სოფლის მეურნეობა სომხეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერევნის ბაზრობაზე იყიდება ალუბალი, ლეღვი, მსხალი, ატამი და ვაშლი

სოფლის მეურნეობა სომხეთშისომხეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დარგია. ქვეყანას აქვს 2,1 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ქვეყნის მიწის ფართობის 72%. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთის საძოვრებია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 480 000 ჰექტარია, აქედან 452 900 ჰექტარი სახნავი მიწებია, 27 300 ჰექტარი კი ბაღები და ვენახები. მათ ქვეყნის ფართობის 16% უკავიათ. [1] 2006 წელს, მომუშავე პირთა 46% იყო დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, ხოლო სოფლის მეურნეობაში შედიოდა ქვეყნის მშპ-ს 21%.[1]1991 წელს სომხეთმა შემოიტანა თავისი საკვების დაახლოებით 65%.[2]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა ძირითადად, სომხეთის არათანაბარ რელიეფის ხეობებსა და მთიანეთშია გავრცელებული, მთის საძოვრები გამოიყენება პირუტყვის გამოსაკვებად. ნაყოფიერი ვულკანური ნიადაგი საშუალებას იძლევა, რომ გაშენდეს ხორბალი და ქერი. აგრეთვე საძოვრები განკუთვნილია ცხვრის, თხებისა და ცხენებისთვისაც.[2] მორწყვის შედეგად მოჰყავთ ლეღვი, ბროწეული და გარგარი,[3] ხოლო ზეთისხილი იზრდება მდინარე არაქსის სუბტროპიკულ და ერევნის ჩრდილოეთით მდებარე ხეობებში, სადაც გვხვდება უმდიდრესი მეურნეობა.[2] სომხეთი ასევე აწარმოებს ატამს, ნიგოზს და კომშს, ხოლო მისი კონიაკი მსოფლიო რეპუტაციით სარგებლობს.

მორწყვა მიწების უმეტესობისთვის საჭიროა, რაც განაპირობებს არხების აუცილებლობას. მორწყვის სისტემის მშენებლობა 1920-იან წლებში საბჭოთა რესპუბლიკის პირველ მთავარ სახელმწიფო პროექტებს შორის იყო. 1960-იანი წლებისთვის სახნავი მიწების რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა, პრესაბჭოურ პერიოდთან შედარებით. ფერმების უმეტესობას ელექტროენერგიაც ჰქონდა. ამ პერიოდში ქალები შეადგენდნენ სოფლის მეურნეობის სამუშაო ძალების დიდ ნაწილს. 1989 წლისთვის ყველა ფერმაში ერთად გამოიყენებოდა დაახლოებით 13,400 ტრაქტორი და 1900 კომბაინი.[2] სხვა ყოფილი საბჭოთა კავშრის ქვეყნებისგან განსხვავებით, სომხეთი არ განიცდიდა რაიმე შეფერხებას მეურნეობაში ინვენტარის შემცირების სახით. 2006 წლისთვის სომხურ მეურნეობებში სულ 14,600 ტრაქტორი და 1700 კომბაინი გამოიყენებოდა.[1]

2006 წელს სომხეთში წარმოებული იქნა 212 500 ტონა მარცვლეული, 539 500 ტ კარტოფილი, 915 000 ტ ბოსტნეული და ნესვი, 286 000 ტ ხილი და 201,400 ტ ყურძენი. [1] ყველა ეს მაჩვენებელი (მარცვლეულის გარდა) მნიშვნელოვან ზრდაზე მეტყველებს 1989 წელთან შედარებით, როდესაც სომხეთმა აწარმოა 200 000 ტ მარცვლეული, 266 000 ტ კარტოფილი, 485 000 ტ ბოსტნეული, 170 000 ტ ხილი და 119 000 ტ ყურძენი.[2] 2006 წელს მეცხოველეობის წარმოება შეადგენდა 66 800 ტ ხორცს (ხოცვის წონა), 620 000 ტ რძესა და 464 მილიონ კვერცხს. [1] 1989 წელს მეცხოველეობის შესაბამისი რიცხვი იყო 105 000 ტ ხორცი, 491 000 ტ რძე და 561,000 ტ კვერცხი, ანუ, მხოლოდ რძის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა ადრინდელთან შედარებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Statistical Yearbook 2007, Armenia National Statistical Service, Yerevan
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Curtis, Glenn E.. (1995)Armenia: A Country Study:Agriculture. Washington GPO for the Library of Congress. ციტირების თარიღი: September 4, 2008.
  3. Armenia: Apricot exports at record levels in 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2019-10-11.