
XVI საუკუნეში სწრაფი ტემპით დაიწყო სომხური მოსახლეობის გამუსლიმების პროცესი, რისთვისაც სპეციალურად მიიღეს ე.წ. "ჯაფარას კანონები" (იმამ ჯაფარ ალ-სადეკის სახელის მიხედვით), რომლის თანახმად, ისლამის მიმღები სომეხი ერთპიროვნულად ცხადდებოდა მშობელთა მემკვიდრეობის პრეტენდენტად. 1603 წელს ირანის შაჰის აბას I-ის მიერ რეგიონის მოსახლეობის ტოტალურმა გადასახლებამ და მათ ადგილებზე თურქმანული ტომების ჩამოსახლებამ საბოლოოდ შეცვალა დემოგრაფიული სიტუაცია სომხეთში მუსლიმი მოსახლეობის სასარგებლოდ.
სპარსეთის სეფიანთა, აფშარიდების, ზენდების და ყაჯართა დინასტიების დროს სომხეთი გახდა შიიტური სპარსული სამყაროს წევრი, თუმცა მყარად შეინარჩუნა ქრისტიანული იდენტობა.
მუსლიმთა რიცხვი და მეჩეთები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსმან-სეფევიდების ომის დროს XVII-XVIII საუკუნეებში ერივანის ოლქის ტერიტორიებიდან გადასახლებული იქნა 350 000-ზე მეტი სომეხი. მეტ-ნაკლებად მასიური გადასახლება იყო 1603 წლის ერევნის და ნახიჩევანის ტერიტორიებიდან 250 000-ზე მეტი სომეხის გადასახლება შორეულ სპარსეთში, ხორასნის ოლქში. ერევნის სახანოს არსებობის უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე 1795-1810 წ.წ. მხოლოდ საქართველოში გადაიხვეწა 20 000 სომეხი. გადასახლებების შედეგად დაიცალა ასობით სოფელი. თითქმის გატყიურებულ ადგილებზე ჩამოასახლეს 90 000-მდე მუსლიმი.
1580-1600 წ.წ. ერივანის ოლქში მცირე აზიიდან გადმოასახლეს თურქული ტომები - უსტაჯლები
XVI - XVII სს. მიჯნაზე რეგიონში კიდევ ორი თურქული ტომი - ალპაუტები და ბაიატები გადმოასახლეს.
XVI საუკუნეში ერივანის ოლქი განამტკიცეს ქურთულმა ტომებმა - ჩამიშკიზეკებმა, ხნუსლუებმა და პაზუკებმა.
1610-1620 წწ. შაჰ აბასმა აღმოსავლეთ სომხეთში გადმოასახლა თურქული ტომები ყაჯარები. მხოლოდ ერევანში, განჯასა და ყარაბაღში ჩაასახლეს 50 000 ყაჯართა ოჯახი, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამრავლდა.
1897 წლის აღწერის თანახმად, მაშინდელ ერევნის გუბერნიაში ცხოვრობდა 25218 მუსლიმი 92323 მცხოვრებიდან (ეს იყო მოსახლეობის სრული შემადგენლობის 27,3 % ), სხვა მონაცემებით — მოსახლეობის 41 % (36,7 % — შიიტები]], 4,3 % — სუნიტები]]). 1896 წელს ახალბაიაზეთის ოლქის (დაახლოებით ჰეხარკუნიკის მაზრა) არსებობდა 10 მუსლიმური სკოლა და 13 მეჩეთი
1906—1911 წწ. მხოლოდ ერევანში არსებობდა 8 მეჩეთი:
- ტაპაბაშინის მეჩეთი
- შაგარის მეჩეთი
- სარბიტის მეჩეთი
- ჰაჯი-ჰუსეინ-ალი-ხანის გიოი მეჩეთი (ცისფერი მეჩეთი)
- ჰაჯი-ნოვრუზ-ალი-ბეკის მეჩეთი
- ციხესიმაგრის მეჩეთი
- დემირბულაგის მეჩეთი
- ჰაჯი ჯაფარის მეჩეთი
XX ს. დასაწყისისათვის მუსლიმები შეადგენდნენ ერევნის ოლქის 62 % (52,5 % მოსახლეობა — შიიტი) და 35,6 % — ეჩმიაძინის ოლქში (30 % შიიტი).
დღეისათვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს მხოლოდ ერთი, ცისფერი მეჩეთი, რომელიც მდებარეობს ერევანში და აგებულია ერევნის ხანის ჰუსეინ-ალის მიერ 1765 წელს.
ისლამური არქიტექტურის ისტორია სომხეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აუცილებელი რელიგიური რიტუალების შესრულება მოითხოვდა აქ ჩამოსახლებული მუსლიმი მოსახლეობისათვის შესაბამისი ნაგებობების აღმართვას. სპარსეთის იმპერიამ ათობით მეჩეთი აუგო თავის დროზე აქ ჩამოსახლებულ მოსახლეობას ერევნის გუბერნიაში.
XVI საუკუნემდე აგებული მეჩეთები ერევანში არ შემონახულა. ისინი განადგურდა ოსმანთა და სეფევიდთა ომებში ტერიტორიების ხელიდან ხელში გადასვლის დროს. 1827 წელს რუსების მიერ ერევნის ხელში აღების შემდეგ, ოსმალთა მიერ ჯერ კიდევ 1582 წელს აგებული, ოქროს მთვარით მორთული ერევნის მთავარი ტაძარი გადაკეთდა მართლმადიდებლურ ეკლესიად. ამ ტაძრის დაპყრობის სამახსოვროდ.
სხვა მეჩეთებიდან - ზოგი გადაკეთდა არსენალად, ზოგი - მაღაზიად, ზოგი სკოლად და ა.შ.
ХХ საუკუნის დასაწყისში, როცა ერევნის მოსახლეობის 49 % და მისი შემოგარენის 53,5 % შეადგენდნენ აზერბაიჯანელი თათრები ქალაქში იყო 7 შიიტური მეჩეთი. საბჭოთა პერიოდში უმრავლესობა დაიკეტა. (ისევე, როგორც სომხური ეკლესიების უმრავლესობა). მეჩეთებიდან დღევანდელ დღეს შემორჩენილია მხოლოდ ირანელი ოსტატების მიერ რესტავრირებული ცისფერი მეჩეთი.
1990 წელს ბულდოზერით დაინგრა ერევანში პატარა აზერბაიჯანული მეჩეთი ვარდანაცის ქუჩაზე იმ ხმების გავლენით, თითქოს ბაქოში დაანგრიეს სომხური ეკლესია.
1930-იან წლებში დანგრეულ ძეგლთა შორის მოხსენიებულია ხანის სასახლე, რომლის შესახებ ხსოვნა შემოინახა მხატვარ გ. გაგარინის ტილოებმა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შუა საუკუნეების არაბ მწერალთა ცნობები კავკასიაზე
- კავკასია IV-XI საუკუნეებში
- აღმოსავლეთის ისტორია
- სომხეთი და ირანი. ენციკლოპედია ირანიკა
- სომხები უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე
- ცისფერი მეჩეთი ერევანში
- კავკასიის ომი. ტომი 3. სპარსეთის ომი 1826-1828.
- ერევანი. აღმოსავლეთის საიდუმლოებანი
|