სომხეთი ოსმალეთის იმპერიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომეხი ბაი.

სომხეთი ოსმალეთის იმპერიაში XV საუკუნიდან მოექცა. ოსმალეთის შემადგენლობაში სომხები წარმოადგენდნენ სომხური სამოციქულო ეკლესიის ან სომხური კათოლიკური ეკლესიის წევრებს.

XVI-XIX საუკუნეებში მიმდინარე ოსმალეთ-ირანის ომების პერიოდში სომხებით დასახლებული ტერიტორია ექცეოდა ხან ერთი იპმერიის ხან კიდევ მეორე იმპერიის ფარგლებში. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ექვსი ვილაეთი სადაც წარმოდგენილი იყო სომხური მოსახლეობა დარჩა თურქეთის შემადგენლობაში, ამ ტერიტორიას ხანდახან ასევე მოიხსენიებენ როგორც დასავლეთ სომხეთს.

1828 წლიდან რუსეთის იმპერიასა და ირანს შორის დადებული თურქმენჩაის ზავით სომხური მოსახლეობის ნაწილი ასევე მოექცა რუსეთის ფარგლებშიც, რომელსაც ასევე აღმოსავლეთ სომხეთსაც უწოდებენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]