სომხეთის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის კონსტიტუცია
დეტალები
შექმნის თარიღი 1995 წლის 5 ივლისი

სომხეთის კონსტიტუციასომხეთის რესპუბლიკის ძირითადი კანონი. მიღებულია 1995 წლის 5 ივლისის რეფერენდუმის შედეგად[1]. კონსტიტუციის მიხედვით სომხეთი გამოცხადდა დემოკრატიულ, სუვერენულ, სოციალურ და სამართლებრივ სახელმწიფოდ, სადაც ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. ქვეყნის დედაქალაქად გამოაცხადა ერევანი. კონსტიტუცია შეიცვალა 2005 წლის 27 ნოემბრის რეფერენდუმის შემდეგ. კონსტიტუცია შედგება შესავლისა და 9 მუხლისაგან.

მმართველობის ფორმაა რესპუბლიკა.

პრეზიდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის მეთაურია პრეზიდენტი. იგი არის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ნორმალური ფუნქციონირების გარანტი.

პრეზიდენტად შეიძლება აირჩიონ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდ ასომხეთში, არ არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათის შეუსრულდა 35 წელი. პრეზიდენტს ირჩევენ 5 წლის ვადით.

საკანონმდებლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ეროვნული კრება, რომელიც შედგება მაჟორიტარული (41) და პროპოციული (90) წესით არჩეული დეპუტატისაგან. პარლამენტს ირჩევენ 5 წლის ვადით. დეპუტატად შეიძლება აირჩიონ პიროვნება, რომელსაც შეუსრულდა 25 წელი, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს სომხეთში და არ არის სხვა ქვეყნის მოქალაქე.

აღმასრულებელი ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტი ეროვნული კრების ფრაქციებთან შეტანხმების შემდეგ ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მოიპოვებს პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს.

სასამართლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთში მოქმედებს პირველი ინსტანციის სასამართლო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლო, საჭიროების შემთხვავაში - სპეციალური სასამართლო. სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტია კონსტიტუცია. სომხეთის პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The First Constitution of the Republic of Armenia (5 July 1995). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი 2015.