სომხური მუსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხური ნაციონალური მუსიკის შემსრულებლები

სომხური მუსიკასომხური კულტურის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი. სომხური მუსიკას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩამოყალიბდა სომხური მუსიკალური ხელოვნების ძირითადი მიმართულებები — საგლეხო, საკულტო; ჰუსანების მუსიკალური ხელოვნება. ქრისტიანობის მიღების შემდეგ განვითარებას იწვევს სასულიერო მუსიკა (სომხური ლიტურგია). VIII - IX სს.-ში სომხებმა შექმნეს სანოტო დამწერლობის ორიგინალური სისტემა, ე. წ. ხაზები, რომელიც დღემდე გაუშიფრავია. შუა საუკუნეებში კვლავ ვითარდება სომხური საეკლესიო (ფსალმუნები, შარაკანები) და ხალხური მუსიკა (შრომის, საწესჩვეულებო, სატრფიალო სიმღერები). XVII - XVIII საუკუნეების მიჯნაზე აღმოცენდა სომხური აშუღური ხელოვნება (თვალაჩინო მაგალითია საიათნოვა). XIX ს-იდნ იწყება სომხური მრავალხმიანი მუსიკის განვითარება. ასპარეზზე გამოდიან პროფესიონალი კომპოზიტორები და მუსიკალური დასები, ინერგება კომპოზიციის ევროპული ტექნიკა. იწყება ხალხური მუსიკის ჩაწერა და დამუშავება. 1868 წელს ტ. ჩახაჭიანი ქმნის პირველ სომხურ ოპერას „არშაკ II“.

სომხური მუსიკის განვითარებაში ახალ ეტაპს წარმოადგენს კომიტასის შემოქმედება. მან ხალხური მუსიკის დამუშავების საფუძველზე შექმნა მრავალი საგუნდო ნაწარმოები. XX საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა სომხური სიმფონიური მუსიკა. სომხური საბჭოთა მუსიკა ჩამოყალიბდა სომხური ხალხური მუსიკის, კლასიკოსთა შემოქმედებისა და მსოფლიო მუსიკის ხელოვნების საფუძველზე. 1960 - 70-იან წლებში შეიქმნა სიმფონიური ჟანრის მრავალი ნაწარმოები, აგრეთვე საოპერო და საბალეტო მუსიკა. 1933 წელს დაარსდა სომეხ კომპოზიტორთა კავშირი.

სომხურ-ქართულ მუსიკალურ ურთიერთობებს ღრმა და ისტორიული ფესვები აქვს. ძვ. თბილისის მუსიკალურ ფოლკლორში თავისებური სინთეზი ჰპოვა ქართულმა და სომხურმა სასიმღერო ტრადიციამ. ამიერკავკასიელ ხალხთა მუსიკალურ ისტორიაში ღრმა კვალი გაავლო უნიჭიერესმა აშუღმა საიათნოვამ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]