კოტაიქის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბოვიანის რაიონი)
Jump to navigation Jump to search
კოტაიქის რაიონი
Կոտայքի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი აბოვიანი
დაარსდა 9 სექტემბერი 1930
მოსახლეობა 63 100 კაცი (1989)
Kotayq region (Arm.SSR).png

კოტაიქის რაიონი (სომხ. Կոտայքի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში (სახელწოდება 1961-დან 1990 წლამდე — აბოვიანის რაიონი). ცენტრი — აბოვიანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი შეიქმნა 1930 წელს კოტაიქის რაიონის სახელწოდებით.

1961 წელს კოტაიქის რაიონს სახელი აბოვიანის რაიონით შეუცვალეს. 1990 წელს აბოვიანის რაიონს დაუბრუნდა ძველი სახელი და კვლავ კოტაიქის რაიონი ეწოდა. 1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[1].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 880 კმ²-ს შეადგენდა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 1 დაბას (კანაკერი) და 25 სოფსაბჭოს: ავანის, აკუნქის, არამუსის, არზნის, არინჯის, ჰაცავანის, ვოღჯაბერდის, გარნისის, გეღარდის, გოღთის, გიამრეზის, დალაქის, ძორაღბიურის, ჯრვეჟის, ელგოვანის, ზარის, კაპუტანის, კარაქალის, კიანკიანის, მაიაკოვსკის, ნურნუსის, პტღნის, რაზდანის, ტუტიის, ელარის[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კანონი სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ
  2. Армянская ССР. Административно-территориальное деление / Адамян Н. К.. — Ереван: Армгиз, 1948. — 90 გვ .