შინაარსზე გადასვლა

დიდი სომხეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სომხეთის სამეფო)
დიდი სომხეთი
Մեծ Հայք

სატრაპია, სამეფო, იმპერია, პროვინცია

ძვ. წ. 190428
 

არტაშესიდების დროშა არშაკუნიანების დროშა

სომხეთი ტიგრან II-ის დროს
დედაქალაქი არტაშატი
ტიგრანაკერტი
ეჩმიაძინი
ენა სომხური
ბერძნული
არამეული
ქართული (გუგარქის და ტაიქის (ტაოს) პროვინციებში)
რელიგია 301 წლიდან ქრისტიანობა
ფართობი 312.000 კმ² (ძვ. წ. 69
მოსახლეობა დაახ. 3 მილიონი
მმართველობის ფორმა აბსოლუტური მონარქია
დინასტია არტაშესიდები
არშაკიდები
მეფე
 -  არტაშეს I
ტიგრან დიდი
ტრიდატე III

დიდი სომხეთი (სომხ. Մեծ Հայք) — ძველი სომხეთის სახელმწიფო. მოიცავდა სომხეთის ზეგნის ძირითად ნაწილს. ძვ. წ. 220 სელევკიდმა ანტიოქე III-მ დაიპყრო აირარატის სამეფო და შეუერთა ტიგროსის ზემოთში და ვანის ტბის აუზში ადრე დაპყრობილ სომხურ მიწებს. ამ ქვეყანას ეწოდა დიდი სომხეთი. მისმა ადგილობრივმა გამგებელმა არტაშეს I-მა ძვ. წ. 189 დიდი სომხეთი დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადა და სათავე დაუდო არტაშესიანთა დინასტიას. არტაშეს I-მა მეზობელი ქვეყნების ხარჯზე გააფართოვა სამეფო; იბერიას ჩამოაჭრა 3 ოლქი: ხორზენე, გოგარენე და პარიადრის მთიანეთი, დააარსა დედაქალაქი არტაშატი, განამტკიცა კერძო საკუთრება. დიდმა სომხეთმა თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია ტიგრან II-ის (ძვ. წ. 95 - ძვ. წ. 56) დროს. ტიგრანში დაიპყრო სოფენა, მიდია, ატროპატენა, სირია, ფინიკია, კილიკია და სხვა. დააარსა დედაქალაქი ტიგრანაკერტი, მაგრამ მალე რომაელებთან ბრძოლაში დამარცხდა და თითქმის მთელი დაპყრობილი მიწები დაკარგა. არტიშესიანთა დინასტია დაეცა ახ. წ. I საუკუნის დასაწყისში. I საუკუნის 60-იან წლებამდე დიდ სომხეთს რიგრიგობით მართავდნენ რომაელთა და სპარსელთა მიერ დანიშნული პირები. 30-50-იან წლებში დიდი სომხეთის სამეფო ტახტზე იბერიელი უფლისწულებიც ისხდნენ - ჯერ მითრიდატე, შემდეგ რადამისტი. 60-იანი წლებიდან გამეფდნენ პართელი არშაკიდები. 301 წელს თრდატ III-მ დიდ სომხეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. დიდი სომხეთის არსებობა შეწყდა 387 წელს, იგი გაიყვეს ბიზანტიამ და ირანმა.

  • ჯანაშია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 539.
  • История армянского народа, ч. 1, Ер., 1951.