სომხეთის პოლიტიკა
სომხეთის პოლიტიკა ხორციელდება საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში, რომლის დროსაც სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი, ხოლო მთავრობისა და მრავალპარტიული სისტემის მეთაური პრემიერ-მინისტრია. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს პრეზიდენტი და მთავრობა. რაც შეეხება საკანონმდებლო ძალაუფლებას, იგი მთავრობასა და პარლამენტს შორის ნაწილდება[1][2][3].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლის 28 მაისს სომხეთმა რუსეთის იმპერიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, რა დროსაც შეიქმნა სომხეთის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. დამოუკიდებლობამდე ცოტა ხნით ადრე, იგი ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში იყო. ჯერ თურქებისა და აზერბაიჯანელების, შემდეგ კი საბჭოთა ჯარების შემოჭრის გამო, 1920 წლის 2 დეკემბერს სომხეთის პირველი მთავრობა გადადგა. საბჭოთა რუსეთმა ხელახლა აიღო სომხეთში ძალაუფლება. უკვე 1936 წელს სომხეთი, როგორც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საბოლოოდ გახდა სსრკ-ს შემადგენელი ნაწილი. მოგვიანებით მას სომხეთის მეორე რესპუბლიკაც ეწოდა.
საბჭოთა კავშირის შლის პირობებში, 1991 წელს სომეხმა მოსახლეობამ რეფერენდუმში მხარი დაუჭირა გამოყოფას. ამის შემდეგ სომხეთი დემოკრატიული რესპუბლიკა ხდება, რითაც შეიქმნა მისი მესამე რესპუბლიკა. ამას მოჰყვა 1991 წლის ოქტომბრის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმათა 84 %-ით გაიმარჯვა ლევონ ტერ-პეტროსიანმა. 1996 წელს იგი ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტად. მთიან ყარაბაღში მის მიერ გატარებული პოლიტიკით გამოწვეული უკმაყოფილებისა და სახალხო გამოსვლების გამო, პეტროსიანი 1998 წელს გადადგა თანამდებობიდან. იმავე წლის მარტში მეორე პრეზიდენტად პრემიერ-მინისტრი რობერტ ქოჩარიანი აირჩიეს. მისი მმართველობისას, 1999 წლის 27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ვაზგენ სარქისიანის, პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჭიანისა და კიდევ ექვსი ჩინოვნიკის მკვლელობას ქვეყანაში არასტაბილურობის პერიოდი მოჰყვა. ამ დროს ოპოზიციური ძალები წარუმატებლად ცდილობდნენ ქოჩარიანის გადაყენებას. 2000 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრი არამ სარქისიანი (მოკლული ვაზგენ სარქისიანის ძმა) ხდება ანდრანიკ მარგარიანის ნაცვლად.
2003 წელს ქოჩარიანის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას მოჰყვა სერიოზული ბრალდებები არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით. უკვე 2004 წელს პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებული მოწოდებები გახშირდა და ქუჩაში ათასობით დემოსტრანტი გამოვიდა, რომლებიც რეფერენდუმს ითხოვდნენ.
სომხეთის მთავრობის ცნობილ მიზანს წარმოადგენდა დასავლური სტილის საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლები ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ სომხური არჩევნებისა თუ რეფერენდუმების შედეგებს. მიუხედავად ამისა, სომხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლება.
სომხეთში ადამიანთა უფლებების დაცვა არათანაბარია და ხარვეზულობით გამოირჩევა. საერთაშორისო დამკვირვებელთა განცხადებით, აქაური პოლიტიკა ერთობ სასტიკია. ჯერ კიდევ ხშირად სცემენ და ფიზიკურად უსწორდებიან ბრალდებულებს აღიარებითი ჩვენებების მოსაპოვებლად. როგორც წესი, საზოგადოებრივ დემონსტრაციებსა და პროტესტს მთავრობის ჩარევა არ მოჰყვება ხოლმე, თუმცა 2000 წელს ორგანიზებული გამოსვლების ორგანიზატორები დააპატიმრეს. არსებული კანონმდებლობით არც რელიგიის თავისუფლებაა ბოლომდე დაცული. არატრადიციული აღმსარებლობები, განსაკუთრებით კი იეჰოვას მოწმეები, ექვემდებარებიან სასტიკ შევიწროვებას, ზოგჯერ კი პირდაპირ ძალადობას. ქვეყანაში გაბატონებული სომხური სამოციქულო ეკლესიის გარდა ყველა რელიგია დარეგისტრირებული უნდა იყოს. თუმცაღა, 1997 წლიდან რელიგიური უმცირესობების მიმართ მთავრობა ზომიერ პოლიტიკას ატარებს, რაც სომხეთის ევროსაბჭოში გაერთიანების ნაწილია.
სომხეთის მთავრობა ერთობ ამაყია იქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების დაცვის მაჩვენებლით. მთავარ უმცირესობებს სომხეთში რუსები, ქურთები, იეზიდები და ასირიელები წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ასამბლეაში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს ოთხი ადგილი უკავიათ. მთავრობა ასევე არ ზღუდავს შიდა და საზღვარგარეთ მოგზაურობას.
საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის დეკემბერში ჩატარებული რეფერენდუმით დამტკიცდა სომხეთის გარდაქმნა ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად[4].
ამის შედეგად, პრეზიდენტს ჩამოერთვა ვეტოს დადების უფლება[5] და პრეზიდენტის თანამდებობა დაქვეითდა უბრალოდ ლიდერის პოზიციამდე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ. პრეზიდენტს არ აქვს უფლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და მისი მეორედ არჩევა აკრძალულია[6].
2018 წელს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტად არმენ სარქისიანი აირჩია[7]. სულ ერთ თვეში დაინიშნა ახალი პრემიერ-მინისტრიც ნიკოლ ფაშინიანის სახით. მისმა წინამორბედმა სერჟ სარქისიანმა თანამდებობა ორი კვირით ადრე დატოვა ფართო ანტისამთავრობო დემონსტრაციების გამო[8].
მთავრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფისი | სახელი | სურათი | პარტია | თანამდებობაზე დაინიშნა |
---|---|---|---|---|
პრეზიდენტი | არმენ სარქისიანი | დამოუკიდებელი | 9 აპრილი, 2018 | |
პრემიერ-მინისტრი | ნიკოლ ფაშინიანი | საზოგადოებრივი კონტრაქტი | 8 მაისი, 2018 |
საკანონმდებლო შტო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სომხეთის საკანონმდებლო შტოს წარმოადგენს სომხეთის ერთპალატიანი ეროვნული კრება.
2015 წლის სომხეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმამდე იგი 131 წევრისაგან შედგებოდა, რომლებიც აირჩეოდნენ ხუთი წლის ვადით: 41 წევრი ერთმანდატიან რეგიონებში 90 კი პროპორციული წარმომადგენლობით[9]. პროპორციული წარმომადგენლობითი მანდატი ენიჭება იმ პარტიათა წარმომადგენლებს, რომლებიც ხმათა საერთო რაოდენობის 5%-ს ან მეტს აიღებენ.
2015 წლის რეფერენდუმის შემდეგ მისი წევრების რაოდენობა 131-დან 101-მდე შემცირდა და ერთმანდატიანი ოლქები ამოიღეს[9].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სომხეთის კონსტიტუცია
- არჩევნები სომხეთში
- სომხეთის პოლიტიკური პარტიების სია
- სომხეთის მთავრობა
- კორუფცია სომხეთში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Petrosyan, David: "The Political System of Armenia: Form and Content" in the Caucasus Analytical Digest No. 17.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Global Integrity Report: Armenia has information on anti-corruption efforts
- Control Chamber of The Republic of Armenia
- National Assembly of the Republic of Armenia | Official Web Site | parliament.am
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Shugart, Matthew Søberg (September 2005). "Semi-Presidential Systems: Dual Executive and Mixed Authority Patterns" (PDF). Graduate School of International Relations and Pacific Studies. United States: University of California, San Diego. Archived from the original (PDF) on 19 August 2008. Retrieved 13 October 2017.
- ↑ Shugart, Matthew Søberg (December 2005). "Semi-Presidential Systems: Dual Executive And Mixed Authority Patterns" (PDF). Graduate School of International Relations and Pacific Studies, University of California, San Diego. French Politics. 3 (3): 323–351. doi:10.1057/palgrave.fp.8200087. ISSN 1476-3427. OCLC 6895745903. Retrieved 13 October 2017. Table 1 shows that dissolution power as a presidential initiative is rare in the contemporary president-parliamentary systems. In fact, only in Armenia may the president dissolve (once per year) without a trigger (e.g. assembly failure to invest a government).
- ↑ Markarov, Alexander (2016). "Semi-presidentialism in Armenia". In Elgie, Robert; Moestrup, Sophia (eds.). Semi-Presidentialism in the Caucasus and Central Asia. London: Palgrave Macmillan UK (published 15 May 2016). pp. 61–90. doi:10.1057/978-1-137-38781-3_3. ISBN 978-1-137-38780-6. LCCN 2016939393. OCLC 6039792321. Retrieved 8 October 2017.
Markarov discusses the formation and development of the semi-presidential system in Armenia since its foundation in 1991. The author identifies and compares the formal powers of the president, prime minister, and parliament under the 1995 Constitution as well as the amendments introduced through the Constitutional referendum in 2005. Markarov argues that the highly presidentialized semi-presidential system that was introduced in the early 1990s gradually evolved into a Constitutionally more balanced structure. However, in practice, the president has remained dominant and backed by a presidential majority; the president has thus been able to set the policy agenda and implement his preferred policy.
- ↑ Ayriyan, Serine (April 2016). "Armenia a gateway for Iranian goods?". Russia/CIS Riskwatch. ControlRisks. Retrieved 20 April 2016.
- ↑ "New constitution, old faces in Armenia". openDemocracy. Retrieved 2021-04-03.
- ↑ "Armenia: Constitutional Amendments to Be Put to a Referendum | Global Legal Monitor". www.loc.gov. 2015-10-29. Retrieved 2021-04-03.
- ↑ "Armenia: Armen Sarkissian elected into new, less powerful presidential role | DW | 02.03.2018". DW.COM.
- ↑ "Pashinyan elected as Armenia's new prime minister". www.aljazeera.com.
- ↑ 9.0 9.1 Staff, Weekly (2015-12-07). "Constitutional Amendments Approved in Armenia's Referendum". The Armenian Weekly. Retrieved 2021-04-03.